ფოლადაურის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფოლადაურის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაურში.

ეკლესია სოფლის განაპირას ბაღების ბოლოში დგას. მთლიანად დაფარულია ძეძვნარით. დარბაზული ნაგებობაა ნატეხი ქვით ნაგები. კედლები აფსიდის მხარეს უფრო მაღალზეა შემორჩენილი, ვიდრე დასავლეთ ნაწილში. აფსიდა ნახევარწრიულია და ორი სწორკუთხა ნიშა აქვს. ინტერიერი ამოვსებულია ნაშალი ფენით. სხვა დეტალები არ ირკვევა გაწმენდის გარეშე. გარშემო მრავლად ყრია გვიანი შუა საუკუნეების აგურები, რაც წყობაში მათ გამოყენებას მოწმობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 40431