შინაარსზე გადასვლა

ფოტოგრაფთა კონგრესი ლიონში ჩადის

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფოტოგრაფთა კონგრესი ლიონში ჩადის

კადრი ფილმიდან
რეჟისორი ლუი ლუმიერი
პროდიუსერი ლუი ლუმიერი
როლებში პიერ ჟანსენი
ოპერატორი ლუი ლუმიერი
დისტრიბუტორი Kino Lorber (DVD)
გამოსვლის თარიღი 1895, 12 ივნისი
ქვეყანა საფრანგეთი
ენა მუნჯი
სრული ფილმი

„ფოტოგრაფთა კონგრესი ლიონში ჩადის“ (ასევე ცნობილი როგორც „Neuville-sur-Saône: Débarquement du congrès des photographie à Lyon“) — 1895 წლის ფრანგული, მოკლემეტრაჟიანი, შავ-თეთრი, მუნჯი, დოკუმენტური ფილმი. მისი რეჟისორი და პროდიუსერი ლუი ლუმიერი იყო, ხოლო პიერ ჟანსენი საკუთარი თავის როლს ასრულებდა. მისი პრემიერა 1895 წლის 12 ივნისს შედგა.

ფოტოგრაფები სამდინარო ნავის გემბანს ჯგუფ-ჯგუფად ტოვებენ. ფონზე ვხედავთ მდინარეზე გადებულ ხიდს. კადრში ჩანან ნუვილში, ფოტოგრაფთა საზოგადოებების კონგრესზე ჩასული პირები. ფილმი გადაღებულ იქნა დილას, ხოლო პრემიერა შედგა იმავე საღამოს, კონგრესზე.

გადაღება შედგა ნუვილ-სუ-სონში, რონის დეპარტამენტში, საფრანგეთში. გადაღებულ იქნა სინემატოგრაფით, კამერით, რომელიც ფილმის პროექტორად და დამამუშავებლადაც გამოიყენებოდა. ყველა სხვა ადრეული ლუმიერის ფილმის მსგავსად, ჩანაწერი 35 მმ ფორმატში, 1.33:1-ის სიგრძე-სიგანის თანაფარდობით გაკეთდა.[1]

დღევანდელი მდგომარეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი სიძველიდან გამომდინარე, ფილმის ინტერნეტიდან უფასოდ გადმოწერა დაშვებული და შესაძლებელია. ის ასევე შევიდა მრავალ კინოკოლექციაში, მათ შორის „ადრეული ფილმის ღირსშესანიშნაობები, პირველი ტომი“.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Technical Specifications. Internet Movie Database. ციტირების თარიღი: 2007-03-27.
  2. DVD. Internet Movie Database. ციტირების თარიღი: 2007-03-27.