ფოლისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რონალდ რეიგანი და მარგარეტ ტეტჩერი კემპ დევიდში სამიტის დროს. რონალდ რეიგანის საგარეო ფოლისის მთავარი ამოცანა ცივ ომში გამარჯვება და კომუნიზმის შეკავება იყო. „რეიგანის დოქტრინის“ ფარგლებში აშშ ფინანსურად და ლოჯისტიკურად ეხმარებოდა ანტიკომუნისტურ ოპოზიციას ცენტრალურ ევროპაში და უაღრესად მტკიცე პოზიცია დაიკავა ავღანეთის, ანგოლასა და ნიკარაგუას მემარცხენე მთავრობის წინააღმდეგ. [1][2]

ფოლისი (ინგლ. Policy, ასევე პოლიტიკის დოკუმენტი) — გადაწყვეტილების მიღებისა და ოპტიმალური რეზულტატის მიღების პრინციპების სისტემა. ფოლისი მიმართავს ქმედებებს ზოგადი მიზნების მისაღწევად კონკრეტული ამოცანების შესრულების გზით. მიმართულებათა დაყოფის მეშვეობით ფოლისი ხსნის ძირითად მექანიზმებს, რომელთა გამოყენებითაც უნდა იყოს მიღწეული მიზნები და ტოვებს მანევრის თავისუფლებას კონკრეტული ქმედებების შერჩევისას საბოლოო მიზნის მისაღწევად.

როგორც წესი, ფოლისი მიღებულია ორგანიზაციის ხელმძღვანელი რგოლის მიერ. ფოლისი, რომელიც ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ პირს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღებაში, როგორც წესი დაფუძნებულია მრავალ ცვლადზე და მისი შედეგის ობიექტურად შეფასება რთულია. ამის საპირისპიროა ობიექტური ფოლისი - როგორც წესი, ობიექტური ფოლისი ეფუძნება კონკრეტულ მონაცემებს და მისი ობიექტურად შეფასება მარტივია (მაგალითად, პაროლების სირთულის ფოლისი).[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Reagan Doctrine" at U.S. Department of State. State.gov. ციტირების თარიღი: 2014-04-14.
  2. Chang, Felix (February 11, 2011). "Reagan Turns One Hundred: Foreign Policy Lessons". The National Interest. http://nationalinterest.org/commentary/ronnie-turns-one-hundred-4829.
  3. Office, Publications. What is policy. ციტირების თარიღი: 15 April 2018.