ფოლკლენდის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ფოლკლენდის ბრძოლა — საზღვაო ბრძოლა 1914 წლის 8 დეკემბერს გერმანიის კრეისერთა ესკადრასა და ინგლისის ესკადრას შორის ფოლკლენდის კუნძულების მახლობლად პირველი მსოფლიო ომის (1914-1918 წწ.) დროს. გერმანიის ესკადრა 8 დეკემბერს ინგლისის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე დარტყმის მიზნით პორტ-სტენლის მიადგა. გერმანელებისთვის მოულოდნელად იქ აღმოჩნდა ინგლისის ესკადრა. ბრძოლა რომელიც 4,5 საათს გრძელდებოდა, გერმანელთა სრული დამარცხებით დამთავრდა: მათი ყველა ხომალდი, მსუბუქი კრეისერისა და საჰოსპიტალო გემის გარდა, ჩაძირეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]