შინაარსზე გადასვლა

ფლორენცია ბეილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფლორენცია ბეილი
დაბ. თარიღი 8 აგვისტო, 1863
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი, აშშ
გარდ. თარიღი 22 სექტემბერი, 1948 (85 წლის)
გარდ. ადგილი ტორემოლინოსი, მალაგა, ანდალუსია, ესპანეთი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა ორნითოლოგი, ზოოლოგი, ბუნებისმეტყველი, მწერალი, გარემოსდამცველი
ალმა-მატერი სტენფორდის უნივერსიტეტი და სმითის კოლეჯი[1]
მეუღლე ვერმონ ორლანდო ბეილი
მამა კლინტონ მერიამი
ჯილდოები Brewster Medal[1] [2]

ფლორენს ავგუსტა მერიამ ბეილი (ინგლ. Florence Augusta Merriam Bailey ; დ. 8 აგვისტო 1863, ნიუ-იორკი — გ. 22 სექტემბერი, 1948, ტორემოლინოსი, ანდალუსია) — ამერიკელი ნატურალისტი, ორნითოლოგი, მწერალი და მეცნიერების პოპულარიზატორი. დააარსა ოდიუბონის ეროვნული საზოგადოება და დაწერა პირველი სახელმძღვანელო ბუნებრივ ჰაბიტატში ფრინველთა ცხოვრებაზე «Birds Through an Opera-Glass».[3]

ფლორენცია დაიბადა 1863 წლის 8 აგვისტოს. მას ჰყავდა ორი ძმა და ერთი და, ძმებიდან ყველაზე უმცროსი იყო კლინტონ ჰარტ მერიამი. ფლორენსს და ჰარტს მეცნიერებისა და ასტრონომიის შესწავლა შთააგონეს მათმა მშობლებმა და დეიდამ ჰელენ ბაგმა, რისი წყალობითაც და-ძმა ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდნენ ორნიტოლოგიით. მამა, რომელიც დაინტერესებული იყო სამეცნიერო საკითხებით, მიმოწერას აწარმოებდა ნატურალისტ ჯო მიურთან. ოჯახის მეგობარი იყო ბუნებისმეტყველი, მხატვარი და მწერალი ერნესტ ტომპსონ სეტონი.

ფლორენცია ბავშვობიდანვე სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა, მაგრამ ხშირი ავადმყოფობის მიუხედავად, დადიოდა კერძო სკოლაში და ემზადებოდა კოლეჯში შესასვლელად. 1882 წელს იგი შევიდა სმიტის კოლეჯში, მაგრამ „განსაკუთრებული სტუდენტის“ სტატუსით და სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო განათლების სერთიფიკატი, მაგრამ არა ხარისხი. მას აკადემიური ხარისხი გაცილებით მოგვიანებით მიენიჭა, 1921 წელს. 1893–1894 წლის ზამთარში ესწრებოდა კურსებს სტენფორდის უნივერსიტეტში.[4]

როდესაც ფლორენცია ახალგაზრდა იყო, მოდური იყო ბუმბულებით ქუდების გაფორმება. 1885 წელს ბეილიმ დაწერა სტატიები რამდენიმე გაზეთში, სადაც დაგმო ეს მოვლენა. ერთი წლის შემდეგ, თანამოაზრე ჯორჯ გრინელთან და თანაკლასელ ფანი ჰარდი ეკსტორმთან ერთად, ჩამოაყალიბა SCAS (Smith College Audubon Society- სმიტის კოლეჯის ოდუბონის საზოგადოება), რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ეროვნულ აუდუბონის საზოგადოებას. სმიტის კოლეჯის ოდუბონის საზოგადოებამ (SCAS) მიიწვია ნატურალისტი ჯონ ბაროუსი. 1886 წელს მათ მოაწყვეს პირველი ნატურალისტური გასეირნება.

როდესაც ბეილი გადავიდა ვაშინგტონში, მან ხელი შეუწყო კოლუმბიის ოდუბონის საზოგადოების ორგანიზებას და 1897 წლიდან დაიწყო პრდაგოგიური მოღვაწეობა. ასწავლიდა ორნიტოლოგიას. პარალელურად, აქტიურად ჩაერთო ფრინველთა დაცვის კომიტეტის და ამერიკის ორნიტოლოგთა კავშირის მუშაობაში. [5]

ბეილი ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას ფრინველების ღირებულებისა და მათი გადაშენებისგან დაცვის აუცილებლობის შესახებ. ასევე აგრძელებდა მუშაობას მათ დასაცავად. მისი საქმიანობის შედეგად 1900 წელს გამკაცრდა ბრაკონიერობის კანონები. ეს იყო პირველი გადადგმული ნაბიჯი ცხოველების, განსაკუთრებით ზღვის ფრინველების, როგორიცაა პელიკანები, განადგურების დასასრულისკენ. საბოლოოდ, აკრძალვების ზრდამ, მოდის შეცვლამ და განათლების დონის ამაღლებამ გამოიწვია ქუდებისა და ტანსაცმლის გამო ჩიტების ხაფანგში მოქცევა და განადგურება.[6]

გვერდი ბეილის წიგნიდან Birds of Village and Field

როდესაც ფლორენცია პირველად დაინტერესდა ორნიტოლოგიით, ფრინველთა კვლევების უმეტესობა ეფუძნებოდა ე.წ. კოლექციებს (ისინი შედგებოდა სამეცნიერო ნიმუშებისგან: ფიტულები, ჩონჩხის ნაწილები და სხვ.). თუმცა, ბეილი უფრო დაინტერესებული იყო ფრინველების ცხოვრებისა და ბუნებრივ გარემოში მათი ქცევის შესწავლით. 26 წლის ასაკში მან გამოაქვეყნა ამ ტიპის პირველი ილუსტრირებული გზამკვლევი Birds Through an Opera-Glass, რომელიც შედგენილია Audubon Society-ის Audubon Magazine-სთვის, რომელიც შედგენილი იყო მისი ჩანაწერებისგან. ამ წიგნში აღწერილია ფრინველების 70 გავრცელებული სახეობა.[7]

1889 წელს ფლორენსმა პირველად იმოგზაურა დასავლეთის შტატებში. მოგზაურობის ერთ-ერთი მიზანი ჯანმრთელობის აღდგენა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის დიაგნოზი არასოდეს დაუსვამთ, ფლორენსი, სავარაუდოდ, ტუბერკულოზით იყო დაავადებული. ამ მოგზაურობის შემდეგ იგი რამდენჯერმე დაბრუნდა ქვეყნის დასავლეთში ფრინველებისა და ბუნების შესასწავლად. ერთ-ერთ ასეთ მოგზაურობაში მისი კომპანიონი იყო ჰარიეტ მენ-მილერი (ასევე ცნობილი როგორც ოლივ თორნ მილერი). ამ მოგზაურობას შედეგად მოჰყვა წიგნები: ჩემი ზაფხული მორმონთა სოფელში (My Summer in a Mormon Village) და A-Birding on a Bronco . დასავლეთიდან სახლში დაბრუნების შემდეგ ბეილიმ ვასინგტონში დააარსა ქალთა ეროვნული სამეცნიერო კლუბის ფილიალი. ამის შემდეგ 1898 წელს გამოაქვეყნა მეორე ილუსტრირებული სახელმძღვანელო სოფლისა და მინდვრის ჩიტები (Birds of Village and Field) (რომელშიც შსულია 150 ფრინველის სახეობა). ისევე, როგორც Birds Through an Opera-Glass, ეს საცნობარო წიგნი განკუთვნილი იყო ფართო აუდიტორიისთვის.

მომდევნო წლებში ბეილი მოგზაურობდა შეერთებულ შტატებში და აგრძელებდა ველურ ბუნებაში ფრინველების შესწავლას. მან გამოაქვეყნა რამდენიმე თვალსაჩინო ნაშრომი, რომლებშიც ლიტერატურული ენა თანხვედრაშია მეცნიერებასთან. [8]

ბეილი გახდა პირველი ქალი, რომელიც მიიღეს ამერიკის ორნიტოლოგიურ კავშირში (1885) და პირველი ქალი, რომელსაც გადასცეს ბრუსტერის მედალი. (1931)

  1. 1 2 Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th CenturyRoutledge, 2003. — Vol. 1. — P. 69. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
  2. http://www.americanornithology.org/content/aos-brewster-award-recipients
  3. Oehser, Paul H. Bailey, Florence Augusta Merriam". In James, Edward T.; James, Janet Wilson; Boyer, Paul S. Notable American Women, 1607–1950: A Biographical Dictionary. — Cambridge, MA: The Belknap Press of Harvard University Press.
  4. Welker, Robert H. Bailey, Florence Augusta Merriam // Dictionary of American Biography. — New York, NY.
  5. Florence Augusta Merriam Bailey // Encyclopædia Britannica
  6. https://mormonarts.lib.byu.edu/people/florence-a-merriam-bailey/
  7. Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science : Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th Century — Routledge, 2003. — Vol. 1. — P. 69. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
  8. Oehser, Paul H.. "In Memoriam: Florence Merriam Bailey". The University of New Mexico. ციტირების თარიღი: 2018-03-23