ფოლორცის ბალახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფოლორცის ბალახი
Marrubium vulgare 7.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Marrubium

ფოლორცის ბალახი (ლათ. Marrubium) — მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ქეჩისებრ შებუსული ბალახებია. მოპირისპირედ განლაგებული ფოთლები და ვარდისფერი, იისფერი, თეთრი და ყვითელი ყვავილები აქვთ.

მისი 40-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყლებში, ჩრდილოეთ აფრიკაში. გავრცელებულია კავკასიაში, საქართველოში, მთის ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე, მათ შორის ერთი (ლათ. Marrubium goktschaicium) კავკასიის ენდემია.

ჩვეულებრივი ფოლორცის ბალახი (ლათ. Marrubium wulgare) კარგი თაფლოვანი და მთრიმლავი მცენარეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]