ფორბს ბურნჰემი
| ლინდენ ფორბს სემპსონ ბურნჰემი | |
ბურნჰემი 1966 წელს | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
|---|---|
| 6 ოქტომბერი, 1980 – 6 აგვისტო, 1985 | |
| ვიცე-პრეზიდენტი | დესმონდ ჰოიტი პტოლემი რეიდი შივ შაჰაი ნარინი ჰამილტონ გრინი ბიშვაიშვარ რამსარუპი მუჰამედ საჰაბუდინი რანჯი ჩადისინი |
| წინამორბედი | არტურ ჩჟუნი |
| მემკვიდრე | დესმონდ ჰოიტი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 14 დეკემბერი, 1964 – 6 ოქტომბერი, 1980 | |
| პრეზიდენტი | არტურ ჩჟუნი |
| წინამორბედი | ჩედი ჯაგანი |
| მემკვიდრე | პტოლემი რეიდი |
| დაბადებული | 20 თებერვალი, 1923[1] ჯორჯტაუნი, დემერარა-მაჰაიკა, ბრიტანეთის გვინეა |
| გარდაცვლილი | 6 აგვისტო, 1985 (62 წლის)[1] ჯორჯტაუნი, დემერარა-მაჰაიკა, გაიანა |
| მოქალაქეობა | |
| ეროვნება | გაიანელი |
| პოლიტიკური პარტია | BGLP (1949) PPP (1950–1958) PNC (1958 წლიდან) |
| მეუღლე | შეილა ლატასტი (იქ. 1951; გყრ. 1966)[2] ვიოლა ბურნჰემი (იქ. 1967)[2] |
| შვილები | 6 |
ლინდენ ფორბს სემპსონ ბურნჰემი[1] (ინგლ. Forbes Burnham; დ. 20 თებერვალი 1923 – გ. 6 აგვისტო 1985)[1] იყო გაიანელი პოლიტიკოსი და გაიანის ლიდერი 1964 წლიდან 1985 წლამდე, მის გარდაცვალებამდე. ის მსახურობდა ბრიტანეთის გვინეის პრემიერ-მინისტრად 1964-დან 1966 წლამდე, დამოუკიდებელი გაიანის პრემიერ-მინისტრად 1964-დან 1980 წლამდე და შემდეგ გაიანის პრეზიდენტად 1980-დან 1985 წლამდე.[1] მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც „ძლიერ ლიდერს“ (ინგლ. strongman),[3] რომელიც სოციალიზმის საკუთარ ვერსიას უჭერდა მხარს.[4]
განათლებით იურისტი, ბურნჰემი მონაწილეობდა ორი პოლიტიკური პარტიის (სახალხო ეროვნული კონგრესის რეფორმა და სახალხო პროგრესული პარტია) დაარსებაში, რომლებიც შემდგომში გაიანის პოლიტიკაში დომინირებდნენ.[5] მისი მთავრობის მეთაურობის პერიოდში გაიანა ბრიტანეთის კოლონიიდან გადაიქცა რესპუბლიკად, რომელსაც არ გააჩნდა კონსტიტუციური კავშირი გაერთიანებულ სამეფოსთან.[6] მისი მმართველობა ხასიათდებოდა უცხოური კერძო ინდუსტრიების ნაციონალიზაციით,[1] მიუიმხრობლობის მოძრაობაში გაწევრიანებით[5] და ავტორიტარული საშინაო პოლიტიკით.[7][8] მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ აღიარებულია მისი მნიშვნელოვანი როლი გაიანის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში,[9][10] მის პრეზიდენტობას ჩრდილს აყენებს ბრალდებები აფროცენტრიზმში,[11] სახელმწიფოს მიერ ნებადართულ ძალადობაში,[12][13][14] კორუფციაში,[7] და საარჩევნო თაღლითობაში.[15]
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბურნჰემი დაიბადა კიტიში, ჯორჯტაუნის გარეუბანში, დემერარას ოლქში, ბრიტანულ გვინეაში,[1] როგორც სამ[2] ან ოთხშვილიან ოჯახში.[5] მისი მშობლები იყვნენ ჯეიმს ეთელბერტ ბურნჰემი, სკოლის მასწავლებელი,[2] და რეიჩელ ებიგეილ სემპსონი,[16] და იგი გაიზარდა აფრო-გაიანურ, მეთოდისტურ ოჯახში. ბურნჰემის მამას წარმოშობით მონების ოჯახიდან ბარბადოსიდან, ხოლო მისი გვარი მომდინარეობდა პლანტაციის მფლობელის გვარიდან. მონობის გაუქმების შემდეგ ბურნჰემის წინაპარი ბრიტანეთის გვინეაში გადასახლდა.[17]
ბურნჰემის დის, ჯესის თანახმად, ოჯახი გაიზარდა კიტში, პაიკ სტრიტის 4 ნომერში. ჯესი ასევე ადასტურებს, რომ მათი მამა იყო კიტის მეთოდისტური სკოლის დირექტორი 37 წლის განმავლობაში და იყო სოფლის საბჭოს წევრი.[18] ფორბს ბურნჰემი სწავლობდა კიტის მეთოდისტურ სკოლაში და ცენტრალურ საშუალო სკოლაში,[2] სანამ ჩაირიცხებოდა პრესტიჟულ საშუალო სკოლაში, დედოფლის კოლეჯში, სადაც შეხვდა მომავალ პოლიტიკურ მეტოქეს, ჩედი ჯაგანს.[1] მისი და ამბობდა, რომ ბურნჰემი პატარაობიდანვე ამბიციური იყო და ცენტრალურ საშუალო სკოლაში მას ჩაგრავდნენ პატარა აღნაგობისა და აკადემიური ნიჭის გამო.[18] დედოფლის კოლეჯში ბურნჰემი აკადემიურად წარმატებული იყო და მიიღო რამდენიმე ჯილდო.[5]
1942 წელს მან მოიპოვა ბრიტანეთის გვინეის სტიპენდია ლონდონის უნივერსიტეტში სასწავლებლად, როგორც ბრიტანეთის გვინეის საუკეთესო სტუდენტმა.[2] ბურნჰემმა ვერ შეძლო გაერთიანებულ სამეფოში გამგზავრება მეორე მსოფლიო ომის გამო, ამიტომ მუშაობდა მასწავლებლის ასისტენტად დედოფლის კოლეჯში და დაასრულა ლონდონის უნივერსიტეტის ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი ექსტერნალური გამოცდების გზით.[5] მას შემდეგ, რაც ლონდონში გამგზავრების უფლება მისცეს, ბურნჰემმა მიიღო სამართლის ბსკსლავრის ხარისხი ლონდონის ეკონომიკის სკოლაში, რომელიც იმ დროს ლონდონის უნივერსიტეტის შემადგენელი კოლეჯი იყო, 1947[1] ან 1948 წელს[2] და იყო ვესტ-ინდოეთის უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირის პრეზიდენტი 1947-1948 წლებში.[5] მან ადვოკატურის გამოცდა 1948 წელს ჩააბარა და გახდა გრეის ინის წევრი.[2] ლონდონში სწავლისას ბურნჰემი შეხვდა ბევრ აფრიკელ და კარიბელ სტუდენტს. მათ შორის: აბუბაქარ ტაფავა ბალევას ნიგერიიდან, სერეტსე ხამას ბოტსვანიდან, კვამე ნკრუმას განიდან, ასევე მაიკლ მანლის იამაიკიდან და ეროლ ბეროუს ბარბადოსიდან.[19]
ლონდონში ბურნჰემმა მოიგო „საუკეთესო ორატორის თასი“, რომელიც იურიდიულმა ფაკულტეტმა დააწესა. ის ასევე დაესწრო სტუდენტურ კონგრესებს პრაღასა და პარიზში და იყო ფერადკანიან ხალხთა ლიგის წევრი.[5]
მან გაერთიანებული სამეფო დატოვა და ბრიტანეთის გვინეაში 1948 წლის 20 დეკემბერს დაბრუნდა; ის ლივერპულიდან RMS Empress of France-ით გაემგზავრა ჰალიფაქსისკენ, ახალი შოტლანდიაში, კანადაში და ჯორჯტაუნში 1949 წელს ჩავიდა.[2]
1949–1955: სახალხო პროგრესული პარტია (PPP)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახალხო პროგრესული პარტიის დაარსება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1949 წელს, გაერთიანებული სამეფოდან სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნებულმა ბურნჰემმა მუშაობა დაიწყო Cameron and Shepherd კერძო იურიდიულ ფირმაში,[5] სანამ საკუთარ კერძო იურიდიულ ფირმას, Clarke and Martin, დააარსებდა.[20] ასევე 1949 წელს, ბურნჰემი გახდა ბრიტანეთის გვინეის ლეიბორისტული პარტიის (BGLP) ლიდერი,[21] რომელიც 1946 წელს ჩამოყალიბდა. 1947 წლის არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ მოიპოვა 14-დან 5 ადგილი ეროვნულ საკანონმდებლო საბჭოში, რითაც ყველაზე დიდ პარტიად იქცა.[22]
გაერთიანებული სამეფოდან დაბრუნებიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში, ბურნჰემი იყო სახალხო პროგრესული პარტიის (PPP) ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც 1950 წლის 1 იანვარს შეიქმნა. ჩედი ჯაგანი გახდა PPP-ის ლიდერი, ჯაგანის ცოლი ჯანეტ ჯაგანი გახდა მდივანი, ხოლო ბურნჰემი გახდა პარტიის პირველი თავმჯდომარე. ჯაგანი მანამდე ხელმძღვანელობდა პოლიტიკურ საქმეთა კომიტეტს, რომელიც BGLP-ს შეუერთდა PPP-ის ჩამოყალიბებისთვის.[23] ახალი პარტიის სახელი ბურნჰემმა შეარჩია.[5]
განათლების მინისტრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1952 წელს ბურნჰემი გახდა პარტიასთან აფილირებული პროფკავშირის, ბრიტანეთის გვინეის ლეიბორისტული კავშირის პრეზიდენტი,[24] ხოლო 1953 წელს აირჩიეს ჯორჯტაუნის საქალაქო საბჭოში.[20] 1953 წლის 27 აპრილის არჩევნებში, რომელიც იყო პირველი არჩევნები გაიანაში საყოველთაო საარჩევნო უფლებით, PPP-მ მოიპოვა 24-დან 18 ადგილი; ბურნჰემი და მისი და ჯესიც არჩეულ იქნენ ასამბლეაში. PPP-ის მთავრობაში ბურნჰემი მსახურობდა განათლების მინისტრად.[24] თავდაპირველად ბურნჰემი პარტიის გაყოფით იმუქრებოდა, თუ მას PPP-ის ერთპიროვნულ ლიდერად არ დანიშნავდნენ, თუმცა მიღწეულ იქნა კომპრომისი, რომლის მიხედვითაც ბურნჰემმა და მისმა მოკავშირეებმა პარტიაში მინისტრების პოსტები მიიღეს.[25] ახლად ჩამოყალიბებულმა მთავრობამ დაიწყო წინააღმდეგობა კოლონიური მმართველობის წინააღმდეგ: უარი თქვეს დელეგაციის გაგზავნაზე დედოფალ ელისაბედ II-ის კორონაციაზე, მოუწოდებდნენ გაფიცვებისკენ და გააუქმეს რამდენიმე კანონი, რომელთა შენარჩუნებაც კოლონიურ ხელისუფლებას სურდა. ეს დაპირისპირება ხდებოდა „წითელი შიშის“ პერიოდში და ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწეები შეშფოთებულნი იყვნენ გაიანაში შესაძლო კომუნისტური რევოლუციით; უინსტონ ჩერჩილმა აღნიშნა: „ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ ამერიკელების მხარდაჭერა, რათა ყველაფერი გავაკეთოთ ბრიტანეთის გვინეაში კომუნისტების გასანეიტრალებლად... შესაძლოა მათ სენატორი მაკკარტიც კი გაგზავნონ იქ“.[26]
1953 წლის 9 ოქტომბერს ბრიტანეთის ადმინისტრაციამ შეაჩერა ბრიტანეთის გვინეის კონსტიტუცია და გაგზავნა შეიარაღებული ჯარები მას შემდეგ, რაც წინა დღეს PPP-ის მთავრობამ მიიღო შრომითი ურთიერთობების აქტი ვაგნერის აქტის მოდელით[26]), რამაც PPP-ის მმართველობის დასასრული გამოიწვია. ბურნჰემი და ჯაგანი გაემგზავრნენ ლონდონში ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, სადაც ისინი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურების ფარული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ.[27] ამის შემდეგ ბურნჰემი და ჯაგანი ეწვივნენ ინდოეთს, რათა მოეპოვებინათ მხარდაჭერა ბრიტანელების წინააღმდეგ, თუმცა უშედეგოდ.[28] ბრიტანელების მიერ დანიშნულმა დროებითმა მთავრობამ 1957 წლამდე გასტანა.[29]
კონსტიტუციის შეჩერების დროს, დროებითმა მთავრობამ ბურნჰემს უფრო ნაკლები შეზღუდვები დაუწესა, ვიდრე პარტიის სხვა მაღალჩინოსნებს; ის არ დაუპატიმრებიათ, მაშინ როცა სხვები ციხეში ჩასვეს. მას ასევე ფარულად აქეზებდნენ, რომ პარტიის შიგნით ცალკე ფრაქცია ჩამოეყალიბებინა, რაც მან ორი წლის შემდეგ გააკეთა.[26]
1955–1964: სახალხო ეროვნული კონგრესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახალხო ეროვნული კონგრესის საწყისები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1955 წლის 12-13 თებერვალს, ჯორჯტაუნის კინოთეატრ „მეტროპოლში“ გამართულ კონფერენციაზე, PPP ორ ფრაქციად გაიყო: ერთს ბურნჰემი ხელმძღვანელობდა, რომელსაც „ბურნჰემისტები“ ეწოდათ,[15] მეორეს კი ცოლ-ქმარი ჯაგანები, რომელსაც „ჯაგანისტები“ ეწოდათ.[15][30] ჯაგანი მხარს უჭერდა სოციალისტურ საშინაო პოლიტიკას, ხოლო ბურნჰემის ფრაქცია უფრო ზომიერი იყო.[8] მათ შორის ასევე იყო პიროვნული განსხვავებები.[31] 1957 წლის არჩევნების შემდეგ, სადაც ჯაგანის ფრაქციამ 9 ადგილი მოიპოვა, ბურნჰემისამ კი მხოლოდ 3, ბურნჰემმა ჩამოაყალიბა სახალხო ეროვნული კონგრესი (PNC)[15] 1957 წელს[2] და გახდა ოპოზიციის ლიდერი.[5] PNC-მ პირველად ამ სახელით არჩევნებში 1961 წელს მიიღო მონაწილეობა. ასევე 1957 წელს, ბურნჰემი გახდა გაიანის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი და ეს პოსტი 1964 წლამდე ეკავა.[2] 1959 წელს იგი აირჩიეს ჯორჯტაუნის მერად; ამ თანამდებობაზე ის მსახურობდა 1966 წლამდე.[20] გაერთიანებული დემოკრატიული პარტია PNC-ს 1959 წელს შეუერთდა.[32]
პოლიტიკურმა განხეთქილებამ გააღრმავა რასობრივი დაპირისპირება აფრო-გაიანელებსა და ინდო-გაიანელებს შორის.[33] გაიანის პოლიტიკა დღემდე მეტწილად რასობრივ ხაზებს მიჰყვება: PPP-ს მხარდაჭერა ძირითადად სამხრეთაზიური წარმოშობის მოსახლეობისგან მოდის, ხოლო PNC-ს მხარდაჭერა მომდინარეობს აფრიკული წარმოშობის ხალხისგან.[34] ეს ასევე ემთხვევა სოფლისა და ქალაქის დაყოფას: აფრო-გაიანელები მეტწილად სანაპირო-ურბანულ ზონებში ცხოვრობენ, ხოლო ინდო-გაიანელები ცხოვრობენ სასოფლებში და გარე რაიონებში.[5] განხეთქილების შემდეგ, ჯაგანის PPP და ბურნჰემის PNC გახდნენ შესაბამისად ინდო-გაიანელთა და აფრო-გაიანელთა მისწრაფებების პოლიტიკური გამომხატველები.[35]
1961 წლის საყოველთაო არჩევნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1961 წლის არჩევნებში ბურნჰემის PNC-მ მოიპოვა 11 ადგილი საკანონმდებლო ასამბლეაში ხმების 41%-ით. მიუხედავად იმისა, რომ PPP-მ PNC-ზე მხოლოდ 1.64%-ით მეტი ხმა მიიღო, მათ 20 ადგილი ერგოთ. ამას მოჰყვა მასობრივი დემონსტრაციები, რასობრივი დაძაბულობა და საყოველთაო გაფიცვა. გაიანის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და გაიანაში ბრიტანული ჯარები იქნა მობილიზებული.[15]
კალდორის ბიუჯეტი და „შავი პარასკევი“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1962 წლის 31 იანვარს PPP-ის მთავრობამ ეკონომისტ ნიკოლას კალდორის რჩევით გამოაცხადა ე.წ. „კალდორის ბიუჯეტი“, რომელიც ითვალისწინებდა გადასახადებისა და იმპორტის ბაჟის გაზრდას. ამას ოპოზიციური პარტიები დაუპირისპირდნენ და დაიწყეს საპროტესტო აქციები PNC-ის მეთაურობით. 12 თებერვალს ბურნჰემმა შემდეგი სიტყვა წარმოთქვა: „ამხანაგებო, ბრძოლა ახლა იწყება. ხვალ, დღის 2 საათზე, გაიმართება პროფკავშირების კონგრესის მიერ ორგანიზებული დემონსტრაცია ბიუჯეტის სასტიკი წინადადებების წინააღმდეგ, რომლებიც ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის. ეჭვგარეშეა, სპეცრაზმი იქ იქნება. კვლავ გსურთ წასვლა? ამხანაგებო, გახსოვდეთ, რომ ხვალ ჯაგანის არმია მოდის ქეინ გროუვიდან და უინძორ ფორესტიდან. კვლავ გსურთ წასვლა?“[36] მასობრივი აქციების კულმინაცია იყო 1962 წლის 16 თებერვალი, რომელსაც მოგვიანებით „შავი პარასკევი“ ეწოდა. განადგურდა 56 ბიზნესი, 87 დაზიანდა ხანძრის შედეგად, ხოლო 66 გაიძარცვა. მოკლეს ერთი პოლიციის უფროსი და დაშავდა 39, ხოლო ოთხი მძარცველი სასიკვდილოდ დაიჭრა და 41 დაშავდა. მომიტინგეები ასევე თავს დაესხნენ ელექტროსადგურს, წყალმომარაგების სისტემას, პარლამენტს და ჯაგანის რეზიდენციას.[36] არეულობაზე რეაგირება მოახდინეს ხომალდებმა HMS Troubridge (R00) და HMS Wizard (R72). ჯორჯტაუნი შავმა კვამლმა დაფარა.[37]
საერთაშორისო ჩარევა ბრიტანეთის გვინეაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გასაიდუმლოებული დოკუმენტების თანახმად, 1960-იანი წლების დასაწყისში აშშ-ის მთავრობა ჯონ ფ. კენედის მეთაურობით დარწმუნდა, რომ ჯაგანის PPP-ის მთავრობას კომუნისტური იდეალები ჰქონდა. ჩედი ჯაგანის რადიკალური შეხედულებებისა და საბჭოთა კავშირთან და კუბასთან კავშრების გამო, ბურნჰემს მხარი დაუჭირეს დასავლურმა ქვეყნებმა. 1962 წლის მაისში კენედიმ პირდაპირი მოლაპარაკებები გამართა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ჰაროლდ მაკმილანთან, ხოლო ბურნჰემი ეწვია ვაშინგტონს. აშშ-ის მაღალჩინოსნებმა გადაწყვიტეს, რომ ბურნჰემის შემოთავაზებული სოციალიზმი ჯაგანის იდეოლოგიას სჯობდა და ასევე დაასკვნეს, რომ აშშ-ის ჩარევის გარეშე ჯაგანი დამოუკიდებელი გაიანის მთავრობის მეთაური გახდებოდა. ბურნჰემი სიხარულით დათანხმდა აშშ-ის მოქმედებას ჯაგანის წინააღმდეგ. 1962 წელს კენედიმ დაამტკიცა ინტერვენცია. გაიანის დამოუკიდებლობის გამოცხადება გაერთიანებულმა სამეფომ გადაავადა, რათა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ფარული ოპერაციისთვის დრო ჰქონოდა. როგორც პიტერ დ’აგუიარმა (სიდიდით მესამე პარტიის, გაერთიანებული ძალის ლიდერმა), ისე ბურნჰემმა პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერდნენ პროპორციული წარმომადგენლობის იდეას (რასაც ჯაგანი ეწინააღმდეგებოდა), და ბურნჰემმა დაიწყო ფინანსური დახმარების მიღება CIA-სგან.[38]
ბურნჰემი 1963 წელს გაიანის ლეიბორისტული კავშირის პრეზიდენტად დაინიშნა.[2]
CIA-ს ადანაშაულებდნენ 1963 წელს დაწყებული გაფიცვების მხარდაჭერაში PPP-ის მთავრობის წინააღმდეგ. ეს ქმედებები საბოლოოდ ძალადობაში გადაიზარდა, რა დროსაც სამთავრობო შენობების გადაწვა და აფეთქებები დაიწყო. ბურნჰემი პოლიციის ანგარიშებში ფიგურირებდა.[38]
1964 წლის არჩევნების წინაპერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1963 წელს პრეზიდენტ ჯონ კენედისა და პრემიერ-მინისტ ჰაროლდ მაკმილანს შორის გამართულმა მორიგმა მოლაპარაკებებმა განაპირობა ბრიტანეთის გადაწყვეტილება, რომ 1964 წლის დეკემბრის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარებულიყო, რის შემდეგაც ბრიტანეთის გვინეას დამოუკიდებლობა მიენიჭებოდა. ამერიკელებმა მიიღეს გარანტიები ბურნჰემისა და დ’აგუიარისგან, რომ ისინი ერთმანეთს დაუჭერდნენ მხარს არჩევნებში, ხოლო საარჩევნო კამპანიისთვის აშშ-ის ფული იქნებოდა გამოყენებული. არჩევნების წინა პერიოდი გამოირჩეოდა ფართომასშტაბიანი ძალადობით, რა დროსაც მოხდა დაფიქსირდა 200 მკვლელობა და 2600 ოჯახის იძულებით გადაადგილება.[38] მოხდა რასობრივად მოტივირებული ინციდენტების სერია ლინდენსა და მის შემოგარენში, მათ შორის უისმარის ხოცვა-ჟლეტა 26 მაისს, Sun Chapman-ის ჩაძირვა 6 ივლისს და შემდგომ მაკენზიში 5 ინდო-გაიანელის მკვლელობა.[39] ერთ-ერთი ინციდენტის დროს, 1964 წლის აგვისტოში, როდესაც ჯაგანი, ბურნჰემი და დ’აგუიარი ძალადობის შემცირებაზე მსჯელობდნენ, იქვე მდებარე PPP-ის შტაბ-ბინა ააფეთქეს.[38]
უშუალოდ არჩევნების წინ CIA ვარაუდობდა, რომ PPP და PNC ხმების დაახლოებით 40-40 პროცენტს მიიღებდნენ, გაერთიანებული ძალა კი 15 პროცენტს აიღებდა, ხოლო CIA-ს მიერ მხარდაჭერილი სამართლიანობის პარტია (რომელიც ინდო-გაიანელ ამომრჩეველზე იყო გათვლილი) 5 პროცენტს მიიღებდა.[38]
1964–1966: ბრიტანეთის გვინეის პრემიერ-მინისტრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1964 წლის 7 დეკემბრის არჩევნებში ჯაგანის PPP-მ ხმების 46% მიიღო, PNC-ის 41%-ის წინააღმდეგ, თუმცა უმრავლესობა ვერ მოიპოვა. ბურნჰემმა მოახერხა კოალიციის შექმნა პიტერ დ’აგუიარის „გაერთიანებულ ძალასთან“ (TUF), რომელმაც ხმების 12% მიიღო, და 14 დეკემბერს გახდა გაიანის პრემიერ-მინისტრი.[2] ჯაგანმა უარი თქვა გადადგომაზე და ის გუბერნატორმა რიჩარდ ლუიტმა გადააყენა.[15] ბურნჰემი გაიანის მთავრობის მეთაურად მომდევნო 21 წლის განმავლობაში დარჩა.
1965 წელს ბურნჰემი, ბარბადოსელ ეროლ ბეროუსთან ერთად, იყო კარიბის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (CARIFTA) ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელმაც ფუნქციონირება 1968 წლის 1 მაისს დაიწყო. 1973 წელს CARIFTA ჩაანაცვლა კარიკომმა (CARICOM).[40]
1966 წლის 26 მაისს ბრიტანეთის გვინეა დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა და ეწოდა „გაიანა“.[41] დამოუკიდებლობის შემდგომი კონსტიტუციით, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II, რომელიც უკვე გაიანის დედოფლის ტიტულს ატარებდა, დარჩა ნომინალურ სახელმწიფოს მეთაურად, რომელსაც გაიანაში გენერალ-გუბერნატორი წარმოადგენდა ცერემონიული ფუნქციით. ფორბს ბურნჰემი კი, უკვე როგორც პრემიერ-მინისტრი, იყო მთავრობის მეთაური, რომელიც ეროვნული ასამბლეის უმრავლესობამ დანიშნა.[6] თუმცა, კონსტიტუცია ასევე ითვალისწინებდა რესპუბლიკურ სტატუსზე გადასვლის შესაძლებლობას ასამბლეის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით დამოუკიდებლობიდან მინიმუმ 42 თვის შემდეგ. ეს იყო კომპრომისი ბურნჰემსა (რომელსაც რესპუბლიკა სურდა) და დ’აგუიარს (რომელსაც მონარქიის შენარჩუნება სურდა) შორის.[42]
1966–1980: გაიანის პრემიერ-მინისტრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბურნჰემის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო მკაცრი „ეროვნული უშიშროების აქტის“ მიღება, რომელიც იძლეოდა შეუზღუდავი ჩხრეკისა და ამოღების უფლებას და ადამიანების 90 დღემდე დაკავების შესაძლებლობას.[1]
ბურნჰემს კვლავ ჰქონდა სერიოზული საარჩევნო დისბალანსი, რადგან ხმები მეტწილად რასობრივ ხაზებს მიჰყვებოდა, ხოლო გაიანის მოსახლეობის დაახლოებით 50% ინდო-გაიანელი იყო,[43] რომლებიც სავარაუდოდ ჯაგანის PPP-ს დაუჭერდნენ მხარს, რაც სამართლიან არჩევნებში ბურნჰემის გამარჯვებას თითქმის შეუძლებელს ხდიდა.[44] აშშ-ის ელჩის დეპეშაში აღნიშნული იყო, რომ „ის აპირებს ხელისუფლებაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენას“ და „საჭიროების შემთხვევაში, მზად არის გამოიყენოს არატრადიციული მეთოდები თავისი მიზნების მისაღწევად“.[44] 1966 წლის ივლისში აშშ-ის პრეზიდენტ ლინდონ ბ. ჯონსონთან შეხვედრისას, ბურნჰემმა განიხილა სქემა აფრო-კარიბელი ხალხის იმიგრაციის წასახალისებლად, რათა გაეუმჯობესებინა თავისი შანსები 1968 წლის არჩევნებში. ეს სქემა წარუმატებელი აღმოჩნდა.[44] 1967 წელს ბურნჰემმა განაცხადა, რომ „საზღვარგარეთიდან მიღებული ხმების ციფრებით მანიპულირება ისე შეეძლო, როგორც სურდა“. მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ „მოახდენდა გაერთიანებულ სამეფოში, კანადასა და აშშ-ში მცხოვრები აფრიკული წარმოშობის ყველა გაიანელის იდენტიფიცირებას და რეგისტრაციას, რათა მიეღო მათი ხმები“, და ვარაუდობდა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ინდო-გაიანელებს რეგისტრაციასთან ან ბიულეტენების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნებოდათ.[44]
1966 წლის ოქტომბერში ვენესუელელმა ჯარისკაცებმა დაიკავეს კუნძული ანკოკო სადავო ესეკიბოს ტერიტორიაზე. ბურნჰემმა მოითხოვა ვენესუელის შეიარაღებული ძალების გაყვანა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.[45]
1968 წლის საყოველთაო არჩევნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]PNC-მ მოიპოვა საპარლამენტო უმრავლესობა 1968 წლის საყოველთაო არჩევნებში საარჩევნო თაღლითობის გზით, კერძოდ, ხელოვნურად გაზრდილი „საზღვარგარეთის ხმების“ გამოყენებით.[15][46][47] PNC-მ მიიღო 36 745 ხმა უცხოეთიდან, რაც საზღვარგარეთის ბიულეტენების 93.7%-ს წარმოადგენდა და რამაც ბურნჰემს აბსოლუტური უმრავლესობის გამოცხადების საშუალება მისცა. ლონდონის აზრის კვლევის ცენტრის დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ საზღვარგარეთის სიაში მყოფთა მხოლოდ 15%-ის ვერიფიკაცია შეძლო.[5] ამომრჩეველთა ვინაობის გამოძიებისას დადგინდა, რომ მანჩესტერთან ახლოს ორი ცხენი, ბრუკლინში დაკეტილი ყასბის მაღაზია და ლონდონში რკინიგზა რეგისტრირებულ ამომრჩევლებად იყვნენ აღრიცხულნი; ბევრ მისამართზე კი მითითებული პირები საერთოდ არასდროს ცხოვრობდნენ. გაერთიანებულ სამეფოში შემოწმებული 900 ამომრჩევლიდან მხოლოდ 100-ზე ოდნავ მეტი იყო ნამდვილი, ხოლო ნიუ-იორკის შტატში მხოლოდ 40%. პიტერ დ’აგუიარმა ამას უწოდა „ხელისუფლების ხელში ჩაგდება თაღლითობით და არა არჩევნები“.[48]
რუპუნის აჯანყება და ტიგრის ზონის დავა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1968 წელს, 40 000 ადგლობრივი ამერიკელისგან შემდგარმა კონფერენციამ მოთხოვნები წარუდგინა ბურნჰემს, რადგან უკმაყოფილონი იყვნენ მისი აფროცენტრული პოლიტიკით.[11] სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ მაცხოვრებლების მიწის საკუთრების სერტიფიკატები აღარ იქნებოდა აღიარებული და ზონა დაკავებული იქნებოდა აფრო-გაიანელი მოსახლეობის მიერ.[49] გამოცხადდა სეპარატისტული მთავრობა და დაიწყო თავდასხმები ლეთემზე. აჯანყება საბოლოოდ ჩახშობილ იქნა გაიანის თავდაცვის ძალების (GDF) მიერ.[50]
1969 წელს, სურინამის ხელისუფლების მიერ ტიგრის ბანაკის დაარსების შემდეგ, გაიანის თავდაცვის ძალებმა დაიკავა ბანაკი და დაამყარა კონტროლი ტიგრის რეგიონზე.[51] გაიანა აგრძელებს ბანაკის კონტროლს სამხედრო ძალების გაყვანის შესახებ 1970 წლის შეთანხმების მიუხედავად.[52]
გაიანის კოოპერატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1970 წლამდე ბურნჰემი ძირითადად ზომიერ პოლიტიკურ კურსს ატარებდა.[8] თუმცა მომდევნო წლებში ბურნჰემი მკვეთრად გადაიხარა მარცხნივ და დაამყარა ურთიერთობები კუბასთან, 1972 წლის 8 დეკემბერს[53] და საბჭოთა კავშირთან, 1970 წლის 17 დეკემბერს,[54] ასევე მჭიდრო ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეასთან.[55] 1969 წელს, როგორც ერთ-ერთ კვლევაშია აღნიშნული, ბურნჰემმა „გამოხატა უკმაყოფილება თავისუფალი სამეწარმეო სისტემის მიმართ და მზადყოფნა მარქსიზმ-ლენინიზმის მისაღებად“.[56] 1970 წლის 23 თებერვალს მან გაიანა „კოოპერაციულ რესპუბლიკად“ გამოაცხადა.[1] ავტარკიის პოლიტიკის მიღებით, მან აკრძალა ქვეყანაში იმპორტის ყველა ფორმა, მათ შორის ფქვილი და ბრინჯის სახეობები, რომლებიც ინდო-გაიანელთა რაციონის განუყოფელი ნაწილი იყო. ბურნჰემმა ასევე დაიწყო იმ ძირითადი ინდუსტრიების ნაციონალიზაცია, რომლებიც უცხოურ მფლობელობაში და კონტროლქვეშ იმყოფებოდა.[1] 1979 წლისთვის მისმა პოლიტიკამ კერძო სექტორის წილი ეკონომიკაში მხოლოდ 10%-მდე შეამცირა.[8] კოოპერაციული რესპუბლიკის გამოცხადებისას ბურნჰემმა შეცვალა სახელმწიფოს მეთაური, გადააყენა ბრიტანეთის მონარქი და პირველ პრეზიდენტად დანიშნა არტურ ჩჟუნი (ძირითადად ცერემონიულ როლში), თუმცა გაიანა დარჩა ერთა თანამეგობრობის წევრად (სონი რამფალი, ბურნჰემის საგარეო საქმეთა მინისტრი 1972-1975 წლებში, გახდა თანამეგობრობის გენერალური მდივანი 1975 წელს და ამ პოსტზე 1990 წლამდე მსახურობდა).[6]
1972 წლის სექტემბერში ინტერვიუს დროს ბურნჰემმა აღნიშნა თავისი ოპოზიცია კაპიტალიზმის მიმართ და რწმენა გაიანის სოციალისტური ალტერნატივის შესახებ:
„მარვინ იქსი: პრემიერ-მინისტრო, როგორ მოხვედით კოოპერაციული რესპუბლიკის იდეამდე – აქვს თუ არა ამ იდეას კავშირი იმასთან, თუ როგორ ცხოვრობდნენ შავკანიანი ადამიანები ყოველთვის? პრემიერ-მინისტრი: ჩვენ უარვყოფთ კაპიტალისტურ სისტემას! ჩვენთვის ეს მხოლოდ დომინირებას და ექსპლუატაციას ნიშნავდა. ჩვენ სოციალისტები ვართ. ჩვენ გაიანაში გვსურდა გვეპოვა საშუალება, რომელიც „პატარა კაცს“ ქვეყნის ეკონომიკაში ჩართავდა და მას, საბოლოოდ, ისეთივე დომინანტურ როლს მისცემდა ეკონომიკაში, როგორიც მას პოლიტიკაში აქვს არჩევნების წყალობით. ჩვენ ავირჩიეთ კოოპერატივი, რადგან ის ამ ქვეყნის უძველესი ამერიინდიელების ისტორიის ნაწილია; ის გაიანაში გათავისუფლებული მონების ისტორიის ნაწილია. ფაქტობრივად, სადაც ჩვენ ახლა ვსხედვართ, ჩემი სახლი, არის სოფელ ვიქტორიას ნაწილი – პირველი სოფელი გაიანაში, რომელიც გათავისუფლებულმა შავკანიანმა მონებმა კოოპერაციულ საფუძველზე იყიდეს. რაც შეეხება ინდოელებს, რომლებიც შემდგომში ჩამოვიდნენ ინდოეთიდან, მათაც აქვთ კოოპერატივიზმის ტრადიცია. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ კოოპერატივი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანს მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემდა, რათა გაეერთიანებინა თავისი რესურსები ჩვენს გარეშე და მთავრობის დახმარებით შეძლებოდა ეკონომიკის მართვა.[57]“ |
პორტ-ოვ-სპეინის პროტოკოლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1970 წლის 18 ივნისს ბურნჰემმა ხელი მოაწერა პორტ-ოვ-სპეინის პროტოკოლს ვენესუელასთან. პროტოკოლი, რომელიც 12 წლის განმავლობაში მოქმედებდა, ხელს უწყობდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას სასაზღვრო დავასთან დაკავშირებით გაიანა ესეკიბაში.[58] პროტოკოლი 12 წლის შემდეგ აღარ განახლებულა.[59]
მიუმხრობლობის მოძრაობის წევრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბურნჰემი, 1970 წელს ლუსაკაში, ზამბიაში, მიუმხრობლობის მოძრაობის სამიტზე დასწრების შემდეგ, ოფიციალური ვიზიტებით ეწვია აფრიკის რამდენიმე ქვეყანას: ზამბიას, უგანდას, კენიას, ტანზანიასა და ეთიოპიას. გაიანის მთავრობა სრულად იყო ჩართული აფრიკის განთავისუფლების მოძრაობაში 1970-იანი წლების განმავლობაში.[19]
ბურნჰემმა ასზე მეტი გაიანელი საჯარო მოხელე გაგზავნა ზამბიის მთავრობის სხვადასხვა დეპარტამენტში. მრავალი გაიანელი ექიმი, ინჟინერი, იურისტი და მდივანი მუშაობდა სამხრეთ აფრიკის სახელმწიფოებში 1970-იანი წლების განმავლობაში.[19]
ისრაელის სახლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1972 წელს რაბინი დევიდ ჰილი ჩავიდა გაიანაში და დააარსა „ისრაელის სახლი“, რელიგიური სექტა, რომელსაც ოპოზიცია ბურნჰემის PNC-ის კერძო არმიად მუშაობაში ადანაშაულებდა.[60] 2014 წელს ჯოზეფ ჰამილტონმა, „ისრაელის სახლის“ ყოფილმა მღვდელმა, დაადასტურა, რომ „ისრაელის სახლი“ სჩადიოდა „მჩაგვრელ და ტერორისტულ აქტებს PNC-ის სახელით“.[61]
1973 წლის საყოველთაო არჩევნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1973 წლის საყოველთაო არჩევნებში ბურნჰემმა მიიღო ხმების 70% და ეროვნული ასამბლეის 53 ადგილიდან 37. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ბურნჰემს ჰქონდა მნიშვნელოვანი არაკეთილსინდისიერი გავლენა არჩევნების შედეგებზე.[15] სამხედროების მიერ საარჩევნო ყუთების ტრანსპორტირებისას არმიამ მოკლა ორი ინდო-გაიანელი საარჩევნო მოხელე, რომლებიც ცნობილნი გახდნენ „საარჩევნო ყუთების მოწამეების“ სახელით.[48] არჩევნებიდან მალევე ბურნჰემმა გააფართოვა პრევენციული დაკავების უფლებამოსილებები, რაც იძლეოდა გადაადგილებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის შეზღუდვის, ასევე უორდერო ჩხრეკის საშუალებას.[62]
სოფიას დეკლარაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1974 წლის 14 დეკემბერს ბურნჰემმა გამოსცა სოფიას დეკლარაცია, სადაც აცხადებდა, რომ „პარტიამ ყოველგვარი ბოდიშის მოხდის გარეშე უნდა აიღოს თავისი უპირატესობა მთავრობაზე“.[63] დეკლარაცია ასევე მოუწოდებდა სოციალისტურ სახელმწიფოზე გადასვლასა და ეკონომიკის ნაციონალიზაციას.[64] დეკლარაციამ ასევე გამოიწვია გაიანის ეროვნული სამსახურის დაარსება, რომელიც პარტიის კონტროლის ქვეშ მყოფი გასამხედროებული ფორმირება იყო.[65]
1978 წლის რეფერენდუმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]PNC-ის მთავრობის ხუთწლიანი ვადა 1978 წელს იწურებოდა, რაც ახალ არჩევნებს აუცილებელს ხდიდა. 1978 წლის 1 აპრილს ბურნჰემმა გამოაცხადა რეფერენდუმი, რათა კონსტიტუციის შეცვლა შესაძლებელი ყოფილიყო პარლამენტში 2/3-ის უმრავლესობით (რაც PNC-ს ჰქონდა) ნაცვლად რეფერენდუმისა. ოპოზიციამ ერთიანი ფრონტი შექმნა რეფერენდუმის წინააღმდეგ. კამპანიის დროს, PNC-მ სახელმწიფო სტამბასთან დადებული კონტრაქტი გაუწყვიტა კრიტიკულ გაზეთს "the Catholic Standard", რითაც ხელი შეუშალა კრიტიკული მასალის გავრცელებას. ოპოზიციური პარტიების რეკლამები აიკრძალა სახელმწიფო მედიაში, ოპოზიციის შეხვედრებისა და შეკრებების დასაშლელად კი ძალადობა გამოიყენებოდა. საჯარო მოხელეებს აიძულებდნენ ხელი მოეწერათ ცარიელ მინდობილობებზე, რაც სხვებს მათი სახელით ხმის მიცემის საშუალებას აძლევდა. ასევე აღინიშნა, რომ საარჩევნო სიაში 10%-ით (65 000) მეტი ადამიანი იყო, ვიდრე გაეროს შეფასებით ხმის უფლების მქონე მოქალაქეები გაიანაში. ოპოზიციურმა ჯგუფებმა საბოლოოდ მოუწოდეს გაიანის მოსახლეობას რეფერენდუმის ბოიკოტირებისკენ.[66] ამ პერიოდში, ცნობილი გაიანელი პოეტი მარტინ კარტერი სცემეს PNC-სთან დაკავშირებულმა პირებმა, როდესაც ის აპროტესტებდა მთავრობის უარს არჩევნების ჩატარებაზე.[67]
ბურნჰემმა გაიმარჯვა 1978 წლის რეფერენდუმში. არსებობს ასობით PPP-ის მხარდამჭერის ჩვენება, რომ PNC-ის წარმომადგენლები აგრესიულად, ხშირად ძალადობით, უარს ეუბნებოდნენ PPP-ის მხარდამჭერებს ხმის მიცემის შესაძლებლობაზე. ოფიციალურმა ციფრებმა აჩვენა რეფერენდუმის გატანა ხმების 97.9 პროცენტით.[15] იყო ბრალდებები, რომ PNC-ის მხარდამჭერებმა ხმა რამდენჯერმე მისცეს.[66]
ერთი კვირის შემდეგ, 1978 წლის 17 ივლისს, მთავრობამ გამოიყენა თავისი ახალი უფლებამოსილებები კონსტიტუციის შესაცვლელად და დაგეგმილი არჩევნების გადასავადებლად. ეს უფლებამოსილებები ასევე გამოყენებულ იქნა 1980 წელს შემოღებული ახალი კონსტიტუციის მისაღებად.[66]
ჯონსტაუნის ტრაგედია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1978 წლის 18 ნოემბერს, სულ 909 სახალხო ტაძრის კულტის წევრი დაიღუპა მასობრივი თვითმკვლელობისას ჯონსტაუნში. ბურნჰემმა ტრაგედიამდე ჯგუფს, ჯიმ ჯონსის ხელმძღვანელობით, ნება დართო სან-ფრანცისკოდან, აშშ-დან გადასულიყვნენ გაიანაში.[33] ბურნჰემს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჯგუფთან. ინციდენტმა საერთაშორისო ყურადღება მიაპყრ[33] და ოპოზიციის მიერ დანიშნულმა გამოძიებამ მასიურ თვითმკვლელობაში ბურნჰემი დაადანაშაულა, რომელიც ჯონსის მოკავშირედ ითვლებოდა.[12][68]
არსებობს ვარაუდები, რომ ბურნჰემის მთავრობა მონაწილეობდა საქმის მიჩუმათებაში. ბურნჰემის მეუღლე ვიოლა ბურნჰემი და მისი მოადგილე, პტოლემე რეიდი, ერთ-ერთი პირველები იყვნენ შემთხვევის ადგილზე მისულებს შორის და დაბრუნდნენ ხოცვა-ჟლეტის ადგილიდან თითქმის 1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნაღდი ფულის, ოქროსა და სამკაულებით. ბურნჰემის ერთ-ერთი მდივანი შესაძლოა ასევე ეწვია კულტის სახლს ტრაგედიამდე მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე, თუმცა ეს ვიზიტი არასოდეს ახსნილა.[69]
1979 წლის ხანძარი და ბერნარდ დარკის მკვლელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1979 წელს ხანძარმა გაანადგურა მრავალი ოფიციალური სამთავრობო ჩანაწერი, მათ შორის ოფიციალური კომუნიკაციები „სახალხო ტაძართან“. არსებობს ვარაუდი, რომ ხანძარი განზრახ იქნა გაჩენილი ბურნჰემის მთავრობის მიერ და არსებობს ცნობები, რომ გაიანის თავდაცვის ძალების ფორმაში გამოწყობილი მამაკაცები დაინახეს, რომლებიც ხანძრის ადგილიდან გარბოდნენ.[12] დაიწვა ორი სხვადასხვა სამთავრობო ოფისი. უოლტერ როდნი დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს ცეცხლის განზრახ გაჩენაში. სასამართლო პროცესი სამჯერ გადაიდო, მოგვიანებით კი შეწყდა მტკიცებულებების არარსებობის გამო.[70]
ხანძრისა და დაპატიმრების შემდეგ დაწყებული სამოქალაქო არეულობის დროს, იეზუიტი მღვდელი ბერნარდ დარკი სასიკვდილოდ დაჭრეს „ისრაელის სახლის“ წევრებმა,[71][72][73] რომელიც იყო ბურნჰემთან და მის PNC პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებული რელიგიური კულტი.[13] დარკი დაკავშირებული იყო Catholic Standard-თან, გაზეთთან, რომელსაც ახასიათებდნენ, როგორც PNC-ის მიმართ „უკიდურესად კრიტიკული“.[72] Kaieteur News-ის 2013 წლის სტატიის თანახმად, Catholic News-ის რედაქტორი, ენდრიუ მორისონი, შესაძლოა ყოფილიყო ამ თავდასხმის რეალური სამიზნე, რაც მას ჩაშლილ მკვლელობის მცდელობად აქცევს.[74][75]
1980–1985: გაიანის პრეზიდენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


1980 წელს კონსტიტუცია შეიცვალა, და პრეზიდენტი გახდა ხელისუფლების აღმსარულებელი შტოს მეთაური; ამ დრომდე პრეზიდნეტის პოსტს იკავებდა არტურ ჩჟუნი ცერემონიულ სახელმწიფოს მეთაურის როლში. ბურნჰემმა გაიმარჯვა იმავე წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ოფიციალური შედეგების მიხედვით მიიღო ხმების 76% მიიღო, ჯაგანის 20%-ის წინააღმდეგ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ ინდო-გაიანელ ამომრჩევლებს ხელი შეეშალათ ხმის მიცემაში რამდენიმე საარჩევნო უბანზე და ადგილი ჰქონდა ფართომასშტაბიან გაყალბების ბრალდებებს.[5] აღმასრულებელ პრეზიდენტს მიენიჭა უფლებამოსილება სურვილისამებრ დაეშალა პარლამენტი, ვეტო დაედო კანონმდებლობისთვის და დაენიშნა ან გადაეყენებინა მთავრობის თითქმის ყველა მაღალჩინოსანი.[5] ახალმა კონსტიტუციამ ქვეყანა გამოაცხადა „კოოპერაციულ რესპუბლიკად... კაპიტალიზმიდან სოციალიზმზე გადასვლის პროცესში“.[76]
ბურნჰემმა გაიანაში შემოიღო მასობრივი თამაშები. ისინი პირველად ჩატარდა 1980 წლის თებერვალში გაიანის კოოპერაციული რესპუბლიკის დაარსების აღსანიშნავად.[77]
უოლტერ როდნის მკვლელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უოლტერ როდნი დაიღუპა 1980 წლის 13 ივნისს ჯორჯტაუნში ავტომობილის აფეთქების შედეგად. მისმა ძმამ დონალდმა, რომელიც აფეთქებისას დაშავდა, თქვა, რომ გაიანის შეიარაღებული ძალების სერჟანტმა და ისრაელის სახლის წევრმა,[78] გრეგორი სმიტმა, მისცა როდნის ბომბი, რომელმაც ის მოკლა.[14]
2014 წელს დონალდ რამოტარმა წამოიწყო როდნის მკვლელობის გამოძიება PNC-ის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად. 2016 წელს საგამოძიებო კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნები, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ფორბს ბურნჰემი, გაიანის შეიარაღებული ძალების და გაიანის პოლიციის დახმარებით, მონაწილეობდა როდნის მკვლელობაში, რადგან მუშა ხალხთა ალიანსი (WPA), რომლის ლიდერიც როდნი იყო, საფრთხეს უქმნიდა ბურნჰემს. როდნის WPA თვლიდა, რომ კოლონიალიზმის მიერ ისტორიულად უფლებამოსილებაწართმეულ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს (მათ შორის აფრო-გაიანელებსა და ინდო-გაიანელებს) უნდა ჰქონოდა წილი გაიანის მართვაში.[14][79]
პრეზიდენტობის ბოლო წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბერნჰემის პრეზიდენტობის ბოლო წლებში მისმა კვაზი-სოციალისტურმა პოლიტიკამ ეკონომიკური სტაგნაცია გამოიწვია. გაიანამ ვერ შეძლო საკმარისი საქონლის ექსპორტი, განსაკუთრებით ქვეყნის ძირითადი საექსპორტო პროდუქტების: ბოქსიტის, ბრინჯისა და შაქრის, რათა მიეღო უცხოური ვალუტა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის იმპორტისთვის, რამაც გამოიწვია სავაჭრო დეფიციტი[8] და მასიური საგარეო ვალი.[5] შეიქმნა პროდუქციის დეფიციტი და საჯარო მომსახურების თითქმის სრული კოლაფსი, ბერნჰემმა კი შემოიღო მკაცრი ეკონომიის ზომები და ეკონომიკური მხარდაჭერიდ ძებნა საბჭოთა ორიენტაციის ქვეყნებისგან დაოწყო.[41] ბერნჰემის ავტორიტარულმა პოლიტიკამ კვლავ გამოიწვია მასობრივი ემიგრაცია,[8] რამაც ხელი შეუწყო გაიანის მოსახლეობის კლებას, რაც გაგრძელდა 1980-იანი წლების განმავლობაში.[80]
ბერნჰემის სახელმწიფო კონტროლირებად ეკონომიკაში აფრო-გაიანელებს ეკავათ სამუშაო ადგილების უმეტესობა და მედია კონტროლდებოდა მთავრობის მიერ. ჩედი ჯაგანი ამტკიცებდა, რომ ადგილი ჰქონდა ასევე ეკონომიკურ ჩაგვრას, რადგან ხალხი პოლიტიკურად არააქტიური რჩებოდა სამუშაოს დაკარგვის შიშის გამო.[5] ბერნჰემი პრეზიდენტად რჩებოდა სიკვდილამდე, 1985 წლამდე.
პოლიტიკური ფილოსოფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბერნჰემის მმართველობა ხასიათდებოდა ავტორიტარული მმართველობით.[21] უოლტერ როდნის თქმით, „ბერნჰემის მმართველობის სტილს ბევრი საერთო აქვს ნიკარაგუის გარდაცვლილი დიქტატორის, ანასტასიო სომოსას სტილთან. სომოსა ჩაგრავდა არა მხოლოდ თავისი ქვეყნის ექსპლუატირებულ კლასებს, არამედ საკუთარი კლასის იმ ნაწილებსაც, რომლებიც უარს ამბობდნენ მისი პოლიტიკური დომინირების პერსონალურ სტილთან შეგუებაზე“.[81]
როდნი ბერნჰემის პოლიტიკურ ფილოსოფიას „ფსევდო-სოციალიზმს“ უწოდებდა.[4] მისმა მეტოქემ, ჩედი ჯაგანმა თქვა, რომ „ბერნჰემი ოკეანეში მოტივტივე საცობს ჰგავს და მიქცევა-მოქცევის მიხედვით მოძრაობს“.[33] მენინგ მარაბლის თანახმად, „კარტერის ადმინისტრაცია გაიანას განიხილავდა იმავე პოლიტიკურ ლიგაში, როგორშიც სომალისა და კომუნისტურ ჩინეთს, ნომინალურად სოციალისტურ რეჟიმად, რომელიც ქვეყნის შიგნით კრძალავდა დემოკრატიულ უფლებებს და მზად იყო გამხდარიყო აშშ-ის იმპერიალიზმის უმცროსი პარტნიორი“.[82]
ბერნჰემი იყო მიუმხრობლობის მოძრაობის მხარდამჭერი,[5] რომელსაც გაიანა 1970 წელს შეუერთდა. მიუმხრობლობის მოძრაობის წევრობა გაიანის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად ითვლებოდა. ბერნჰემის სხვა საგარეო პოლიტიკური აქტივობები მოიცავდა კარიკომში (CARICOM) წევრობასა და კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას[83] (მათ შორის იყო კარიფტას (CARIFTA) დამფუძნებელ წევრობას, პირველი კარიბის ხელოვნების ფესტივალის მოწყობას 1972 წელს[84]) და წევრობას ერთა თანამეგობრობაში.[83] ბერნჰემი ასევე მხარს უჭერდა რეგიონალიზმს.[5]
ბერნჰემი მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა სამხრეთ აფრიკის აპარტეიდის პოლიტიკას. ერთხელ ინგლისელ კრიკეტისტს, რობინ ჯეკმანს, ჯორჯტაუნში ჩასვლის შემდეგ ვიზა გაუუქმეს სამხრეთ აფრიკის აპარტეიდთან კავშირის გამო. ასევე, ბერნჰემმა პროტესტის ნიშნად ბოიკოტი გამოუცხადა 1976 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, რადგან ახალი ზელანდიის რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა იმავე წელს ტურისთვის სამხრეთ აფრიკაში იმოგზაურა, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ისინი არ დასაჯა. ბერნჰემის გარდაცვალების შემდეგ, 2013 წელს, სამხრეთ აფრიკის პოსტ-აპარტეიდულმა მთავრობამ ბერნჰემი დააჯილდოვა ოლივერ ტამბოს თანამებრძოლთა ორდენით სამხრეთ აფრიკის ინტერესების მხარდაჭერისთვის.[19]
ბერნჰემმა თავისი მმართველობის დროს განათლება, მათ შორის უმაღლესი განათლება, უფასო გახადა.[85][86]
პრემიერ-მინისტრობის დროს ოპოზიციური პარტიები ბერნჰემს კორუფციაში ადანაშაულებდნენ.[7] უოლტერ როდნი ამბობდა, რომ „ბერნჰემი თავის გარშემო ახალისებს სუსტ ან კორუმპირებულ პიროვნებებს, რადგან შემდეგ მათზე სასტიკი კონტროლი განახორციელოს“ და მის ადმინისტრაციას „კორუმპირებულ დიქტატურას“ უწოდებდა.[82]
აფროცენტრიზმი და ბრალდებები რასიზმში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბერნჰემის ადმინისტრაციას ადანაშაულებდნენ აფროცენტრისტულ პოლიტიკასა[11] და ინდოელი მოსახლეობის დისკრიმინაციაში.[48] ბერნჰემის ადმინისტრაცია ძირითადად აფრო-გაიანელებისგან შედგებოდა.[7] გაიანის შეიარაღებული ძალები ბერნჰემის ადმინისტრაციის დროს უმეტესად აფრო-გაიანელებით იყო დაკომპლექტებული მას შემდეგ,[48] რაც ბერნჰემმა 1968 წლიდან დაიწყო შეიარაღებული ძალების „წმენდა“ ინდო-გაიანელებისგან.[87] სახელმწიფო კონტროლირებადი ეკონომიკის პირობებში აფრო-გაიანელებს ეკავათ სამუშაო ადგილების უმრავლესობა,[5] მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოსახლეობის უმცირესობას შეადგენდნენ.[43]
გაიანელმა ჟურნალისტმა ფრედი კისუნმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ბერნჰემი არ იყო რასისტი, მაგრამ აცნობიერებდა, რომ მისი მხარდაჭერა ძირითადად აფრო-გაიანელებისგან მოდიოდა, ხოლო ინდო-გაიანელები მეტწილად ჩედი ჯაგანს უჭერდნენ მხარს, ამიტომ ბერნჰემს უწევდა ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც ასიამოვნებდა აფრო-გაიანურ ჯგუფს. კისუნმა გააკრიტიკა ბერნჰემი მისი ავტორიტარული პოლიტიკის გამო და აღნიშნა, რომ „ინდო-გაიანელთა თითქმის 99 პროცენტი გრძნობდა, რომ გაიანაში მათთვის ადგილი არ იყო და რომ პრეზიდენტი და მისი პარტია მათ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ეპყრობოდნენ“.[88]
უოლტერ როდნი თავის ესეში წერდა, რომ ჯესი ბერნჰემის პამფლეტი[18] აღწერდა ფორბსის „რასისტულ დამოკიდებულებას ინდოელების მიმართ“.[82] 1962 წელს არტურ შლეზინგერ უმცროსმა განაცხადა, რომ ბერნჰემი რასისტად ითვლებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ბრიტანეთის კოლონიური ოფისის მიერ.[89]
ავტორიტარული პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბერნჰემმა თავისი მმართველობის პერიოდში მრავალი ავტორიტარული პოლიტიკა გაატარა, დაწყებული „ეროვნული უშიშროების აქტით“ დამოუკიდებლობის შემდეგ.[1] ბერნჰემი გამოსცემდა კანონებს გადაადგილების შესაზღუდად, პოლიციის უფლებამოსილების გასაზრდელად ჩხრეკისა და დაკავებისას და ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის შესაზღუდად.[62] მან მკაცრი კონტროლი დაამყარა მედიაზე.[5][7] ასევე განახორციელა კონსტიტუციური ცვლილებები, რამაც მას მიანიჭა უფლებამოსილება ვეტო დაედო კანონმდებლობისთვის, განეხორციელებინა შემდგომი საკონსტიტუციო ცვლილებები რეფერენდუმის გარეშე, გაეკონტროლებინა სამთავრობო დანიშვნები და დაეშალა პარლამენტი.[5]
როლი სახელმწიფო ძალადობაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016 წელს ბერნჰემის მთავრობა ცნობილ იქნა თანამონაწილედ უოლტერ როდნის მკვლელობაში[79] და დადანაშაულებული იქნა ძალადობის გამოყენებაში ოპოზიციის შეხვედრებისა და შეკრებების დასაშლელად,[66] სამთავრობო შენობების განზრახ გადაწვაში თანამონაწილეობასა[12] და ბერნარდ დარკის მკვლელობაში მონაწილეობაში.[13] ბერნჰემი იყო მთავრობის მეთაური, როდესაც არმიამ 1973 წელს მოკლა ორი ინდო-გაიანელი საარჩევნო მოხელე.[48]
ფარული კავშირი CIA-სთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეროვნული უსაფრთხოების არქივის გასაიდუმლოებული დოკუმენტების თანახმად, 1962 წლიდან 1968 წლამდე ბერნჰემს მხარს უჭერდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA). ამ დროის განმავლობაში ბერნჰემი დათანხმდა CIA-ის ჩარევას გაიანაში და მიიღო ფინანსური დახმარება 1964 წლისა და 1968 წლის არჩევნების წინ.[38]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბერნჰემის და, ჯესი, ასევე აქტიური იყო პოლიტიკაში და იყო ასამბლეის პალატის ერთ-ერთი პირველი ქალი წევრი.[90]
ბერნჰემის პირველი ქორწინება იყო ტრინიდადელ შეილა ბერნის ლატასტ-ბერნჰემთან, რომელიც მან ლონდონში გაიცნო, როდესაც ორივე სტუდენტი იყო. ლატასტი დაიბადა ვუდბრუკში. ისინი დაქორწინდნენ პორტ-ოვ-სპეინში[91] 1951 წლის მაისში.[2] ლატასტთან ბერნჰემს სამი შვილი შეეძინა: როქსან ვან ვესტ ჩარლზი, ანაბელ პოლარდი და ფრანჩესკა ონუ. მოგვიანებით წყვილი განქორწინდა. ლატასტ-ბერნჰემი გარდაიცვალა 2011 წელს 91 წლის ასაკში.[91]
1967 წლის თებერვალში[2] ბერნჰემმა ცოლად შეირთო სკოლის ლათინური ენის მასწავლებელი ვიოლა ვიქტორინ ჰარპერი,[92] რომელიც ასევე ჩაება პოლიტიკაში და მსახურობდა გაიანის ვიცე-პრეზიდენტად დესმონდ ჰოიტის პრეზიდენტობისას. ვიოლა გარდაიცვალა 2003 წელს 72 წლის ასაკში. ბერნჰემს ვიოლასთან ორი ქალიშვილი ჰყავდა, მელანი და ულელე, და აყვანილი ვაჟი, კამანა.[93]
ბერნჰემი რელიგიით მეთოდისტი იყო. მისი ჰობი მოიცავდა ცურვას, ცხენოსნობასა და თევზაობას, ის ასევე თამაშობდა ჭადრაკს, ბილიარდს, პასიანსს,[2] კრიკეტსა და ჩოგბურთსა.[5]
ბერნჰემი კასტელანის სახლში ცხოვრობდა 1965 წლიდან 1985 წლამდე.[94]
ხასიათი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1962 წელს გამართული შეხვედრის შემდეგ, თომას დოდმა ბერნჰემი დაახასიათა, როგორც „ინტელექტუალური, კარგად განათლებული ჯენტლმენი“. არტურ შლეზინგერ უმცროსმა, ასევე 1962 წელს, თქვა, რომ ბერნჰემი ითვლებოდა „უპრინციპო ოპორტუნისტად, რასისტად და დემაგოგად, რომელიც მხოლოდ პირადი ძალაუფლებით იყო დაინტერესებული“.[89] ჯესი ბერნჰემმა თავისი ძმა აღწერა, როგორც ამბიციური და მანიპულატორი.[18] ნილ უაითჰედმა ერთ-ერთ წიგნში ამტკიცებდა, რომ ბერნჰემი ცრუმორწმუნე იყო და დაკავებული იყო ობეათი (აფრო-კარიბული მაგიური პრაქტიკა), ჰყავდა ობეას მრჩეველი, რომელიც ცნობილი იყო „დედა მონიკას“ სახელით და მიირთმევდა იხვის უმ კვერცხებსა და 100 წლის ჩინურ კვერცხებს თავისი პოტენციის ან ძალაუფლების გასაზრდელად.[13]
გარდაცვალება და დაკრძალვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბერნჰემი გარდაიცვალა გულის უკმარისობით ყელზე ოპერაციის დროს ჯორჯტაუნში, 1985 წლის 6 აგვისტოს, 62 წლის ასაკში.[1][8][24][33] რამდენიმე წყარო მიუთითებს, რომ ფორბსს გარდაცვალებამდე წლების განმავლობაში ჰქონდა გულის პრობლემები და შესაძლოა აწუხებდა დიაბეტი. ადამიანი, რომელიც ბერნჰემთან მუშაობდა, ამბობდა, რომ სმენოდა, თითქოს პრეზიდენტს გარდაცვალებამდე სამნახევარი წლით ადრე გულთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა.[33] ყელის ოპერაცია კუბელი სპეციალისტების დახმარებით ჩატარდა.[95] იგი რამდენიმე დღის შემდეგ ბოტანიკურ ბაღში დაკრძალეს. მოგვიანებით მისი ცხედარი ამოასვენეს და გადაასვენეს საბჭოთა კავშირში მუდმივი საჯარო ჩვენებისთვის (მუმიფიკაციისთვის) შესანარჩუნებლად. იგი ერთი წლის შემდეგ საბოლოო დაკრძალვისთვის გაიანაში დააბრუნეს. არ განმარტებულა, რატომ იტარებდა ბერნჰემი ყელის ოპერაციას; ვარაუდობდნენ, რომ მას შესაძლოა ჰქონოდა პოლიპი[33] ან ხორხის კიბო.[95] ასევე არსებობს თეორიები იმის შესახებ, თუ რატომ დამარხეს ბერნჰემის ცხედარი მას შემდეგ, რაც იგი მუდმივი საჯარო ჩვენებისთვის მოამზადეს.[95]
მისი ცხედარი იმყოფება ბერნჰემის მავზოლეუმში, ჯორჯტაუნის ბოტანიკურ ბაღში. მავზოლეუმი ძირითადად რკინაბეტონით არის აგებული, ხოლო იატაკი მაზარუნისა და ზემო ტაკუტუ-ზემო ესეკიბოს რეგიონებიდან მოპოვებული გრანიტითაა მოპირკეთებული.[16]
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბერნჰემი მიჩნეულია საკამათო ფიგურად.[1] ბერნჰემის მემკვიდრემ, დესმონდ ჰოიტმა, ბერნჰემს „დიდი ლიდერი“ უწოდა.[33] გაიანის პრეზიდენტმა დევიდ გრეინჯერმა განაცხადა: „ის იყო ბრწყინვალე ადამიანი, მომსავლის მოაზროვნე, ღირსების კაცი, რომელსაც ჰქონდა კეთილსინდისიერება და მაღალი დისციპლინა“,[96] ხოლო მოგვიანებით გრეინჯერმა ბერნჰემს უწოდა „სოციალური ერთიანობის ავტორი და ეროვნული ერთიანობის არქიტექტორი“.[97] ინდირა განდიმ ბერნჰემი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ გამოჩენილ ფიგურად დაასახელა.[5] მო ტეილორმა, ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ისტორიკოსმა, ბერნჰემის მმართველობას „გაიანის უახლესი ისტორიის ღრმად გამთიშველი თავი“ უწოდა.[4] ბერნჰემის ძალაუფლებაში მოსვლის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, ჯონ პრადოსმა ბერნჰემი დაახასიათა, როგორც „კორუმპირებული, თვითნებური და ანგარებიანი“ და მას „დიქტატორული ფიგურა“ უწოდა.[38]
2022 წლის მდგომარეობით, ბერნჰემის მიერ დაარსებული ორი პოლიტიკური პარტია რჩება ყველაზე პოპულარულ ძალებად გაიანის პოლიტიკაში. სახალხო ეროვნული კონგრესის პარტია (PNC) არის კოალიცია პარტნიორობა ეროვნული ერთიანობისთვის (APNU) უმნიშვნელოვანესი წევრი. ეს APNU და სასახლო პროგრესული პარტია (PPP) მჭიდროდ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს 2020 წლის საყოველთაო არჩევნებში.[98] მხარდაჭერა კვლავ მკვეთრად მიჰყვება რასობრივ დაყოფას: ინდო-გაიანელები: მოსახლეობის დაახლოებით 39.8%-ს შეადგენენ და ძირითადად მხარს უჭერენ სახალხო პროგრესულ პარტიას (PPP); აფრო-გაიანელები: მოსახლეობის დაახლოებით 29.3%-ს შეადგენენ და წარმოადგენენ PCR-ის ძირითად ელექტორატს.[43]
ბერნჰემის ადმინისტრაციამ დაამკვიდრა გაიანის მრავალი ეროვნული სიმბოლო, მათ შორის დროშა, გერბი, ჰიმნი, ეროვნული ყვავილი, ეროვნული ფრინველი და ეროვნული დევიზი. მისი მმართველობისას აღიმართა 1763 წლის მონუმენტი (ბერბისის მონების აჯანყების აღსანიშნავად) და მიუმხრობლობის მოძრაობის მონუმენტი ნასერის, ნკრუმას, ნერუს და ტიტოს ბიუსტებით. ბერნჰემმა დააწესა სახალხო დღესასწაულები: ჰოლი, დივალი და მაშრამანი. მის მიერ დასრულებული პროექტები მოიცავს სოზდაიკ-ლინდენის გზატკეცილს, დემერარას ნავსადგურის ხიდსა და ჩედი ჯაგანის საერთაშორისო აეროპორტს.[5]
ბერნჰემმა გააუმჯობესა ქალთა უფლებები გაიანაში 1976 წელს „სახელმწიფო დოკუმენტის ქალთა თანასწორობის შესახებ“ გამოქვეყნებით. მან ასევე გზა გაუხსნა ქალებს გაიანის თავდაცვის ძალებში სამსახურისკენ.[99]
მისი მმართველობისას ქვეყანამ დააგროვა უზარმაზარი ვალები. 1973-დან 1993 წლამდე გაიანას ფაქტობრივად არ ჰქონია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა,[100] ხოლო წლიური ინფლაცია საშუალოდ 10%-ს შეადგენდა.[101]
ბერნჰემის გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტი გახდა დესმონდ ჰოიტი. 1985 წლის საყოველთაო არჩევნები გაყალბებულად იქნა მიჩნეული; პირველი სამართლიანი არჩევნები მხოლოდ 1992 წელს ჩატარდა, სადაც ჩედი ჯაგანი აირჩიეს გაიანის პრეზიდენტად.[15] საარჩევნო პროცესი გაიანაში დღემდე პრობლემურია; 2020 წლის არჩევნებს ჩრდილი მიაყენა შედეგების შეცვლის მცდელობამ, რაზეც ბრიუს გოლდინგმა განაცხადა, რომ მას „არასოდეს უნახავს არჩევნების შედეგების შეცვლის უფრო აშკარა მცდელობა“.[102]
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაიანის ღირსების ორდენი (1973)[103] ხოსე მარტის ორდენი: კუბა (1975)[96]
- ნილოსის ორდენის დიდი ლენტი: ეგვიპტე (1975)[96][2]
- საპატიო დოქტორი: დელჰაუზის უნივერსიტეტი (1977)[104]
- სამხრეთის ჯვრის ორდენი: ბრაზილია (1983)[96]
- ბალკანეთის მთების ორდენი (პლანინას ვარსკვლავი): ბულგარეთი (1984)[96]
- იუგოსლავიის დიდი ვარსკვლავის ორდენი: იუგოსლავია (1985)[105]
- ოლივერ ტამბოს თანამებრძოლთა ორდენი: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (2013)[106]
- სახელმწიფო დროშის პირველი ხარისხის ორდენი: კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა[5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 Francis, Berl. Forbes Burnham (1923–1985). Black Past (18 March 2015). ციტირების თარიღი: 1 January 2023
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 Reece, Maggie (6 January 2012). „Linden Forbes Sampson Burnham: February 20, 1923 – August 6, 1985“. Guyana Graphic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 January 2023. ციტირების თარიღი: 1 January 2023.
- ↑ George K. Danns (1 January 1982). Domination and Power in Guyana: A Study of the Police in a Third World Context. Transaction Publishers, გვ. 141–. ISBN 978-1-4128-2190-2.
- 1 2 3 Moe, Tyler (26 March 2020). „Walter Rodney, Forbes Burnham, and the specter of pseudo-socialism“. Canadian Journal of Latin American and Caribbean Studies. 45 (2): 193–211. doi:10.1080/08263663.2020.1733850. S2CID 216304044. ციტირების თარიღი: 1 January 2023.
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 Forbes Burnham. ციტირების თარიღი: 1 January 2023
- 1 2 3 Guyana and Belize : Country Studies / Federal Research Division, Library of Congress ; Edited by Tim Merrill. 1993. Washington, D.C.: Federal Research Division, Library of Congress ლინკი
- 1 2 3 4 5 Treaster, Joseph B. (13 October 1979). „Guyana's President Facing Biggest Challenge in 15 Years“. New York Times. ციტირების თარიღი: 4 January 2023.
- 1 2 3 4 5 6 7 Ray, Michael. Forbes Burnham. Britannica. ციტირების თარიღი: 1 January 2023
- ↑ „THE LIFE & LEGACY OF LFS BURNHAM, Part 1“. Kaieteur News. 8 August 2010. ციტირების თარიღი: 3 January 2023.
- ↑ „Granger pays glowing tribute to Forbes Burnham“. Guyana Times International. Guyana Times. 11 August 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი 2025. ციტირების თარიღი: 3 January 2023.
- 1 2 3 González, Pedro (1991). La Reclamación de la Guayana Esequiba. Caracas.
- 1 2 3 4 Jim Jones and the Guyana Government: A Symbiotic Relationship. San Diego State University. ციტირების თარიღი: 2 January 2023
- 1 2 3 4 Vidal, Silvia; Whitehead, Neil L. (2004) „Dark Shamans and the Shamanic State“, In Darkness and Secrecy: The Anthropology of Assault Sorcery and Witchcraft in Amazonia. Duke University Press, გვ. 74–75. ISBN 9780822333456.
- 1 2 3 Azikiwe, Abayomi. (28 February 2016) Guyana commission confirms Burnham gov't murdered Walter Rodney en-US. ციტირების თარიღი: 16 March 2021
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 Nohlen, D (2005) Elections in the Americas: A data handbook, Volume I, p355 ISBN 978-0-19-928357-6
- 1 2 Burnham's Mausoleum. National Trust of Guyana. ციტირების თარიღი: 1 January 2023
- ↑ Samaroo, Shaun Michael (7 August 2014). „How we feel about Burnham and Jagan“. Stabroek News. ციტირების თარიღი: 2 January 2023.
- 1 2 3 4 Burnham, Jessie. Beware My Brother. People's Progressive Party. ციტირების თარიღი: 1 January 2023
- 1 2 3 4 David A. Granger. Forbes Burnham and the Liberation of Southern Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 December 2015. ციტირების თარიღი: 1 August 2015
- 1 2 3 Appiah, Anthony (2005) Africana: The Encyclopedia of the African and African American Experience, 2, Oxford: Oxford University Press.
- 1 2 Guyana general and regional elections- 2001 report of the Commonwealth Observer Group. Commonwealth Observer Group. ციტირების თარიღი: 1 January 2023
- ↑ The 1947 parliamentary elections in colonial British Guiana Stabroek News, 6 May 2010
- ↑ History of the PPP, PPP website.
- 1 2 3 Biographies of former presidents დაარქივებული 28 August 2008 საიტზე Wayback Machine. , GINA.
- ↑ Guyana – PREINDEPENDENCE GOVERNMENT, 1953–66. ციტირების თარიღი: 19 February 2021
- 1 2 3 Bahadur, Gaiutra (30 October 2020). „In 1953, Britain openly removed an elected government, with tragic consequences“. The Guardian. ციტირების თარიღი: 2 January 2023.
- ↑ „Examining the secret surveillance of Jagan and Burnham during 1953 visit to Britain“. Stabroek News. 9 January 2022. ციტირების თარიღი: 2 January 2023.
- ↑ Sires, Ronald V. (December 1954). „British Guiana: the Suspension of the Constitution“. Western Political Quarterly. 7 (4): 536–720. doi:10.1177/106591295400700403. S2CID 153730642. ციტირების თარიღი: 1 January 2023.
- ↑ Guyana - The Interim Government, 1953–57. ციტირების თარიღი: 19 February 2021
- ↑ „The Life and Legacy of LFS Burnham: Conclusion“. Kaieteur News. 29 August 2010. ციტირების თარიღი: 2 January 2023.
- ↑ Guyana – Political Parties. Global Security. ციტირების თარიღი: 3 January 2023
- ↑ The organisation of the PNC Guyana.org
- 1 2 3 4 5 6 7 8 Long, William R. (7 August 1985). „Guyana's President Burnham Dies at 62“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 1 January 2023.
- ↑ Palash R., Ghosh (28 November 2011). „Guyana Elections Expected to Break Down According to Racial Lines“. IB Times. International Business Times. ციტირების თარიღი: 3 January 2023.
- ↑ Collins, B.A.N. (June 1966). „Independence for Guyana“. The World Today. 22 (6): 260–268. JSTOR 40393870.
- 1 2 Seeram, Ralph (30 March 2014). „Kaldor Budget and Black Friday February 16, 1962 – commentary“. Guyana Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 February 2021. ციტირების თარიღი: 3 January 2023.
- ↑ Pfennigwerth, Ian. Georgetown, Guiana – The Riots of February 1962. Naval Historical Society of Australia (4 March 2007). ციტირების თარიღი: 3 January 2023
- 1 2 3 4 5 6 7 Prados, John. CIA Covert Operations: The 1964 Overthrow of Cheddi Jagan in British Guiana. National Security Archive. ციტირების თარიღი: 2 January 2023
- ↑ Shah, Ryaan (21 May 2017). „The Wismar Massacre“. Guyana Times. ციტირების თარიღი: 2 January 2023.
- ↑ The 2009 ERROL BARROW MEMORIAL LECTURE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 October 2013. ციტირების თარიღი: 14 September 2012
- 1 2 Richardson, Bonham C.. Guyana Independence. ციტირების თარიღი: 2 January 2023
- ↑ Monarchy and the End of Empire: The House of Windsor, the British Government, and the Postwar Commonwealth, Philip Murphy, OUP Oxford, 2013, page 95
- 1 2 3 United Nations Statistics Division – Demographic and Social Statistics. ციტირების თარიღი: 3 October 2017
- 1 2 3 4 Ramharack, Baytoram (14 November 2014). „Rethinking Forbes Burnham: Revelations from the "303 Committee" on laying the foundation for Guyana's dictatorship“. Stabroek News. ციტირების თარიღი: 3 January 2023.
- ↑ Raúl Leoni paró en seco a Guyana en la Isla Anacoco (documento) (26 September 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 December 2011. ციტირების თარიღი: 17 January 2020
- ↑ Ishmael, Odeen. The December 1968 Electoral Fraud in Guyana. Guyana Journal (29 September 2005). ციტირების თარიღი: 10 March 2022[მკვდარი ბმული]
- ↑ Westmaas, Nigel (2009). „1968 and the Social and Political Foundations and Impact of the "New Politics" in Guyana“. Caribbean Studies (English). Institute of Caribbean Studies, UPR, Rio Piedras Campus. 37 (2): 110–111. doi:10.1353/crb.2010.0003. JSTOR 25702371.
- 1 2 3 4 5 Bahadur, Gaiutra (2 August 2015). „Guyana: CIA Meddling, Race Riots and a Phantom Death Squad“. Pulitzer Center. ციტირების თარიღი: 3 January 2023.
- ↑ Guyana: De Rupununi a La Haya es (4 July 2020). ციტირების თარიღი: 13 March 2021
- ↑ Braveboy-Wagner, Jacqueline Anne (2019). The Venezuela-Guyana Border Dispute: Britain's Colonial Legacy In Latin America. Routledge. ISBN 9781000306897.
- ↑ De Gids. Jaargang 133 nl (1970). ციტირების თარიღი: 16 June 2020
- ↑ Tracy. (12 May 2014) Suriname, Guyana in Dispute Over Mineral-Rich Land en-US. ციტირების თარიღი: 27 February 2021
- ↑ „President praises 'massive' Cuban contribution to Guyana's development“. Stabroek News. 23 December 2022. ციტირების თარიღი: 2 January 2023.
- ↑ Ginsburgs, George (1981). A calendar of Soviet treaties, 1958–1973. BRILL, გვ. 819. ISBN 90-286-0609-2.
- ↑ Farley, ファーリー (28 June 2016). „A Strange Cold War Partnership: North Korea and Guyana“. The Diplomat. ციტირების თარიღი: 2 January 2023.
- ↑ GUYANA PALM TREETHE NEW PNC: THINK TANK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2026-03-26. ციტირების თარიღი: 2026-02-02
- ↑ The Black Scholar, Volume 4, Number 5, February 1973, P.24
- ↑ Port of Spain Protocol. United Nations. ციტირების თარიღი: 2 January 2023
- ↑ Secretary-General Chooses International Court of Justice as Means for Peacefully Settling Long-Standing Guyana-Venezuela Border Controversy. UN (30 January 2018).
- ↑ Nishani Frazier. The "Other" Jim Jones: Rabbi David Hill, House of Israel, and Black American Religion in the Age of Peoples Temple. ციტირების თარიღი: 23 November 2021
- ↑ „Corbin delivered guns to House of Israel“. Guyana Chronicle. 3 June 2014. ციტირების თარიღი: 23 November 2011.
- 1 2 „Legislative acts as a form of social control – British emergency detention bill and the preventive detention act, 1966–1991“. Stabroek News. 29 March 2012. ციტირების თარიღი: 3 January 2023.
- ↑ „The State under Burnham“. Guyana Times International. 4 March 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მაისი 2023. ციტირების თარიღი: 6 December 2021.
- ↑ Chandisingh, Rajendra (1983). „The State, the Economy, and Type of Rule in Guyana: An Assessment of Guyana's "Socialist Revolution"“. Latin American Perspectives. 10 (4): 59–74. doi:10.1177/0094582X8301000405. ISSN 0094-582X. JSTOR 2633448. S2CID 145724717.
- ↑ David A. Granger (10 December 2008). „The Guyana National Service“. Stabroek News. ციტირების თარიღი: 6 December 2021.
- 1 2 3 4 Ishmael, Odeen. The Rigged Referendum of 1978. Guyana Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 დეკემბერი 2022. ციტირების თარიღი: 3 January 2023
- ↑ Martin Carter. Poetry Foundation. ციტირების თარიღი: 4 January 2023
- ↑ Reiterman, Tim; Jacobs, John (1982) Raven: The Untold Story of Rev. Jim Jones and His People. Dutton, გვ. 576. ISBN 978-0525241362.
- ↑ Judge, John. The Black Hole of Guyana: The Untold Story of the Jonestown Massacre. San Diego State University. ციტირების თარიღი: 2 January 2023
- ↑ Edward Kamau Brathwaite (June 1981). „A poem for Walter Rodney“. Index on Censorship. The Caribbean. 10 (6): 26. doi:10.1080/03064228108533287. S2CID 152261408. ციტირების თარიღი: 23 November 2021.
- ↑ „Thirty Years Since Guyana-Based Priest's Murder“. Bahamas Spectator. The Caribbean World News Network. 14 July 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2016. ციტირების თარიღი: 14 May 2015.
- 1 2 Rose, Euclid A. (2002). „Guyana: The Adoption of Cooperative Socialism“, Dependency and Socialism in the Modern Caribbean: Superpower Intervention in Guyana, Jamaica, and Grenada, 1970–1985. Lanham, Massachusetts: Lexington Books, გვ. 210. ISBN 9780739104484.
- ↑ Hinds, David (2011) Ethno-politics and Power Sharing in Guyana: History and Discourse. New Academia Publishing, LLC. ISBN 9780982806104.
- ↑ Rooplall, Dwijendra (25 December 2013). „A closer look at 'The Catholic Standard'“. Kaieteur News. ციტირების თარიღი: 11 May 2015.
- ↑ „A GREAT GUYANESE DIES“. Stabroek News via Land of Six Peoples. 28 January 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი 2007. ციტირების თარიღი: 8 September 2020.
- ↑ The Encyclopedia of Christianity Volume 2 1999 P.489
- ↑ 'Only a disciplined people can build a nation': North Korean Mass Games and Third Worldism in Guyana, 1980–1992 (26 January 2015). ციტირების თარიღი: 13 April 2021.
- ↑ „House of Israel was hit squad – Rodney's brother“. Stabroek News. 30 April 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 November 2021. ციტირების თარიღი: 23 November 2021.
- 1 2 Gregory Smith dead (24 November 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 December 2018. ციტირების თარიღი: 23 November 2021
- ↑ Final 2012 Census Compendium. ციტირების თარიღი: 27 July 2017
- ↑ Rodney, Walter (1981). „People's Power, No Dictator“. Latin American Perspectives. 8 (1): 64–78. doi:10.1177/0094582X8100800106. JSTOR 2633131. S2CID 144410850.
- 1 2 3 Rodney, Walter. „Walter Rodney and the Struggle for Democracy in Guyana“. Jacobin. ციტირების თარიღი: 4 January 2023.
- 1 2 Brotherson, Jr., Festus (1989). „The Foreign Policy of Guyana, 1970–1985: Forbes Burnham's Search for Legitimacy“. Journal of Interamerican Studies and World Affairs. 31 (3): 9–36. doi:10.2307/165891. JSTOR 165891. ციტირების თარიღი: 1 January 2023.
- ↑ History of Carifesta. CARICOM. ციტირების თარიღი: 2 January 2023
- ↑ „Burnham's legacy of free education will continue“. Guyana Chronicle. 7 August 2019. ციტირების თარიღი: 4 January 2023.
- ↑ „Burnham and education“. Stabroek News. 21 October 2007. ციტირების თარიღი: 4 January 2023.
- ↑ „Indians and the army“. Guyana Times International. Guyana Times. 1 June 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 იანვარი 2023. ციტირების თარიღი: 3 January 2023.
- ↑ Kissoon, Freddie (9 August 2021). „Forbes Burnham: Granger's vulgarisation of history“. Kaieteur News. ციტირების თარიღი: 3 January 2023.
- 1 2 Lincoln, Evelyn. BRITISH GUIANA: SECURITY, 1961–1963. John F. Kennedy Presidential Library and Museum. ციტირების თარიღი: 5 January 2023
- ↑ Historical information events & dates on the Parliament of Guyana from 1718 to 2006 დაარქივებული 2018-11-29 საიტზე Wayback Machine. Parliament of Guyana
- 1 2 „Burnham's first wife laid to rest“. Stabroek News. 7 August 2011. ციტირების თარიღი: 1 January 2023.
- ↑ „Milestones: Mar. 3, 1967“. Time (ინგლისური). 3 March 1967. ISSN 0040-781X. ციტირების თარიღი: 17 December 2022.
- ↑ Kissoon, Freddie (18 August 2015). „Bharrat Jagdeo misled Guyanese on Forbes Burnham's family“. Kaieteur News. ციტირების თარიღი: 1 January 2023.[მკვდარი ბმული]
- ↑ Kandasammy, Lloyd F. (24 April 2008). „Around the Museums of Guyana“. Stabroek News. pp. 20–22. ციტირების თარიღი: 20 August 2012.
- 1 2 3 „The mysteries surrounding the death and burial of the Founder Leader“. Kaieteur News. 9 August 2016. ციტირების თარიღი: 1 January 2023.
- 1 2 3 4 5 Croker, Elvin Carl (18 August 2019). „The majesty of the man L.F.S. Burnham“. Guyana Chronicle. ციტირების თარიღი: 1 January 2023.
- ↑ „Forbes Burnham transformed Guyana from divided colony -Pres. Granger“. News Source Guyana. 7 August 2016. ციტირების თარიღი: 4 January 2023.
- ↑ Mendes-Franco, Janine. Guyana's 2020 general election results mired in controversy. Global Voices (8 March 2020). ციტირების თარიღი: 1 January 2023
- ↑ Grainger, David. „WOMEN IN THE GUYANA DEFENSE FORCE“. Guyana under siege. ციტირების თარიღი: 3 January 2023.
- ↑ Guyana GDP 1960–2023. The World Bank. ციტირების თარიღი: 3 January 2023
- ↑ Guyana Inflation. World Bank. ციტირების თარიღი: 3 January 2023
- ↑ Golding exposes electoral fraud at OAS meeting en-US (14 May 2020). ციტირების თარიღი: 10 June 2020
- ↑ „Prime Minister Hinds bestowed with Order of Excellence“. Guyana Times International. Guyana Times. 2 June 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 იანვარი 2023. ციტირების თარიღი: 1 January 2023.
- ↑ 1892 ‑ 1999 Honorary Degree Recipients. Dalhousie University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 იანვარი 2023. ციტირების თარიღი: 1 January 2023
- ↑ „Вредност несврстаности стално се потврђује“. Borba. 63: 6. 16 April 1985.
- ↑ Lubisi, Cassius (22 April 2013). „South African National Orders 2013 – The Presidency“. politicsweb. South African Government Information. ციტირების თარიღი: 29 January 2016.
| ||||||||||