ფლატეს მეჩეთი
იერსახე
ფლატეს მეჩეთი — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლატეში.
მეჩეთი აგებულია 1927 წელს[1] მაჰმადიანი მესხების მიერ, რომლებიც სტალინურმა რეჟიმმა 1944 წელს ერთიადან აყარა და გადაასახლა შუა აზიაში.
შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. კედლებიდან ქვები ცვივა. ფლატეს მკვიდრნი ამბობენ, რომ თავის დროზე შენობა მახლობლად მდებარე ეკლესიის ქვებით აშენდა.
იგი წლების წინ ხორბლის საწყობად იყო ქცეული. მეოცე საუკუნის სამოციან წლებში, კედლებისა და სახურავის ჩამონგრევამდე კი აქ სკოლა, ბიბლიოთეკა და კულტურის სახლი განთავსდა დღესდღეობით კი მხოლოდ კედლებია შემორჩენილი.