შინაარსზე გადასვლა

ფლავიუს ევგენიუსი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია


ევგენიუსი
Eugenius
რომის იმპერატორი
მმართ. წლები: 22 აგვისტო 392 – 6 სექტემბერი 394
მმართ. დასაწყისი: 22 აგვისტო 392
მმართ. დასასრული: 6 სექტემბერი 394
წინამორბედი: ვალენტინიან II
მემკვიდრე: თეოდოსიუს I
გარდ. თარიღი: 6 სექტემბერი 394
გარდ. ადგილი: ფრიგიდუსის ბრძოლა / ფრიგიდუსის მდინარე
სრული სახელი: Eugenius
რელიგია: ქრისტიანობა
სამხედრო კარიერა
ეროვნება: დასავლეთ რომი იმპერატორი
კუთვნილება: დასავლეთ რომი ლეგიონები
მოღვაწეობა: 392–394
წოდება: იმპერატორი

ევგენიუსი — დასავლეთ რომის იმპერატორი 392 წლიდან 394 წლამდე. რომის სენატის მხრიდან მრავალგზის თხოვნის შემდეგ, მან განაახლა ვენერასა და რომის წარმართული ტაძარი და აღადგინა გამარჯვების საკურთხეველი. ევგენიუსმა თეოდოსიუსის ადმინისტრატორები მისდამი ერთგული ადამიანებით შეცვალა. მათ შორის იყვნენ წარმართებიც, რამაც წარმართული საქმის აღორძინებას შეუწყო ხელი. მისი არმია ფრიგიდუსის ბრძოლაში თეოდოსიუსის არმიას ებრძოდა, სადაც ის ტყვედ ჩავარდა და სიკვდილით დასაჯეს.

გრამატიკისა და რიტორიკის[1] ყოფილი მასწავლებელი, აგრეთვე იმპერატორის კანცელარიის უფროსი,(magister scriniorum)[2], ევგენიუსი, არბოგასტს — დასავლეთის ჯარის მთავარსარდალს — მისი ბიძის, რიქომერესის[3][2], მეშვეობით გაეცნო. არბოგასტი ფრანკული წარმოშობის იყო და იმპერიის დასავლეთ ნაწილს მმართავდა.[2][4]

ხელისუფლებაში მოსვლა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალენტინიანე II-ის[3] გარდაცვალებიდან სამი თვის შემდეგ, 392 წლის 22 აგვისტოს ლიონში, ევგენიუსი, არბოგასტმა[2][5] "ავგუსტუსად" აკურთხა. ევგენიუსის დანიშვნა არბოგასტს ორ მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებდა: პირველი — ევგენიუსი, რომაელი და ქრისტიანი, ავგუსტუსად უფრო შესაფერისი იყო, ვიდრე არბოგასტი,[2] ფრანკი და წარმართი; მეორე — რომის სენატი უფრო მეტად დაუჭერდა მხარს ევგენიუსს.[3]

სამოქალაქო, რელიგიური და სამხედრო პოლიტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერატორად დანიშვნის შემდეგ, ევგენიუსმა შეცვალა საიმპერატორო ადმინისტრატორები. როდესაც თეოდოსიუს I-მა იმპერიის დასავლეთ ნახევარი ვალენტინიანე II-ს დაუტოვა, მან თავისი ერთგული ადამიანები დანიშნა უმაღლეს სამოქალაქო თანამდებობებზე, რათა მთელი იმპერია მკაცრ კონტროლს დაქვემდებარებოდა. ევგენიუსმა ეს ადმინისტრატორები სენატორის კლასიდან მისი ერთგული პირებით ჩაანაცვლა. ვირიუს ნიკომაქ ფლავიანუს უფროსი გახდა პრეტორიის პრეფექტი[6], მისმა ვაჟმა, ნიკომაქ ფლავიანუს უმცროსმა, მიიღო ქალაქის პრეპექტის ტიტული.

მიუხედავად იმისა, რომ ევგენიუსის რელიგიური შეხედულებები ძველ და თანამედროვე ისტორიკოსებს შორის დავის საგანია, ევგენიუსი, საჯაროდ ქრისტიანი[2][4] იყო. წარმართმა სენატორებმა დაარწმუნეს ევგენიუსი, რომ სახელმწიფო სახსრები გამოეყენებინა წარმართული პროექტების დასაფინანსებლად, როგორიც იყო ვენერასა და რომის ტაძრის ხელახლა კურთხევა და გამარჯვების საკურთხევლის აღდგენა კურიაში.[6] ევგენიუსის მიერ წარმართი ნიკომაქ ფლავიანეს დანიშვნამ იტალიის პრეტორიანელ პრეფექტად წარმართული საქმე აღადგინა.[6] ამ რელიგიურმა პოლიტიკამ დაძაბულობა გამოიწვია პროქრისტიანულ ფიგურებთან, მათ შორის იმპერატორ თეოდოსიუს I-თან და გავლენიან ეპისკოპოს ამბროსთან, რომელმაც მილანში თავისი კათედრა დატოვა, როდესაც ევგენიუსის საიმპერატორო კარი იქ ჩავიდა.[7]

ევგენიუსი ასევე წარმატებული იყო სამხედრო სფეროში, განსაკუთრებით ალამანებთან და ფრანკებთან ძველი ალიანსების აღდგენაში. ის რაინის საზღვართანაც კი გაემგზავრა, სადაც თავისი ჯარის აღლუმით შთაბეჭდილება მოახდინა გერმანულ ტომებზე. ამ დემონსტრაციის შემდეგ მან თავის არმიას ალამანური და ფრანკური დანაყოფები შემატა.[8]

იმპერატორად არჩევის შემდეგ, ევგენიუსმა ორი ელჩი გაგზავნა თეოდოსიუსის კარზე, მისი არჩევის აღიარების მოთხოვნით.[2] თეოდოსიუსმა ელჩები მიიღო, თუმცა ორივე ელჩი ბუნდოვანი პასუხებით დაბრუნდა, მათი მისია ვერ შესრულდა.[2] 393 წლის იანვარში თეოდოსიუსმა თავისი რვა წლის ვაჟი ჰონორიუსი დასავლეთის ავგუსტუსის წოდებით დააწინაურა, რაც მიუთითებდა, რომ ევგენიუსის აღზევება მას არ მიაჩნდა ლეგიტიმურად.[9][2]

როდესაც ჰონორიუსის ავგუსტუსად დანიშვნა გახდა ცნობილი, ევგენიუსმა და არბოგასტმა თავისი არმია 393 წლის გაზაფხულს, რაინის საზღვრიდან,[10] იტალიაში[9] გადაიყვანეს. 394 წლის 6 სექტემბერს თეოდოსიუსი კონსტანტინოპოლიდან თავისი არმიით გავიდა და ფრიგიდუსის ბრძოლაში, ვიპავას ხეობაში,[11] შეხვდა ევგენიუსსა და არბოგასტს.[5] სისხლიანი ბრძოლა ორი დღე გაგრძელდა, ბრძოლის მიმდინარეობა გამოირჩეოდა უჩვეულოდ ძლიერი ქარებით და დასრულდა, თეოდოსიუსის ძალების გამარჯვებით.[12] ევგენიუსი დაიჭირეს და სიკვდილით დასაჯეს,[13] მისი თავი კი გამოიფინა თეოდოსიუსის ბანაკში.[14][3] არბოგასტმა თავი მოიკლა მომდევნო დღეს.[13][15]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Errington 2006, pp. 39–40.
  2. 1 2 3 4 5 6 7 8 9 Williams & Friell 1994, p. 129.
  3. 1 2 3 4 Roberts 1998.
  4. 1 2 Hebblewhite 2020, pp. 131–134.
  5. 1 2 Jones, Martindale & Morris, p. 293.
  6. 1 2 3 Williams & Friell 1994, p. 130.
  7. Williams & Friell 1994, pp. 130–131.
  8. Errington 2006, p. 54.
  9. 1 2 Errington 2006, p. 40.
  10. Heather 2012, p. 179.
  11. Potter 2004, p. 532.
  12. Potter 2004, pp. 532–533.
  13. 1 2 Potter 2004, p. 533.
  14. Williams & Friell 1994, p. 134.
  15. Williams & Friell 1994, p. 135.