ფოლად ჰაშიმოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფოლად ჰაშიმოვი
Polad İsrayıl oğlu Həşimov
Poladhesimov
ეროვნება აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანელი
დაბადების თარიღი 1975
დაბადების ადგილი ვანდამი, გაბალის რაიონი, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
გარდაცვალების თარიღი 14 ივლისი, 2020(2020-07-14) (45 წლის)
გარდაცვალების ადგილი აღდამი, თოუზი, აზერბაიჯანი
კუთვნილება Coat of arms of the Azerbaijani Armed Forces.png აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები
ჯარის სახეობა აზერბაიჯანის სახმელეთო ძალები
წოდება გენერალ-მაიორი
ბრძოლები/ომები I ყარაბაღის ომი
2014 წლის აგვისტოს ბრძოლები
აპრილის ბრძოლა
თოუზის ბრძოლა
ჯილდოები Hərbi xidmətdə fərqlənməyə görə III dərəcəli medalı - lent.png AZ Herbi xidmetde ferqlenmeye gore med 2dar rib.png Vətənə xidmətə görə I, II və III dərəcəli ordeni.png Vətən uğrunda medalı - lent (1993-2013).png

ფოლად ჰაშიმოვი (აზერ. Polad İsrayıl oğlu Həşimov; დ. 1975 — გ. 14 ივლისი, 2020) — აზერბაიჯანელი სამხედრო მოღვაწე, შეიარაღებული ძალების გენერალი (2019).[1][2] დაიღუპა 2020 წლის 14 ივლისს, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებსა და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკების დროს, რომელიც აზერბაიჯანის თოვუზის რაიონსა და სომხეთის ტავუშის რეგიონს შორის, სახელმწიფო სასაზღვრო ფრონტის ხაზზე მოხდა.[2][1][3][4][5]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოლად ჰაშიმოვი დაიბადა 1975 წელს ქალაქ სუმგაითში.[6] საშუალო სკოლა დაამთავრა სუმგაითში, უმაღლესი სამხედრო სკოლა ბაქოში, ხოლო სამხედრო აკადემია თურქეთში.[6] 2003 წელს მაიორ ჰაშიმოვს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ბრძანებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა და სამხედრო ნაწილში დავალებების შესრულებაში წარჩინებისთვის მიენიჭა „სამხედრო დამსახურებისთვის“ მედალი.[7]

2009 წელს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბრძანებით, ლეიტენანტ-პოლკოვნიკის წოდებით, მას მიენიჭა მედალი „სამშობლოსათვის".[8] 2014 წელს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბრძანებით, ფოლად ჰაშიმოვს მიენიჭა „სამშობლო სამსახურისთვის“ III ხარისხის ორდენი.[1][9] ფოლად ჰაშიმოვი მსახურობდა მუროვდაღთან ახლოს და დაშქესანის რაიონში, აზერბაიჯანსა და სომხეთის შეიარაღებული ძალების შეხების წერტილებში.[6] ფოლად ჰაშიმოვი მონაწილეობდა 2016 წლის აპრილის მთიან ყარაბაღში მიმდინარე შეიარაღებულ შეტაკებებში, რა დროსაც დაშავდა.[6] მან მონაწილეობა მიიღო სოფელ ტალიშის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი სიმაღლის აღებაში, რომლის შემდეგ მის საპატივცემულოდ მას „ფოლადის პოსტის“ სახელი მიენიჭა.[6] ფოლად ჰაშიმოვს 2016 წლის 19 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის დაკისრებული დავალებების შესრულებაში წარჩინებისთვის, მიენიჭა „სამშობლო სამსახურისთვის“ II ხარისხის ორდენი.[1][10]

2019 წლის 24 ივნისს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით, ფოლად ჰაშიმოვს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.[11][12]

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენერალ-მაიორი ფოლად ჰაშიმოვი, დაიღუპა 2020 წლის 14 ივლისს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, თოვუზის მიმართულებით მიმდინარე ბრძოლების დროს.[1] დაკრძალეს 15 ივლისს, ბაქოში, II ღირსების ხეივანში.[13] მას ჰყავდა ერთი ქალიშვილი და ორი ვაჟი.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Mehman Nəbiyev (July 14, 2020). "Ermənilərə qan uddururdu" - Şəhid generalımız haqda“. Lent.az.
  2. 2.0 2.1 „В направлении Товузского района идут ожесточенные бои“. Azerbaycan 24. July 14, 2020.
  3. „Azerbaijan general among troops killed in Armenia border clash“. BBC. July 14, 2020.
  4. „МО Азербайджана: В боях на границе погибли генерал и полковник ВС страны“. EurAsiaDaily. July 14, 2020.
  5. Виктория Полякова (July 14, 2020). „Азербайджан сообщил о гибели генерала и полковика на границе с Арменией“. РБК.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 „General-mayor Polad Həşimov kimdir?“. BBC. July 15, 2020.
  7. Azərbaycan Respublikası Müdafiə Nazirliyinin hərbi qulluqcularının təltif edilməsi haqqında Azərbaycan Respublikasının Prezidentinin Sərəncamı
  8. Azərbaycan Respublikası Silahlı Qüvvələrinin hərbi qulluqçularının təltif edilməsi haqqında Azərbaycan Respublikasının Prezidentinin Sərəncamı
  9. Azərbaycan Respublikası Silahlı Qüvvələrinin hərbi qulluqçularının və mülki işçilərinin təltif edilməsi haqqında Azərbaycan Respublikasının Prezidentinin Sərəncamı
  10. Azərbaycan Respublikası Silahlı Qüvvələrinin hərbi qulluqçularının təltif edilməsi haqqında Azərbaycan Respublikasının Prezidentinin Sərəncamı
  11. Распоряжение Президента Азербайджанской Республики о присвоении высших воинских званий военнослужащим Министерства обороны Азербайджанской Республики // Гашимов Полад
  12. Səid Qərib (June 25, 2019). „Azərbaycanın 6 hərbçisinə general rütbəsi təqdim olunub“. Report İnformasiya Agentliyi.
  13. „General-mayor Polad Həşimov II Fəxri Xiyabanda dəfn olunub“. BBC. July 15, 2020.