კირილ ფლორენსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფლორენსკი, კირილ)
კირილ ფლორენსკი
დაბ. თარიღი 27 დეკემბერი, 1915(1915-12-27)
დაბ. ადგილი სერგიევ-პოსადი
გარდ. თარიღი 9 აპრილი, 1982(1982-04-09) (66 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ასტრონომი და გეოლოგი
მუშაობის ადგილი რუსეთის მეცნიერებათა აკადემია
ალმა-მატერი სერგო ორჯონიკიძის სახელობის რუსეთის სახელმწიფო გეოლოგიური სამძებრო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი
მამა Pavel Florensky
ჯილდოები მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, მედალი „მამაცობისათვის“, შრომითი მამაცობის მედალი, მედალი „სტალინგრადის დაცვისათვის“, მედალი „ვარშავის გათავისუფლებისათვის“, მედალი „ბერლინის აღებისათვის“, მედალი „შრომის ვეტერანი“, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, „სსრკ-ის შეიარაღებული ძალების 50 წლისთავის“ საიუბილეო მედალი და Jubilee Medal "60 Years of the Armed Forces of the USSR"

კირილ ფლორენსკი (რუს. Кирилл Павлович Флоренский; დ. 27 დეკემბერი 1915, სერგიევ-პოსადი — გ. 9 აპრილი 1982, მოსკოვი) — რუსი გეოლოგიასტრონომი. შედარებითი პლანეტოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. რუსი მეცნიერისა და პოეტის პავლე ფლორენსკის შვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1932 წელს ჩააბარა მოსკოვის გეოლოგიურ-საძიებო ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ბიოგეოქიმიურ ლაბორატორიაში, რომლის ხელმძღვანელი იყო ცნობილი გეოქიმიკოსი ვლადიმერ ვერნადსკი. მუშაობდა გეოქიმიის აირების საკითხებზე. 1942 წელს ნებაყოფლობით ფრონტში ჩაირიცხა, სადაც დარჩა 1945 წლამდე. 1958 წელს დაიცვა დისერტაცია გეოქიმიის ბუნებრივი აირების შესახებ. 1950-იან წლებში დაინტერესდა ტუნგუსკის მეტეორიტის საკითხებით. 1958 წელს მოაწყო ექსპედიცია, სადაც მიმდინარეობდა ტუნგუსკის მეტეორიტის ვარდნის ადგილმდებარეობის გარკვევა. კვლევის შედეგად 1959 წელს წამოწია ჰიპოთეზა. 1961 წელს კირილ ფლორენსკი დაინიშნა ტუნგუსკის მეტეორიტის კომპლექსური ექსპედიციის ხელმძღვანელად. კირილ ფლორენსკის სახელობისაა მთვარის ერთ-ერთი კრატერი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]