შინაარსზე გადასვლა

ფლორა სანდესი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფლორა სანდესი
დაბადების თარიღი 22 იანვარი, 1876(1876-01-22)[1] [2]
დაბადების ადგილი Nether Poppleton, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
გარდაცვალების თარიღი 24 ნოემბერი, 1956(1956-11-24)[1] [2] (80 წლის)
გარდაცვალების ადგილი East Suffolk and Ipswich Hospital, იფსუიჩი[3]
ჯარის სახეობა Army of the Kingdom of Serbia
წოდება კაპიტანი
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი, Monastir Offensive და ბალკანეთის პირველი ომი
ჯილდოები Order of the Star of Karađorđe, Cross of Mercy და Red Cross Merit Medal

ფლორა სანდესი (სერბ:Флора Сендс დ. 22 იანვარი, 1876, დიდი ბრიტანეთი — გ. 24 ნოემბერი, 1956) — ბრიტანელი ქალი, მსახურობდა სერბეთის სამეფო არმიის წევრად პირველ მსოფლიო ომში.

ფლორა სანდესი დაიბადა 1874 წლის 22 იანვარს, დიდ ბრიტანეტში. იყო ირლანდიური ოჯახის უმცროსი ქალიშვილი. მისი მამა სამუელ დიქსონ სანდესი (1822-1914), უიჩერჩის ყოფილი რექტორი, ხოლო მისი დედა იყო სოფია ჯულია (ძვ. ბესნარდი). როდესაც ის ცხრა წლის იყო, ოჯახი საცხოვრებლად მარლსფორდში, საფოლკში გადავიდა, და მოგვიანებით თორნტონ ჰითში, კროიდონის მახლობლად, სურეიში. ბავშვობაში მას განათლებას გუბერნატორები აძლევდნენ. უყვარდა ცხენოსნობა და სროლა, ამბობდა, რომ სურდა ბიჭად დაბადებულიყო. მან ისწავლა მანქანის ტარება და მართავდა ძველ ფრანგულ სარბოლო მანქანას.

ის იყო ერთადერთი ბრიტანელი ქალი, რომელიც ოფიციალურად მსახურობდა ომში ჯარისკაცად. თავდაპირველად წმინდა იოანეს სასწრაფო დახმარების მოხალისე იყო, 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, იგი მოხალისედ გახდა მედდა, მაგრამ უარი მიიღო კვალიფიკაციის არქონის გამო. შემდეგ გაემგზავრა სერბეთის სამეფოში, სადაც ოფიციალურად ჩაირიცხა სერბეთის არმიაში. მას შემდგომში მიენიჭა სერჟანტის მაიორის წოდება, ხოლო ომის შემდეგ უფროსი კაპიტნის. დაჯილდოვდა შვიდი მედლით.

სანდესი შეუერთდა ამერიკელი მედდა მეიბელ გრუიჩის მიერ შექმნილ სენტ-ჯონის სასწრაფოს განყოფილებას და 1914 წლის 12 აგვისტოს დატოვა ინგლისი, გაემგზავრრა სერბეთში 36 ჯგუფთან ერთად, რათა იქ დახმარებოდა ჰუმანიტარული კრიზისის აღმოფხვრას. ისინი ჩავიდნენ ქალაქ კრაგუევაჩში, რომელიც იყო სერბეთის ძალების ბაზა, იბრძოდნენ ავსტრო-უნგრეთის შეტევის წინააღმდეგ. სანდესი შეუერთდა სერბეთის წითელ ჯვარს და მუშაობდა სერბეთის არმიის მე-2 ქვეითი პოლკისთვის სასწრაფო დახმარების მანქანაში.

1915 წელს სანდესი დაჟინებით იბრძოდა ფრონტზე მისასვლელად, საბოლოოდ შეუერთდა მეორე პოლკის სასწრაფო დახმარების მანქანას ბაბუნას უღელტეხილზე. სანდესმა ვეღარ გამოიყენა თავი მედდად და გენერალ მილოშ ვასიჩმა ჩაირიცხა რიგითად. მან სწრაფად მიიღო კაპრალის წოდება.

მოგვიანებით ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1927 წლის მაისში სანდესმა იქორწინა იური იუდენიჩზე, რუსეთის თეთრი არმიის გენერალ ოფიცერზე. წყვილი გარკვეული პერიოდი საფრანგეთში ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ სერბეთში დაბრუნდა. სხვა სამუშაოებთან ერთად, სანდესმა ბელგრადის პირველი ტაქსი მართა. ასევე 1927 წელს მან გამოაქვეყნა მეორე ავტობიოგრაფია. იგი კითხულობდა ვრცელ ლექციებს გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, საფრანგეთში, კანადასა და შეერთებულ შტატებში ომის დროს მიღებული გამოცდილების შესახებ. ლექციების წაკითხვისას მას სამხედრო ფორმა ეცვა.

1941 წლის აპრილში მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიამ იუგოსლავიაზე შეტევა დაიწყო, სანდესი და იუდენიჩი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, მაგრამ შეჭრა დასრულდა მანამ, სანამ ისინი რაიმე სამხედრო მოვალეობის შესრულებას შეძლებდნენ.

მოგვიანებით სანდესი ინგლისში დაბრუნდა. მან სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა საფოლკში, ცხოვრობდა Lower Hacheston-ში, ვიკჰემის ბაზრის მახლობლად. იგი გარდაიცვალა 1956 წლის 24 ნოემბერს აღმოსავლეთ საფოლკისა და იპსვიჩის საავადმყოფოში. კრემირებული იქნა იფსვიჩის კრემატორიუმში და მისი ფერფლი ხსოვნის ბაღში მიიტანეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 SNAC — 2010.
  2. 1 2 A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — P. 383. — ISBN 978-1-85743-228-2
  3. Oxford Dictionary of National Biography / C. Matthew, D. CannadineOxford: OUP, 2004.