ფორს-მაჟორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფორს-მაჟორი (გადაულახავი ძალა) — პუნქტი სახელშეკრულებო სამართალში, რომელიც არსებითად ათავისუფლებს ორივე მხარეს პასუხისმგებლობისა და ვალდებულებისაგან, როდესაც საგანგებო მოვლენა ან გარემოება, როგორიცაა ომი, გაფიცვა, ბუნტი, დანაშაული, ეპიდემია ან უეცარი სამართლებრივი ცვლილებები ხელს უშლის ერთ ან ორივე მხარეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. პრაქტიკაში, ფორსმაჟორული პუნქტების უმეტესობა არ ამართლებს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას განუსაზღვრელი ვადით, არამედ აჩერებს მას მხოლოდ ფორსმაჟორული, გადაულახავი მოვლენის პერიოდის განმავლობაში. [1]

ფორსმაჟორად არ განიხილება:

  • მხარის დაუდევრობით ან ბოროტმოქმედებით მიღებული შედეგი, რომელიც ხელს უშლის მას მოვალეობის შესრულებაში. [2]
  • ნებისმიერი შედეგი, რომელიც გამოწვეული იყო გარე ძალებით (მაგ: წვიმის მოსვლა) არ განიხილება ფორსმაჟორად, თუ სახეზე არ არის სხვა კრიტერიუმები, რაც ამ მოვლენას ფორსმაჟორად აქცევს.
    • თუ მაგალითად საჯარო ღონისძიება გაუქმდა პროგნოზირებადი წვიმის გამო, ეს შემთხვევა არ განიხილება ფორსმაჟორად.
      • მაგრამ თუ მიზეზი არის წყალდიდობა, რომელიც აზიანებს ადგილს ან სახიფათოს ხდის ღონისძიებაზე დასწრებას და მოსალოდნელი ამინდი წინასწარ არ იყო ცნობილი მხარეებისთვის, მაშინ ეს ფორსმაჟორული მდგომარეობაა.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Principle of Force Majeure (including international references), Trans-Lex.org
  2. Public-Private Partnership in Infrastructure Resource Center. (October 2012) Force majeure definition and checklist. World Bank.
  3. Trade and Transport Inc v Iino Kaiun Kasiha Ltd [1973] 1 WLR 210 at 224 to 227; cf Channel Island Ferries Ltd v Sealink United Kingdom Ltd [1988] 1 Lloyd's Reports 323

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]