ფოლკლორი: გრძელი ტბის სტუდიის სესიები (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ფოლკლორი: გრძელი ტბის სტუდიის სესიები“
რეჟისორი ტეილორ სვიფტი
როლებში ტეილორ სვიფტი
ჯეკ ანტონოფი
აარონ დესნერი
ჯასტინ ვერნონი
დისტრიბუტორი Taylor Swift Productions
Disney +
ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
საიტი https://disneyplusoriginals.disney.com/movie/folklore-the-long-pond-studio-sessions

ფოლკლორი: გრძელი ტბის სტუდიის სესიები (ინგლ. Folklore: The Long Pond Studio Sessions) — 2020 წლის ამერიკული დოკუმენტური მუსიკალური ფილმი, რომლის რეჟისორი და პროდიუსერია ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი ტეილორ სვიფტი , გამოვიდა 2020 წლის 25 ნოემბერს, Disney + ზე. ფილმში სვიფტი ასრულებს სიმღერებს თავისი მერვე სტუდიური ალბომ Folklore-იდან (2020) და ასევე გვიყვება თითოეული სიმღერის ისტორიას პროდიუსერებთან, ჯეკ ანტონოფთან და აარონ დესნერთან ერთად.

ეს სვიფტის მეოთხე ფილმია The 1989 World Tour Live-ის, Taylor Swift: Reputation Stadium Tour-ის (2018) და მის ამერიკელის (2020) შემდეგ. ფილმმა ფართო მოწონება დაიმსახურა. ფილმის გამოსვლასთან ერთად გამოვიდა Folklore'-ის ახალი ვერსია, რომელშიც შეტანილი იყო ფილმში გაჟღერებული საკონცერტო ჩანაწერები.

ფილმი ჰიბრიდია დოკუმენტურ ფილმსა და საკონცერტო ფილმს შორის.  ფილმში ასევე აღინიშნა რომ სვიფტი, დესნერი და ანტონოფი პირველად შეიკრიბნენ ერთად COVID-19 -ის გამო. მათ დისტანციურად ჩაწერეს ალბომი. ფილმში აგრეთვე შეტანილია „Exile“, ჩაწერილი დისტანციურად ჯასტინ ვერნონის და ტეილორ სვიფტის შესრულებით.

მონაწილეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმმა მიიღო საყოველთაო აღიარება კინოსა და მუსიკის კრიტიკოსებისგან . Rotten Tomatoes-ზე[1] ფილმს აქვს მოწონების მაჩვენებელი 100% 11 მიმოხილვის საფუძველზე, საშუალო რეიტინგი 7.30 / 10.  Metacritic-ზე[2] მას აქვს 76 /100 -დან 7 მიმოხილვის საფუძველზე.  ენდრიუ ბარკერიმ Variety-ში შეაქო ულამაზესი გარემო, პეიზაჟები, შესრულება და მუსიკა. IMDb-ზე[3] ფილმს აქვს 8.5 / 10-დან.

ფილმმა მიიღო ასევე კარგი შეფასებები:NME- ს მწერალ უილ რიჩარდსგან, The New York Times-სგან , Jon Pareles -სგან, Sydney Urbánek-სგან , Rolling Stone-სგან და IndieWire–სგან.

ფოლკლორი (ალბომი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრემის მფლობელი ალბომი 2020 წლის 24 ივლისს გამოვიდა და პირველივე კვირას 800 000 ასლზე მეტი გაყიდვით პირველი ადგილი დაიკავადა ბილბორდ 200-ში. სულ ალბომმა პირველ ადგილზე სხვა ალბომებთან შედარებით ყველაზე მეტი, 8 კვირა გაატარა.

ალბომს გამოსვლისთანავე დადებითი შეფასებები მოჰყვა და მაღალი ქულები დაიმსახურა სხვადასხვა საიტზე (მაგ. Metacritic-88, AnyDecentMusic 8.5)

ალბომმა წლის ალბომის ჯილდო მიიღო გრემის 2021 წლის დაჯილდოებაზე. ის ნომინირებული იყო შემდეგ კატეგორიებში: წლის ალბომი და წლის პოპ ვოკალური ალბომი. ამ მოგებით ის პირველი ქალი არტისტი გახდა, რომელსაც ეს ჯილდო 3-ჯერ აქვს მოგებული. ის 2016 წელს გახდა პირველი ქალი ვისაც ორჯერ ჰქონდა მოგებული წლის ალბომი (ალბომებისსთვის 1989 და fearless). მან პირველად ეს ჯილდო 2010 წელს მოიგო. 2017-ში ადელმა აიღო წლის ალბომის პრიზი რითაც ის მეორე ქალი არტისტი გახდა, რომელსაც ერთზე მეტი წლის ალბომის ტიტული ჰქონდა. სულ 6 მომღერალია მათ შორის კი მხოლოდ ორია ქალი - ტეილორ სვიფტი და ადელი.

ფილმში შესრულებული სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმში შესრულებული სიმღერები რომლებიც ალბომის ცოცხლად შესრულებულ ვერსიაში შევიდა
ნომერი სიმღერის სახელი ავტორი ხანგრძლივობა
1. "The 1" (The Long Pond Studio Sessions)
  • სვიფტი
  • დესნერი
3:39
2. "Cardigan" (The Long Pond Studio Sessions)
  • სვიფტი
  • დესნერი
3:50
3. "The Last Great American Dynasty" (The Long Pond Studio Sessions)
  • სვიფტი
  • დესნერი
3:52
4. "Exile" (featuring Bon Iver, The Long Pond Studio Sessions) 4:39
5. "My Tears Ricochet" (The Long Pond Studio Sessions)
  • სვიფტი
4:55
6. "Mirrorball" (The Long Pond Studio Sessions)
  • სვიფტი
  • ანტონოფი
3:57
7. "Seven" (The Long Pond Studio Sessions)
  • სვიფტი
  • დესნერი
3:28
8. "August" (The Long Pond Studio Sessions)
  • სვიფტი
  • ანტონოფი
4:20
9. "This Is Me Trying" (The Long Pond Studio Sessions)
  • სვიფტი
  • ანტონოფი
3:29
10. "Illicit Affairs" (The Long Pond Studio Sessions)
  • სვიფტი
  • ანტონოფი
3:03
11. "Invisible String" (The Long Pond Studio Sessions)
  • სვიფტი
  • დესნერი
4:17
12. "Mad Woman" (The Long Pond Studio Sessions)
  • სვიფტი
  • დესნერი
3:58
13. "Epiphany" (The Long Pond Studio Sessions)
  • სვიფტი
  • დესნერი
4:34
14. "Betty" (The Long Pond Studio Sessions)
  • სვიფტი
  • ბოვერი
4:50
15. "Peace" (The Long Pond Studio Sessions)
  • სვიფტი
  • დესნერი
3:34
16. "Hoax" (The Long Pond Studio Sessions)
  • სვიფტი
  • დესნერი
3:41
17. "The Lakes" (The Long Pond Studio Sessions)
  • სვიფტი
  • ანტონოფი
3:19
მთლიანი ხანგრძლივობა 67:00

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. FOLKLORE: THE LONG POND STUDIO SESSIONS. www.rottentomatoes.com. (27 დეკემბერი, 2020)
  2. folklore: the long pond studio sessions: Season 1 დაარქივებული 2020-12-10 საიტზე Wayback Machine. . www.metacritic.com. (27 დეკემბერი, 2020)
  3. Folklore: The Long Pond Studio Sessions. www.imdb.com. (27 დეკემბერი, 2020)