შინაარსზე გადასვლა

ფლამინიოს ობელისკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფლამინიოს ობელისკი
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
მდებარეობა და ფუნქცია
მდებარეობა რომი, იტალია
Map

ფლამინიოს ობელისკი (იტალ. Obelisco Flaminio) — რომის ცამეტი უძველესი ობელისკიდან ერთ-ერთი, იტალია. მდებარეობს ფლამინიოს კვარტალში, პიაცა დელ პოპოლოზე.

მისი სიმაღლეა 24 მ (67 ფუტი) და ფუძითა და ჯვრით აღწევს 36,50 მ-ს (100 ფუტი).

მეცხრამეტე დინასტიის ფარაონმა სეთი I-მა ობელისკის მასალა ასუანის გრანიტის კარიერებში მოიპოვა. მის სიკვდილამდე მხატვრებმა ობელისკის ოთხი მხრიდან სამი ამოტვიფრეს, რომლის დადგმაც სეტის ჰელიოპოლისში, რეს ტაძარში ჰქონდა განზრახული.[1] სეთის ვაჟმა და მემკვიდრე რამზეს II-მ დაასრულა მისი წარწერები და დადგა ჰელიოპოლისში.

ძვ. წ. I საუკუნეში იგი რომში მიიტანეს ავგუსტუსის ბრძანებით მონტეციტორიოს ობელისკთან ერთად და მოათავსეს მაქსიმუსის ცირკის ცენტრში, რასაც სამი საუკუნის შემდეგ მოჰყვა ლატერანის ობელისკი. ეგვიპტური ობელისკის უმეტესობის მსგავსად, ფლამინიოს ობელისკიც ერთ-ერთი იყო, მაგრამ მისი კომპანიონის კვალი არ არის ნაპოვნი. სეთი I-ის მიძღვნილ წარწერაში ლილვის ერთ მხარეს მეფე იკვეხნის, რომ „ჰელიოპოლისს ობელისკებით აავსებს“.

ობელისკი ხელახლა აღმოაჩინეს 1587 წელს ლატერანის ობელისკთან ერთად, დაყოფილი იყო სამ ნაწილად და აღმართეს პიაცა დელ პოპოლოზე დომენიკო ფონტანას მიერ 1589 წელს, პაპ სიქსტუს V-ის ბრძანებით.

1823 წელს ჯუზეპე ვალადიემ იგი ეგვიპტური სტილის მიბაძვით შეალამაზა ოთხი წრიული აუზით და ქვის ლომებით.

  • Brand, Peter J. (1997). „The 'Lost' Obelisks and Colossi of Seti I“. Journal of the American Research Center in Egypt. 34: 101–114. doi:10.2307/40000801. JSTOR 40000801.
  • Brand, Peter (2000). The Monuments of Seti I: Epigraphic, Historical, and Art Historical Analysis. Leiden. ISBN 978-9004117709. 
  • Curran, Brian A.; Grafton, Anthony; Long, Pamela O.; Weiss, Benjamin (2009) Obelisk: A History. Cambridge, Massachusetts: MIT Press. ISBN 978-0-262-51270-1. 
  • Cesare D'Onofrio, Gli obelischi di Roma, Bulzoni, 1967
  • L'Italia. Roma (guida rossa), Touring Club Italiano, Milano 2004
  • Armin Wirsching, Obelisken transportieren und aufrichten in Aegypten und in Rom, Norderstedt 2007 (2nd ed. 2010), ISBN 978-3-8334-8513-8
  1. Brand 1997, p. 101.