ფოლგენის შეღებვა
ფოლგენის შეღებვა — შეღებვის ტექნიკა, რომელიც შეიმუშავა რობერტ ფოლგენმა და გამოიყენებოდა ჰისტოლოგიაში უჯრედის ნიმუშებში ქრომოსომული მასალის ან დნმ-ის იდენტიფიცირებისთვის. მეთოდი დამოკიდებულია დნმ-ის მჟავა ჰიდროლიზზე, ამიტომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ფიქსატორების გამოყენება, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ძლიერი მჟავები.
ნიმუში მუშავდება თბილი (60 °C) მარილმჟავათი, შემდეგ შიფის რეაგენტით. საბოლოოდ, იგი დეჰიდრატირდება ეთანოლით, იწმინდება ქსილენით და მონტირება ხდება ფისოვან მედიუმში.
დნმ იღებება წითლად, ფონი, თუკი ხდება კონტრასტირება - მწვანედ.
აღნიშნული ტექნიკის გამოყენებით დადგინდა, რომ ინტერფაზური უჯრედები შესაძლოა შედგებოდეს ჰაპლოიდური ან დიპლოიდური გენომისგან, რა დროსაც ბირთვები იდენტური ჩანს, თუმცა მათი ნაწილი შეიცავს ორჯერ მეტ დნმ-ს. აღნიშულიდან გამომდინარე უჯრედული ციკლის ინტერფაზური პერიოდის დაიყო G1, S და G2 ფაზებად.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Feulgen Procedure for DNA, Adolphus College. ციტირების თარიღი: 2006-08-30