ფონოგრაფი
იერსახე
ფონოგრაფი (ფონო... და ბერძნ. grapho — ვწერ) — მექანიკური ბგერათჩაწერისა და ბგერათწარმოების ხელსაწყო; გამოიგონა ტ. ედისონმა 1877 წელს. ბგერა იწერებოდა ლილვაკზე შემოხვეული კალის კილიტაზე (ან ცვილით დაფარულ ქაღალდის ლენტზე) მემბრანასთან დაკავშირებული ნემსით (საჭრისით), კილიტის ზედაპირს ნემსი კაწრავდა (ქმნიდა ცვალებადი სიღრმის ხრახნულ ღარაკს). ბგერათა აღწარმოების დროს ღარში მოძრავი ნემსი ირხეოდა და მასთან დაკავშირებული მემბრანა ბგერას გამოცემდა. გაუმჯობესებულ ფონოგრაფს XX საუკუნის 30-იან წლებში იყენებდნენ დიქტოფონის სახით, ფონოგრაფის საფუძველზე შექმნილი იყო გრამოფონი და პატეფონი, რომლებიც XX საუკუნის 40-50-იან წლებში შეცვალა ელექტომექანიკურმა და მაგნიტურმა ჩამწერმა, აგრეთვე აღმწარმოებელმა მოწყობილობამ (მაგ., ელექტროფონი, მაგნიტოფონი და სხვა).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქსე, ტ. 10, გვ. 363, თბ., 1986