ფოტონური რაკეტული ძრავა
იერსახე
ფოტონური რაკეტული ძრავა (ფრძ), კვანტური რაკეტული ძრავა, ლაზერული რაკეტული ძრავა — ჰიპოთეზური რაკეტული ძრავა, რომელშიც წევა წარმოიქმნება მისგან სინათლის კვანტების — ფოტონების — მიმართული გამოდინების შედეგად. აქვს კუთრი იმპულსის ზღვრული მნიშვნელობა, რადგანაც ფოტონების გადინების სიჩქარე სინათლის სიჩქარის ტოლია. სავარაუდოა, რომ მისი გამოყენება შესაძლებელი გახდება განსაკუთრებით შორეულ კოსმოსში (ვარსკვლავთშორისი) ფრენისათვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 381.