ფორზაცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფორზაცი (გერმ. Vorsats) — მკვრივი ქაღალდის ორმაგი ფურცლები წიგნის ბლოკსა და ყდას შორის. ფორზაცი ბლოკს აერთებს ყდასთან და წიგნის განაპირა გვერდებს იცავს გაჭუჭყიანებისაგან. ამასთან ერთად იგი წიგნის გაფორმების ელემენტია. ფორზაცი არის მიწებებული, მიკერებული, გაკერილი (დამზადების ტექნოლოგიისა და მიმაგრების მიხედვით), უბრალო, თემტური და დეკორაციული (გაფორმების სახეობის მიხედვით).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]