ფოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ფოვა (ტიბ: འཕོ་བ་ ვაილი: 'pho ba ფოვა; სანს: संक्रांति saṃkrānti) — ვაჯრაიანული ბუდიზმის მედიტაციური პრაქტიკა. შეიძლება აიწეროს, როგორც - „მოკვდავი გონების პრაქტიკა“, „სიკვდილის დროს გონების გადატანა“ ან „გასხივოსნება უმედიტაციოდ“ (ტიბ: མ་སྒོམ་སངས་རྒྱས་ ვაილი: ma-sgom sangs-rgyas მაგომ სანგჯჲე). პრაქტიკას იყენებენ სიკვდილის მომენტში, ვინმეს გონების თავიდან პირდაპირ, მისი სურვილისამებრ, რომელიმე „ბუდდჰას მიწაზე“ გადატანით. ფოვა აღესრულება როგორც თავისთვის - ისე სხვისთვისაც (მათ შორის არაბუდისტთათვის), აგრეთვე ცხოველებისთვის.[1] არსებობს ფოვას პრაქტიკის რამდენიმე სახე ადამიანის გამოცდილების, ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და მომზადების შესაბამისად. დანიშნულების ადგილებია: სუქჰავატი, აბჰირატი, გჰანავიუჰა, ატაკავატი, პოტალას მთა, „სპილენძისფერი მთა“ (ტიბ: ཟངས་མདོག་དཔལ་རི་ ვაილი: Zangs-mdog dpal-ri სანგტოკ პალრი) და ტუშიტა;[2] ყველაზე პოპულარული სუქჰავატია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lingtrul Rinpoche. Teachings on Phowa
  2. Karma Chagmé 2000, Naked Awareness, p.196
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ფოვა&oldid=3279117“-დან