ფოვოს სრუტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მდებარეობა
კუნძული სტიუარტი და ფოვოს სრუტე

ფოვო (მაორ. Te Ara a Kiwa) — სრუტე ახალ ზელანდიაში, რომელიც ქვეყნის სიდიდით მესამე კუნძულ სტიუარტს გამოყოფს სამხრეთ კუნძულისგან. სრუტის ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ განლაგებულია სამი უბე: ტე-ვაევაე, ორეტი-ბიჩი და ტოეტოესი. სიგრძე დაახლოებით 130 კმ-ია, მაქსიმალური სიგანე 50 კმ, სიღღრმე კი 120 მეტრი. სრუტე ახალი ზელანდიის კონტინენტური შელფის შიგნითაა მოქცეული და პლეისტოცენის ხანაში იგი სავარაუდოდ ხმელეთი იყო.[1]

1770 წლის მარტში, ფოვოს სრუტის არსებობას ვარაუდობდა კაპიტანი კუკი, მაგრამ შემდეგ იფიქრა, რომ კუნძული სტიუარტი სამხრეთის კუნძულთან იყო შეერთებული. სრუტე 1804 წელს ოუენ ფოლგერ სმითმა აღმოაჩინა და სახელი უწოდა ახალი სამხრეთ უელსის იმჟამინდელი ლეიტენანტ-გუბერნატორის, ჯოზეფ ფოვოს პატივსაცემად.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Foveaux Strait. An Encyclopaedia of New Zealand (1966). წაკითხვის თარიღი: 5 March 2010.