ფოინიკეს ზავი
ფოინიკეს ზავი (ასევე ფოინიკეს მშვიდობა) — სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელმაც დაასრულა პირველი მაკედონური ომი. ზავს ხელი მოეწერა ფოინიკეში ძვ.წ. 205 წელს.[1]
წინაპირობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კართაგენსა და რომს შორის მიმდინარე ომმა დაარღვია ბალანსი მაკედონიის სამეფოსა და ეტოლიის კავშირს შორის. ფილიპე V-მ რომელიც ცდილობდა გაემყარებინა საკუთარი პოზიციები, შეკრიბა ფლოტი და გააგზავნა ემისრები ჰანიბალთან, რომელსაც იმ დროისთვის ოკუპირებული ჰქონდა იტალიის ნაწილი. იმის შიშით, რომ ფილიპეს შეეძლო აშკარა სამხედრო დახმარება გაეწია ჰანიბალისთვის, სენატი ემზადებოდა რომის პროვინცია ილირიიდან მაკედონიის შეკავებისთვის. ძვ.წ. 214-212 წლებში ფილიპეს მიერ ზღვიდან მოწყობილი ორი წარუმატებელი ლაშქრობის მიუხედავად, მაკედონელებმა ხმელეთიდან წაიწიეს წინ, დაიკავეს საპორტო ქალაქი ლისოსი და პროვინციის კაპიტულიაციას მიაღწიეს. ამავდროულად რომმა შეძლო ეტოლიის კავშირის მიმხრობა და მაკედონიის სამეფოს წინააღმდეგ ომში ჩართვა. მიუხედავად ორწლიანი ომის შედეგად რომისა და მისი მოკავშირე ეტოლიელების მიერ მიღწეული პროგრესისა, საბოლოოდ მაკედონელებმა მეტწილად აღადგინეს კონტროლი დაკარგულ ტერიტორიებზე, რითაც მოწინააღმდეგეებს მშვიდობის დამყარებისკენ უბიძგეს.
შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხელშეკრულებამ ფორმალურად აღიარა მაკედონიის სამეფოს ხელსაყრელი პოზიციები, მათ შორის ილირიის დაპყრობა, მაგრამ ფილიპემ ფაქტობრივად უარი თქვა ჰანიბალთან სამხედრო-პოლიტიკურ კავშირზე. ზავის პირობების თანახმად, რომი აკონტროლებდა პართინიელთა ტომებს, დიმალუმს, ბარგულუმს და ეუგენიუმს, ხოლო მაკედონიის სამეფო რომის სენატის დამტკიცების მოლოდინში გააკონტროლებდა ატინტანიელებს. რიგი ისტორიკოსების აზრით, მშვიდობამ რომს საშუალება მისცა კონცენტრირებულიყო კართაგენთან ომზე, შეინარჩუნა ჰეგემონობა ადრიატიკის ზღვასა და ილირიაში. თავის მხრივ მაკედონიამ გაიუმჯობესა მდგომარეობა ბალკანეთში, რამაც ფილიპე V-ს საშუალება მისცა გაეფართოებინა თავისი გავლენა აღმოსავლეთში.[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Hannibal's War: A Military History of the Second Punic War by J. F. Lazenby, ISBN 0806130040, 1998, page 178.
- Кащеев В. И. Эллинистический мир и Рим. Война, мир и дипломатия в 220 - 146 годах до н.э.. — М.: Греко-латинский кабинет, 1993. — С. 215-216. — 374 с. — ISBN 5-87245-007-9.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Hannibal's War: A Military History of the Second Punic War by J. F. Lazenby, ISBN 0806130040, 1998, page 178.
- ↑ Кащеев В. И. Эллинистический мир и Рим. Война, мир и дипломатия в 220 - 146 годах до н.э.. — М.: Греко-латинский кабинет, 1993. — С. 215-216. — 374 с. — ISBN 5-87245-007-9.