ფონეუტრია
| ფონეუტრია | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Phoneutria nigriventer | |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Phoneutria Perty, 1833 | |||||||||||||||
| ტიპური სახეობა | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| |||||||||||||||
მოხეტიალე ობობები (ლათ. Phoneutria; აგრეთვე ცნობილია როგორც ბრაზილიური მოხეტიალე ობობები)[1] — ობობების გვარი მოხეტიალე ობობების (ლათ. Ctenidae) ოჯახიდან. 2010 წლის გინესის რეკორდების წიგნის მონაცემებით, ეს გვარი აღიარებულ იქნა ყველაზე შხამიანად ობობასნაირთა შორის.[2][3]
მათი გავრცელების არეალი საკმაოდ შეზღუდულია. ბუნებრივი არეალი მოიცავს სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ტროპიკულ ნაწილს.[4]
2012 წლის მონაცემებით, ეს გვარი ცხრა სახეობას აერთიანებს. ბოლო, მეცხრე სახეობის, Phoneutria depilata-ის იდენტიფიცირება 2007 წელს მოხდა.
ამ გვარის ობობების შხამი შეიცავს ძლიერ ნეიროტოქსინს, რომელიც ცნობილია როგორც PhTx3. ამ ნეიროტოქსინს პოტენციური თერაპიული მნიშვნელობა აქვს, თუმცა ტოქსიკური კონცენტრაციით იგი იწვევს კუნთებზე კონტროლის დაკარგვას, რასაც მოჰყვება სუნთქვის გაჩერება, პარალიზი და, საბოლოო ჯამში, გაგუდვა. ნაკბენი საშუალო სიძლიერის ტკივილით ხასიათდება. შხამი მომენტალურად აინფიცირებს ლიმფურ სისტემას, ხოლო სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვედრა შემთხვევათა 85%-ში გულის გაჩერებას იწვევს. პაციენტები გრძნობენ კუნთების ძლიერ გაშეშებას, ხოლო მამაკაცებში მოწამვლა ზოგჯერ პრიაპიზმს (ხანგრძლივ და მტკივნეულ ერექციას) იწვევს. ვინაიდან ფონეუტრიას შხამის წინააღმდეგ ეფექტური ანტიდოტი არსებობს, ამ ობობის ნაკბენით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.[3]
შხამის ის რაოდენობა, რომელიც სასიკვდილოა 20-გრამიანი თაგვისთვის, შეადგენს 6 მკგ-ს ვენაში შეყვანისას და 134 მკგ-ს კანქვეშა ინექციისას (შედარებისთვის, სამხრეთული შავი ქვრივის (ლათ. Latrodectus mactans) შემთხვევაში ეს მაჩვენებლები შესაბამისად 110 მკგ და 200 მკგ-ია).
სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Phoneutria bahiensis Simó & Brescovit, 2001— ბრაზილიის ატლანტიკური სანაპიროს ტროპიკული ტყეები.
- Phoneutria boliviensis (F. O. Pickard-Cambridge, 1897) — ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა.
- Phoneutria depilata (Strand, 1909) — გვატემალა, ჰონდურასი, ნიკარაგუა, კოსტა-რიკა, პანამა, კოლუმბია, ეკვადორი
- Phoneutria eickstedtae Martins & Bertani, 2007 — ბრაზილია.
- Phoneutria fera Perty, 1833 — ეკვადორი, პერუ, ბრაზილია, სურინამი, გაიანა.
- Phoneutria keyserlingi (F. O. Pickard-Cambridge, 1897) — ბრაზილიის ატლანტიკური სანაპიროს ტროპიკული ტყეები.
- Phoneutria nigriventer (Keyserling, 1891) — ბრაზილია, ჩრდილოეთ არგენტინა; ინტროდუცირებულია ურუგვაიში.
- Phoneutria pertyi (F. O. Pickard-Cambridge, 1897) — ბრაზილიის ატლანტიკური სანაპიროს ტროპიკული ტყეები.
- Phoneutria reidyi (F. O. Pickard-Cambridge, 1897) — ვენესუელა, პერუ, ბრაზილია, გაიანა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ფონეუტრია“ ვიკისაწყობში.- Genus Phoneutria – Arachnoboards
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Top 5 Facts Of The Banana Spider - Technology Org en-US (2022-09-06). ციტირების თარიღი: 2022-12-18
- ↑ Most venomous spiders. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-30. ციტირების თარიღი: 2022-10-29
- 1 2 Herzig V., John Ward R., Ferreira dos Santos W., Intersexual variations in the venom of the Brazilian "armed" spider Phoneutria nigriventer (Keyserling, 1891)(ინგლისური) // Toxicon, Elsevier, 2002, ტ. 40, № 10, doi:10.1016/S0041-0101(02)00136-8, PMID 12368110.
- ↑ Martins R., Bertani R., The non-Amazonian species of the Brazilian wandering spiders of the genus Phoneutria Perty, 1833 (Araneae: Ctenidae), with the description of a new species(ინგლისური) // Zootaxa, 2007, ტ. 1526, № 5.