ფოლადაურის ბერდიკის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნასოფლარ ბერდიკის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაურში, აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესია დგას ნასოფლარ ბერდიკის ტერიტორიაზე, ბერდიკის ციხის სამხრეთით, დავაკებულ კალთაზე. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნაწილობრივ დამუშავებული კლდის ქვით, დუღაბზე. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთ კედელშია. ეკლესიას დასავლეთის და აღმოსავლეთის ვიწრო სარკმელი აქვს, რომლებიც მწვანე ტუფის ქვაში ამოკვეთილი თაღით სრულდება. შიგნიდან როგორც ჩანს სარკმლები სწორკუთხაა. ეკლესიის კონქი და კამარა სრულადაა მოღწეული. გარშემო სამარხების ქვები იკითხება, ხოლო უფრო ფართო ტერიტორიაზე ნასახლარი ბუდეები და ნაგებობათა საძირკველის ნაშთებია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39298