ფონა (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი)
ფონა — ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ფონასა და ქვემო ფონას ძველი საერთო სახელწოდება; საქართველოს თანამედროვე მოწყობით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: დონა, ზემო ფონა, ზემო ხეჩილი, ქვემო ფონა, ქვემო ხეჩილი.
სოფელი ფონა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი ფონა მდებარეობს მდინარე კაბალის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 360 მ-ზე, ლაგოდეხიდან 20 კმ-ში.
შეიქმნა XX საუკუნის დასაწყისში. სოფელს სახელი დაერქვა კაბალის ხეობის ქვემო წელის სახელწოდების მიხედვით (ზემოთს ეწოდებოდა ხეჩილი).[1] დასახლებული იყო ოსი, აზერბაიჯანელი და ქართველი მოახალშენეებით. შემდეგ გაიყო ზემო ფონად და ქვემო ფონად, რომლებიც პერიოდულად კვლავ ერთიანდებოდა, მათ შორის საქართველოს პირველი ეროვნული აღწერის (2002) დროს.[2] ამ აღწერის მონაცემებით სოფელ ფონაში იყო 341 მცხოვრები, ძირითადად (91 %) ოსები. სოფლის მიდამოებში შემორჩენილია XVI საუკუნის სამების დარბაზული ეკლესია.
ფონის ადმინისტრაციული ერთეული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფონის ადმინისტრაციული ერთეულის წინამორბედი — ფონის სასოფლო საბჭო, ცენტრით სოფელ ფონაში, შეიქმნა 1932 წელს. მასში შევიდა სოფლები: ფონა, ეშმაკის ყურე, ზემო ხეჩილი, ქვემო ხეჩილი (ბაისუბნის სასოფლო საბჭოდან), ლაფნიანი და გუჯარეთი (აფენის სასოფლო საბჭოდან).[3] 2002 წლისთვის ფონის თემის საკრებულო აერთიანებდა სოფლებს: დონას, ზემო ხეჩილსა, ფონასა და ქვემო ხეჩილს, 2014 წლისთვის — დონას, ზემო ფონას, ზემო ხეჩილს, ქვემო ფონასა და ქვემო ხეჩილს.[4]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 360.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ი. კახელი, ორი დღე კაბალზე (მგზავრის შენიშვნები), გაზ. „ივერია“, 1889, №178. — გვ. 2-3.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ საქართველოს სსრ მუშათა და გლეხთა მთავრობის კანონთა და განკარგულებათა კრებული, №1, 1932. — გვ. 2.
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.