ფლავის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფლავის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის თავში, ადგილ ბატონის საყდრის ძირში. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს-ადრინდელი რკინის ხანით. აღმოჩენილია 1929 წელს მიწის დამუშავების დროს. მასალა (თიხის შავი ჭურჭელი და ყურიანი ქოთანი) დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]