ფოქსტერიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
P1030547 (Medium).jpg

ფოქსტერიერინადირობისათვის განკუთვნილი სპეციალიზებული ძაღლის ჯიში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოქსტერიერები დიდ ბრიტანეთში XVIII საუკუნის დასაწყისში გამოჩნდნენ. არსებობს ფოქსტერიერების ორი სახეობა: უხეშბეწვიანი და გლუვბეწვიანი. პირველი გლუვბეწვიანი ფოქსტერიერები საერთაშორისო გამოფენაზე 1862 წელს გამოჩნდნენ, ხოლო უხეშბეწვიანები ცოტა მოგვიანებით, 1872 წელს. მე-20 საუკუნის ბოლომდე მოდაში გლუვბეწვიანი ფოქსტერიერები იყვნენ, ხოლო დღესდღეობით უფრო მეტი ყურადღება უხეშბეწვიანებს ეთმობათ.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოქსტერიერი ბუნებით ნამდვილი მონადირეა, ის საკმაოდ ძლიერი, უშიშარი და უზომოდ ენერგიული ძაღლია. ის საუკეთესო მონადირედ ითვლება მელაზე, მაჩვზე და სხვა წვრილფეხა ცხოველზე. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ფოქსტერიერის კბილი სამჯერ მასზე დიდი ზომის ძაღლის ტოლია, რის გამოც მას შეუძლია იოლად დაამარცხოს მასზე ორჯერ დიდი მოწინააღმდეგე.

ფოქსტერიერი არის მონადირე ძაღლი რომელსაც შეუძლია სოროში შეყვეს ნადირს და გამოდევნოს იქიდან. ასევე ფოქსტერიერებს იყენებენ სახლის დასაცავად.

ზოგადი ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიმაღლე: ხვადი 37-39 სმ, ძუ 36-38 სმ.
  • წონა: ხვადი 6-7 კგ, ძუ 7-8 კგ.
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა: 13-14 წელი
  • წარმომავლობა: დიდი ბრიტანეთი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: