ფორაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფორაკი
ფორაკის ვულკანური ველის პიროკლასტიკური კონუსი.
ფორაკის ვულკანური ველის პიროკლასტიკური კონუსი.
კოორდინატები: 40°01′ ჩ. გ. 45°47′ ა. გ. / 40.017° ჩ. გ. 45.783° ა. გ. / 40.017; 45.783
ქვეყანა სომხეთ-აზერბაიჯანი
სიმაღლე 2,800 [1] 
ტიპი სტრატოვულკანი
ბოლო ამოფრქვევა ძვ. წ. 778 ± 5 წელი
ფორაკი — სომხეთი
ფორაკი

ფორაკი ( სომხ. Փորակ, აზერ. Axarbaxar) — სტრატოვულკანი, მდებარეობს ვარდენისის ვულკანურ ქედზე, სევანის ტბის სამხრეთ – აღმოსავლეთით 20 კილომეტრში. ეს ვულკანური ველი მოიცავს საზღვარს სომხეთსა და აზერბაიჯანს(მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა) შორის.[2] ვულკანი მდებარეობს ზღვის დონიდან 3000 მეტრ სიმაღლეზე.[3] გამაგრებული ლავა კი ვულკანის ყველა მხარეს ვრცელდება.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფორაკი ჩამოყალიბდა ვარდენისის ვულკანურ ჯაჭვში, აქ არის ტრაქიანდეზიტის ნაკადების ოთხი ფენა, ფორაკის ვულკანის შედარებით ახლად წარმოქმნილი სამი ფენისგან, დარჩენილია მხოლოდ კონუსები და ნამსხვრევები.[4]ლავის ორი ნაკადი, რომელიც გადაჰყურებს სევანის ტბას, მასზე არის თხელი ნიადაგის საფარი და მიეკუთნება ჰოლოცენის ადრეულ ხანას. [5]

რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლი (მათგან ერთ-ერთი დათარიღებულია ნახშირბადის რენტგენის საშუალებით ნახშირის ანალიზის შედეგად) წარმოქმნილია ჰოლოცენის ორ უძველეს ეტაპზე, მაგრამ არა უახლეს ეტაპზე.

ლავის ნაკადის მესამე ფენა, რომელიც ფარავს დანარჩენ ორ ფენას, ვარაუდობენ, რომ ამ დროს მოხდა ისტორიულად ვულკანური ამოფრქვევა. ასევე არის მტკიცებულება ძლიერი მიწისძვრაზეც, რომელიც უნდა მომხდარიყო ძვ.წ. 782- დან 773 წლამდე.[5]

ხორხორის წარწერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხორხორის წარწერა, რომელშიც ურარტუს მეფე არგიშთი I აღწერს ქალაქ ბეჰრას დაპყრობას (ძვ. წ. 786-764 წწ.), აღნიშნავდა, რომ ალყის დროს ქალაქი განადგურდა მიწისძვრისა და მთა ბამნის ვულკანური ამოფრქვევის შედეგად. ისტორიკოსები თვლიან, რომ ვულკანი ფორაკი არის იგივე ბამნის მთა და რომ ბეჰრა არის ერთ-ერთი არქეოლოგიური ადგილი ამ მხარეში. [5] ბეჰრას ადგილმდებარეობა სადავოა, თუმცა არგიშთი I – ს მემკვიდრის, სარდურ II – ის მიერ კიდევ ერთი წარწერის იდენტიფიცირება მოხდა, რაც მოწმობს ვულკანი ფორაკის კიდევ ერთი ამოფრქვევის შესახებ.[6][7]

ვულკანური ამოფრქვევების უფრო ძველი მტკიცებულებებიც არსებობს, მათ შორის ლაკუსტრიული საბადოები, რაც მიუთითებს, რომ ამ ტერიტორიაზე ტყეები დროებით გაუჩინარებული იყო, სავარაუდოდ ეს უნდა გამოეწვია ვულკანის ამოფრქვევას, მისგან წარმოქმნილი ხანძრის შედეგად კი განადგურდებოდა მთლიანი ტყის მასივი მთელ არეალზე, ეს მოვლენები თარიღდება 6,270 BP- ით (Before Present). ასევე აღმოჩენილია პეტროგლიფებიც, რომლებიც დათარიღებულია დაახლოებით 5,000 BP-ით, რაც ასევე მიუთითებს ვულკანურ ამოფრქვევაზე.[5][6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Порак : [англ.] // Global Volcanism Program. — Smithsonian Institution.
  2. Bubnov, S. N.; Lebedev, V. A.; Chernyshev, I. V.; Sagatelyan, A. K.; Dokuchaev, A. Ya.; Gol’tsman, Yu. V.; Oleinikova, T. I.; Griboedova, I. G. (2014). "The potentially active Porak neovolcanic center (Lesser Caucasus, Armenia): The composition of lavas and melt sources". Doklady Earth Sciences. 459 (1): 1365–1370. doi:10.1134/S1028334X14110014. ISSN 1028-334X.
  3. Вулкан Порак - Вулканы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-23. ციტირების თარიღი: 2011-08-27.
  4. Bubnov, S. N.; Lebedev, V. A.; Chernyshev, I. V.; Sagatelyan, A. K.; Dokuchaev, A. Ya.; Gol’tsman, Yu. V.; Oleinikova, T. I.; Griboedova, I. G. (2014). „The potentially active Porak neovolcanic center (Lesser Caucasus, Armenia): The composition of lavas and melt sources“. Doklady Earth Sciences. 459 (1): 1365–1370. doi:10.1134/S1028334X14110014. ISSN 1028-334X.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Karakhanian, A.; Djrbashian, R.; Trifonov, V.; Philip, H.; Arakelian, S.; Avagian, A. (2002). „Holocene-historical volcanism and active faults as natural risk factors for Armenia and adjacent countries“. Journal of Volcanology and Geothermal Research. 113 (1–2): 319–344. doi:10.1016/S0377-0273(01)00264-5. ISSN 0377-0273.
  6. 6.0 6.1 Karakhanian, A.; Jrbashyan, R.; Trifonov, V.; Philip, H.; Arakelian, S.; Avagyan, A.; Baghdassaryan, H.; Davtian, V. (2006). „Historical volcanoes of Armenia and adjacent areas: What is revisited?“. Journal of Volcanology and Geothermal Research. 155 (3–4): 338–345. doi:10.1016/j.jvolgeores.2006.04.008. ISSN 0377-0273.
  7. Haroutiunian, Rouben A. (2006). „The historical volcanoes of Armenia and adjacent areas revisited“. Journal of Volcanology and Geothermal Research. 155 (3–4): 334–337. doi:10.1016/j.jvolgeores.2006.04.005. ISSN 0377-0273.