ფორორაციდისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფორორაციდისებრნი
Paraphysornis
Paraphysornis
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: წეროსნაირნი
ოჯახი: ფორორაციდისებრნი
ლათინური სახელი
Phorusrhacidae

ფორორაციდისებრნი (ლათ. Phorusrhacidae) — ნამარხი, მორბენალი, უტროპო ფრინველებისა ოჯახი, რომლებიც კაინოზოურ ერაში (დაახლ. 62-2 მლნ. წლის წინ) სამხრეთ ამერიკის მოწინავე მტაცებელ არსებებს წარმოადგენდნენ. ნაშთები ცნობილია სამხრეთი და ჩრდილოეთი ამერიკის შუა პალეოცენური და გვიან პლიოცენური ნალექებიდან. სიმაღლეში აღწევდნენ 1-3 მეტრს. ფორორაციდისებრთა თანამედროვე შთამომავლებად მიიჩნეულია 0,8 მეტრი სიმაღლის სერიემები. Titanis walleri - ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე მასიური სახეობა ცნობილია ჩრდილო ამერიკის (ტეხასი, ფლორიდა) ნალექებიდან. ნაშთის აღმოჩენა მიუთითებს სამხრეთ ამერიკის ამ მტაცებლების ჩრდილოეთ კონტინენტზე გადასვლაზე დიდი ამერიკული მიგრაციის პერიოდში. თავდაპირველად მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ Titanis walleri გადაშენდა ჩრდილო ამერიკაში ადამიანების გამოჩენის პერიოდში, თუმცა თანამედროვე დათარიღება ირწმუნება, რომ ამ სახეობამ ჯერ კიდევ 1,8, მლნ. წლის წინ შეწყვიტა არსებობა.

პატაგონიაში 2006 წელს აღმოჩენილი სახეობის, Kelenken guillermoi–ის (შუა მიოცენური ნალექები. დაახლოებით 15 მლნ. წლის წინ) თავის ქალა დღემდე ნაპოვნ ფრინველთა ქალათაგან ყველაზე მასიურია. აღმოჩენილი იქნა 71 სმ. თითქმის დაუზიანებელი ფრინველის თავის ქალა 46 სმ სიგრძის ნისკარტით, რომელიც ფორმით წააგავდა თანამედროვე არწივის ნისკარტს. სავარაუდოდ ამ სახეობას ადვილად შეეძლო ძაღლის ოდენა ნადავლის გადაყლაპვა. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დრომდე აღმოჩენილ სახეობებს სიმაღლეში მაქისმუმ 2-3 მეტრამდე უნდა მიეღწიათ, პატაგონიის ეგზემპლარი კი 3 სიმაღლის იყო. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ფორორაციდისებრნი დიდი მასის მიუხედავად საკმაოდ სწრაფად დარბოდნენ და შეეძლოთ 48 კმ/სთ სიჩქარის განვითარებაც კი.

ფორორაციდისებრნი ცნობილნი არიან „ტერორის ფრინველების“ სახელით, რადგანაც ისინი წარმოადგენდნენ სამხრეთ ამერიკის იმ დროისათვის ყველაზე საშიშ მტაცებლებს (ხმალკბილა კატების გამოჩენამდე, რაც დაახლ. 2,5 მილ. წლის წინ მოხდა). ფორორაციდისებრთა პატარა და ზოგიერთი მასიური სახეობა სწრაფად მრბენი ფრინველები უნდა ყოფილიყვნენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

 
ფორორაციდისებრნი
კამბრ. კამბრიული ორდოვიც. სილ. დევონ. კარბონული პერმ. ტრიას. იურული ცარცული პალეოგ. ნეო. IV
570 500 440 410 360 285 251 199,6 145,5 65,5 23,03 2
 ◄ მლნ. წლის წინ