ფოქვეშის ეკლესია „აბაა“

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფოქვეშის ეკლესია „აბაა“, 1957 წელი

ფოქვეშის ეკლესია „აბაა“ — ეკლესია სოფელ ფოქვეშში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზულია, ერთნავიანი. აგებულია კარგად დამუშავებული ქვის კვადრებით. ტაძრის კედლები შემორჩენილია 1,5 მ სიმაღლეზე. ეკლესიას შემოვლებული ჰქონდა კირის ხსნარზე ნატეხი ქვით ნაგები გალავანი, რომელსაც შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთით ჰქონდა. ადგილობრივი აფხაზური მოსახლეობა მას „აბაას“ უწოდებს, რაც ციხეს ნიშნავს.

2018 წლის აგვისტოში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ციხესიმაგრეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა[1].

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ეკლესიის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხვისტანი რ., ენგურ-მოქვისწყლის აუზის (აფხაზეთი) ქრისტიანული ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 2015

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]