ფორი-იმპერიალის ქუჩა

ფორი-იმპერიალის ქუჩა (იტალ. Via dei Fori Imperiali) — გზა რომის ცენტრში, რომელიც მიემართება პიაცა ვენეციიდან კოლოსეუმამდე. მისი მარშრუტი გაივლის ტრაიანეს ფორუმის, ავგუსტუსის ფორუმისა და ნერვას ფორუმის ნაწილებზე, რომელთა ნაწილებიც შეიძლება დავინახოთ გზის ორივე მხარეს. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, გზის ორივე მხარეს მნიშვნელოვანი არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, მის ქვეშ იმპერიული რომის მნიშვნელოვანი ნაშთები რჩება აღმოსაჩენი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომის ურბანული რეგულაციის გეგმებში 1873, 1883 და 1909 წლებში დაგეგმილი იყო გზის გახსნა პიაცა ვენეციასა და კოლოსეუმს შორის, ანუ ამჟამინდელი ფორი-იმპერიალის მარშრუტზე. პროექტი შეესაბამებოდა იმ დროის ურბანული დაგეგმარების ფილოსოფიას, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქის ცენტრებში ფართო დამაკავშირებელი გზების გახსნას, რომლებიც შეიქმნა ძველი შენობების კედლების გამოცარიელებით. კლასიკური მაგალითია პარიზის ტრანსფორმაცია მეორე ფრანგული იმპერიის დროს, ნაპოლეონ III-ისა და პრეფექტ ბარონ ჰაუსმანის მიერ, მსგავსი ჩარევები იყო ლონდონში (1848-1865), ფლორენციაში (1859-1865), ვენასა (1857) და ბრიუსელში (1867-1871).
ფორი-იმპერიალის ქუჩა საბოლოოდ აშენდა ფაშისტურ პერიოდში 1924-1932 წლებში. გზის სავარაუდო სახელი მშენებლობის პერიოდში იყო მონტის ქუჩაö მაგრამ გახსნისას მას ეწოდა იმპერიის ქუჩა.[1] 1932 წლის 9 აპრილს ცხენზე ამხედრებულმა მუსოლინიმ, გზის გახსნისას გაჭრა ლენტი და წაუძღვა სამხედრო აღლუმს პირველი მსოფლიო ომის ვეტერანებთან ერთად. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, გზას გადაერქვა სახელი და ეწოდა მისი ამჟამინდელი სახელი. ყოველწლიურად 2 ივნისს იგი მასპინძლობს აღლუმს თანამედროვე იტალიის რესპუბლიკის დაფუძნების აღსანიშნავად.
2013 წლის 3 აგვისტოს გზის სამხრეთი ნაწილი, ლარგო კორადო რიჩისა და კოლოსეუმს შორის, დაიხურა კერძო ტრანსპორტისთვის, მაშინ როცა ავტობუსებსა და ტაქსებს კვლავ შეუძლიათ მისი გამოყენება.[2]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lucentini, M. (31 December 2012). The Rome Guide: Step by Step through History's Greatest City. Interlink. ISBN 9781623710088.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Munoz, Antonio (1932) Via dei Monti e Via del Mare (it). Rome: Governatorato di Roma, გვ. 137.
- ↑ Pedonalizzazione via dei Fori Imperiali: al via il 3 agosto con una notte di festa Comune Roma Capitale