ფლუორიტი
იერსახე
| ფლუორიტი | |
|---|---|
| საერთო | |
| კატეგორია | ფთორიდების კლასის მიწერალი |
| ქიმიური ფორმულა | |
| იდენტიფიკაცია | |
| ფერი | უფერული, მწვანე, ფითელი ან იისფერია |
| კრისტალის სინგონია | კუბური |
| სიმაგრე მოოსის სკალით | 4 |
| სიმკვრივე | 3180-4200 კგ/მ³ |
ფლუორიტი (ლათ. fluor — „დინება“), მდნობი შპატი — ფთორიდების კლასის მიწერალი; ქიმიური შედგენილობა . ზოგჯერ ჩანაცვლებულია -ით, შვიათ მიწათა ელემენტებით, -ით და სხვა. კრისტალდება კუბურ სინგონიაში. კრისტალები კუბის ან ოქტაედრის ფორმისაა, აგრეგატები — მკვრივი, მარცვლოანი ან მიწისებრი. უფერული, მწვანე, ფითელი ან იისფერია. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 4; სიმკვრივე 3180-4200 კგ/მ³. უმთავრესად წარმოიქმნება ჰიდროთერმული ან მეტასომატური პროსესებს შედეგად. გვხვდება დანალექ ქანებში. გამოიყენება ფლუსად, ფთორ-მჟავას მისაღებად და სხვა. გამჭვირვალე უფერულ ან ბაცად შეფერილ კრისტალებს იყენებენ ოპტიკაში. საბადოები ცნობილია რუსეთში, აშშ-ში და სხვაგან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 349.