ფოტოგრაფიული გამჟღავნება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ფოტოგრაფიული გამჟღავნება — შუქმგრძნობიარე კინო და ფოტომასალებში სინათლის მოქმედებით წარმოქმნილი ფარული გამოსახულების გარდაქმნა ხილულად.

ფოტოგრაფიული გამჟღავნებისას ვერცხლის ჰალოგენიდების (ძირითადად ) შუქმგრძნობიარე მასალებში ვერცხლის იონების აღდგენა ხდება ფოტოგრაფიული სამჟღავნებით:

.

განასხვავებენ „ქიმიურ“ და „ფიზიკურ“ ფოტოგრაფიულ გამჟღავნებას. „ქიმიური“ გამჟღავნება გულლისხმობს ვერცხლის აღდგენას შუქმგრძნობიარე ემულსიურ შრეში არსებული ვერცხლის ჰალოგენიდების კრისტალებიდან, ხოლო „ფიზიკური“ — ფოტოგრაფიულ სამჟღავნში შემავალი — ხსნადი ვერცხლის მარილიდან.

ფოტოგრაფიული გამჟღავნება შერჩევითი პროცესია, რომლის სიჩქარე ექსპონირებულ უბანზე უფრო დიდია, ვიდრე არაექსპონირებულ უბანზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]