ფოკები
ფოკა ან ფოკები (ბერძ. Φωκᾶς), მდედრობითი ფორმა ფოკაინა (ბერძ. Φώκαινα) — ბიზანტური არისტოკრატიული საგვარეულო კაპადოკიიდან, რომლის წარმომადგენლებსაც IX და X საუკუნეებში ბიზანტიის იმპერიაში მაღალი რანგის სამხედრო წოდებები ეკავათ, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა — ნიკიფორე II ფოკამ (963–969) ბიზანტიის იმპერატორობაც კი მოახერხა. X საუკუნეში საგვარეულომ ძლიერების პიკს მიაღწია, როდესაც მათ ბიზანტიის არმიის უმაღლესი სამხედრო თანამდებობების მონოპოლიზაცია მოახერხეს. განსაკუთრებულად თავი გამოიჩნეს აღმოსავლეთში, არაბების წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში. როგორც ანატოლიურ სამხედრო არისტოკრატიათა შორის ერთ-ერთი წამყვანი საგვარეულო, ფართოდ იყვნენ ჩართული აჯანყებებში, რამაც მათ ძალაუფლების ხელში ჩაგდებისაკენ უბიძგა და დაუპირისპირდნენ ბიზანტიელ იმპერატორებს კონსტანტინოპოლში. მათი სიძლიერე საბოლოოდ ბასილი II-მ (976–1025) გატეხა, ხოლო XI საუკუნის შემდეგ საგვარეულომ ადრინდელი მნიშვნელობა დაკარგა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარმომავლობა და ადრეული პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბიზანტიელი ისტორიკოსის მიქაელ ატალიატეს თანახმად საგვარეულო წარმომავლობას იღებდა რომაული ფაბიის საგვარეულოდან (gens Fabia). ხოლო იბნ ალ-ასირი მათ მიაწერდა არაბულ წარმომავლობას ტარსოსიდან. ყოველ შემთხვევაში ფოკების საგვარეულო დამკვირდა კაპადოკიაში, სადაც მათი სამფლობელო მდებარეობდა და რომელიც მათი ძალაუფლების საყრდენს წარმაოდგენდა.[1][2] სხვადასხვა ავტორები სპეკულირებენ მათი სომხური ან ქართული წარმომავლობის შესახებ,[2][3] რაც ნაწილობრივ საგვარეულოს წევრებს შორის დამკვიდრებული კერძო სახელი „ბარდას“ სიმრავლემ გამოიწვია, თუმცა არცერთი ეს მოსაზრება საბოლოოდ არ არის დადასტურებული.[4][5]
საგვარეულოს პირველი ცნობილი წევრი იყო მეომარი, სავარაუდოდ კეთილშობილური წარმომავლობის, რომელიც 872 წელს ტურმარხესად დაინიშნა. მისი ვაჟი ნიკიფორე ფოკა უფროსი ცნობილი მთავარსარდალი გახდა, რომელმაც არაერთხელ დაამარცხა არაბები, განსაკუთრებით გამოირჩეოდა სამხრეთ იტალიაში, რისთვისაც სხოლათა დომესტიკოსის თანამდებობაზე დაინიშნა.[2][4][6] მისი ვაჟი ლეონ ფოკა უფროსი, ასევე სხოლის დომესტიკოსია, მაგრამ მას ამარცხებს ბულგარეთის მეფე სიმეონი (893–927), ხოლო მოგვიანებით, 919 წელს წარუამტებლად შეეცადა რომანოზ I ლაკაპენოსი აღზევებისთვის ხელი შეეშალა, რისთვისაც დაატყვევეს და დააბრმავეს. მისი ძმა, ბარდას ფოკა უფროსი, ჯერ კიდევ მოქმედი მთავარსარდალი, დროებით დამცრობილი იქნა, მაგრამ 944 წელს ლაკეპანოსის დამხობის შემდეგ, ის პატრიკიოსი და მაღალი რანგის მთავარსარდალია.[4][7]
საგვარეულოს ზენიტი და დაქვეითება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლაკეპანოსების კლანის დამხობის შემდეგ კონსტანტინე VII-მ ბარდა სხოლას დომესტიკად, ხოლო მისი ვაჟები: ნიკიფორე, ლეონი და კონსტანტინე შესაბამისად — ანატოლიკის, კაპადოკიის და სელევკიის სტრატეგოსებად დანიშნა.[8][9] ამ დანიშვნებმა საფუძველი ჩაუყარა ოცწლიან პერიოდს, როდესაც ფოკებმა ბიზანტიის სამხედრო მმართველობის მონოპოლიზაცია მოახდინეს. ამ პერიოდის განმავლობაში, ფოკების კლანი მჭიდროდ იყო დაკავშირებული მალეინოსებთან, მდიდარ და ძლიერი ოჯახთან ხარსიანიდან, რასაც მალეინოსის ქალიშვილთან ქორწინებამ შეუწყო ხელი. სხვა ოჯახები, რომლებიც ახლოს იყვნენ მათთან და ხშირად ქორწინებები აკავშირებდათ, ივყნენ: ადრალესტოსები, სკლეროსები, კურკუასები, პარსაკუტენები, ბალანტები და ბოტანიატები.[10]
ბარდა ხანში შესული იყო როდესაც მთავარსარდლად დაინიშნა, მან თავი უღიმღამო მთავარსარდლად გამოავლინა და მარცხების სერია განიცადა ხამანიდ ამირა საიფ ალ-დავლასთან.[9][11] 953 წელს ერთ-ერთ ბრძოლაში მან თავისი ვაჟი კონსტანტინე ტყვეობაში დატოვა ჰამანიდების ხელში. საბოლოოდ 955 წელს, ბარდა ჩაანაცვლა მისმა ვაჟმა. ლეონის, რომელმაც საკუთარი გამარჯვებებით დაიმკვიდრა თავი და მისი ძმისშვილი იოანე ციმისკესის დახმარებით, ნიკიფორემ გამარჯვებათა სერიას მიაღწია: დაიბრუნა კრეტა, კვიპროსი და რამდენჯერმე დაამარცხა საიფ ალ-დავლას ძალები. 963 წელს იმპერატორ რომანოზ II-ის მოულოდნელად გარდაცვალების შემდეგ, პოპულარულმა და ძლიერმა ნიკიფორემ ტახტი ხელთ იგდო, გახდა უფროსი იმპერატორი და რომანოზის უმცროსი ვაჟების (ბასილი II და კონსტანტინე VIII) მეურვეობა იკისრა. მისმა მამამ, ბარდამ კეისრის ტიტული, ხოლო მისმა ძმა ლეონმა კურაპალატის და დრომო-ლოგოთეტის ტიტული მიიღო. იმპერატორის როლში ნიკიფორემ გააგრძელა ლაშქრობებში აღმოსავლეთში, დაიპყრო კილიკია და ჩრდილოეთ-დასავლეთ სირია.[4][12]
ნიკიფორეს რეჟიმი მალე არაპოპულარული გახდა, რისი მიზეზიც სამხედრო საქმეებისგან ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება და მისი რელიგიური პოლიტიკა გახდა. 969 წელს, ის უკმაყოფილო მთავარსარდლების ჯგუფმა მოკლა, რომელსაც, დედოფალი თეოფანოს შუამავლობით, მისი ძმისშვილი და პროტეჟე იოანე ციმისკე მეთაურობდა.[13] ფოკებს დაკავებული თანამდებობები და ტიტულები ჩამოართვეს და ახალმა რეჟიმმა ისინი გაასახლა. ბარდა ფოკა უმცროსი, კურაპალატი ლეონის უმცროსი ვაჟი და ხალდიის ყოფილი დუქსი, გადაურჩა რეპრესიებს და 970 წელს აჯანყება მოაწყო, მაგრამ დამარცხდა, რისთვისაც ბერად აღკვეცეს და გადაასახლეს ქიოსში, ხოლო 971 წელს ლეონი და მისი უფროსი ვაჟი პატრიკიოსი ნიკიფორე დააბრმავეს და საკუთრება ჩამოართვეს.[14] ოჯახის ერთ-ერთ წევრს განსხვავებული ბედი ჰქონდა: ლეონის ქალიშვილი სოფია ფოკაინა დაქორწინდა კონსტნატინე სკლეროსზე, ბარდა სკლეროსის ძმაზე. კონსტანტინე მისი პირველი ქორწინებიდან ციმისკესის სიძე და ახალი იმპერატორის ახლო მოკავშირე იყო. მათი ქალიშვილი, თეოფანო 972 წელს საღვთო რომის იმპერატორ ოტო II-ზე (973–983) დაქორწინდა.[15]
978 წელს ბარდასი ბასილი II-მ გამოიწვია, რათა იმპერიული ძალებს გაძღომოდა ბარდას სკლეროსის აჯანყებაში. როგორც მაგისტორსმა და აღმოსავლეთის დომესტიკოსმა, მოახერხა სკლეროსის დამარცხება. 978 წელს, სხვა გავლენიანი არისტოკრატიულ ოჯახებთან ერთად, თავად ბარდაც აუჯანყდა. აჯანყება 989 წლამდე, აბიდოსის ბრძოლაში ბარდას სიკვდილამდე გაგრძელდა. სკლეროსი, რომელიც არაბეთის ტყვეობიდან დაბრუნდა და შეპყრობილი იყო ბარდა ფოკას მიერ, შეეცადა აჯანყების სათავეში ჩამდგარიყი, რისთვისაც დაუკავშირდა ბარდასის ვაჟებს: ლეონსა და ნიკიფორეს, მაგრამ მალევე დანებდა იმპერატორს. ლეონი შეეცადა ანტიოქიაში გამაგრებას, მაგრამ ქალაქის მოსახლეობამ ის იმპერატორს ჩააბარა.[16][17]
გვიანი პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გავლენიანი არისტოკრატიული საგვარეულოების აჯანყებების შემდეგ, ბასილ II-მ სერიოზული ზომები მიიღო, რათა შეესუსტებინა მათი ძალაუფლება, სიმდიდრე და გავლენა. კერძოდ, ფოკები ჩამაოშორა სამხედრო თანამდებობებს და მათ ჩამოართვა მამულები. 996 წლის ბასილის ედიქტი, რომელიც მიმართული იყო ანატოლიელი მაგნატების მიერ უზარმაზარი მამულების, ხშირად უკანონოდ, ხელშ ჩაგდების წინააღმდეგ, განსაკუთრებულად აღნიშნავს ფოკებსა და მათთან მჭიდროდ დაკავშირებულ მალეინოსებს, როგორც საიმპერატორო კანონმდებლობის სამიზნეს.[17][18] ფოკები მშობლიურ ანატოლიაში ჯერ კიდევ ინარჩნებდნენ გავლენას, სადაც 1022 წელს ბარდა ფოკას ვაჟი, ნიკიფორე ბარიტრახელოსი, ნიკიფორე ქსიფიასთან დაკავშირებული, იმპერატორად გამოცხადდა. თუმცა ის მალე ქსიფიასმა მოკლა, რის შემდეგ ფოკას მომხრეებმა აჯანყება მიატოვეს და მალე დაიშალნენ.[17][19] ფოკების ოჯახის უკანასკნელი შთამომავალი 1026 წელს გვხვდება, როდესაც პატრიკიოსი ბარდა, მაგისტროს ბარდას შვილიშვილი, იმპერატორ კონსტანტინე VIII-ს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის დაადანაშაულეს და დააბრმავეს.[4][20][21]
ამ მოვლენამ გვაუწყა X საუკუნის დიდი მთავარსარდლების პირდაპირი ხაზის დასასრული, რომელიც საბოლოოდ XI საუკუნის შუა წლებში სრულად ამოწყდა. ამის მიუხედავად პრესტიჟი, რომელსაც საგვარეულო ფლობდა, მათ შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში შემორჩა: ისტორიკოსი მიქაელ ატალიატე განადიდებდა ნიკიფორე III ბოტანიატეს (1078–1081) რადგან ის ფოკების ნათესავი იყო, „რომლის დიდება ვრცელდება მთელ ხმელეთსა და ზღვაზე“.[21] საგვარეულოს სახელი ფოკა ამის შემდეგ ნაკლებად გხვდება და აღორძინებას ნიკეის იმპერიაში განიცდის: თეოდოტე ფოკა, თოდორე I ლასკარისის ბიძა (1205–1222), მეგას დუქსი გახდა, 1234 წელს ვინმე მიხეილ ფოკა სტრატოპედარხი იყო და ოჯახის კიდევ ერთი წევრი ფილადეფლიის მიტროპოლიტია.[4]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Cheynet, Jean-Claude (1990). Pouvoir et Contestations à Byzance (963–1210) (French). Paris: Publications de la Sorbonne. ISBN 978-2-85944-168-5.
- Davids, Adelbert [1995] (2002). The Empress Theophano: Byzantium and the West at the Turn of the First Millennium. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-52467-4.
- Kazhdan, Alexander, ed. (1991). Oxford Dictionary of Byzantium. Oxford and New York: Oxford University Press. ISBN 0-19-504652-8.
- Krsmanović, Bojana. (28 November 2003) Φωκάδες Greek. Encyclopaedia of the Hellenic World, Asia Minor. Foundation of the Hellenic World. ციტირების თარიღი: 17 February 2012.
- Treadgold, Warren (1997). A History of the Byzantine State and Society. Stanford, California: Stanford University Press. ISBN 0-8047-2630-2.
- Whittow, Mark (1996). The Making of Byzantium, 600–1025. Berkeley and Los Angeles, California: University of California Press. ISBN 978-0-520-20496-6.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kazhdan 1991, p. 1665–1666; Cheynet 1990, p. 213–214; Krsmanović 2003, Chapter 1.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Whittow 1996, p. 339.
- ↑ Cheynet 1990, p. 324.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Kazhdan 1991, p. 1666.
- ↑ Krsmanović 2003, Note 2.
- ↑ Treadgold 1997, p. 460, 462; Krsmanović 2003, Chapter 2.
- ↑ Treadgold 1997, p. 474–476; Krsmanović 2003, Chapter 3.
- ↑ Whittow 1996, p. 347.
- ↑ 9.0 9.1 Krsmanović 2003, Chapter 5.
- ↑ Cheynet 1990, p. 268; Krsmanović 2003, Chapters 4 and 5.
- ↑ Treadgold 1997, p. 486, 489–497; Whittow 1996, p. 322–323, 325–326.
- ↑ Treadgold 1997, p. 498–505; Whittow 1996, p. 326–327, 348–349; Krsmanović 2003, Chapter 6.
- ↑ Whittow 1996, p. 349–354.
- ↑ Treadgold 1997, p. 507–508; Whittow 1996, p. 354–355; Krsmanović 2003, Chapter 7.1.
- ↑ Davids 2002, p. 79–81.
- ↑ Treadgold 1997, p. 514–519; Whittow 1996, p. 363–373.
- ↑ 17.0 17.1 17.2 Krsmanović 2003, Chapter 7.2.
- ↑ Treadgold 1997, p. 545; Whittow 1996, p. 375–379.
- ↑ Treadgold 1997, p. 530; Whittow 1996, p. 379.
- ↑ Cheynet 1990, pp. 39, 333.
- ↑ 21.0 21.1 Krsmanović 2003, Chapter 8.