შინაარსზე გადასვლა

ფლავიო კოტი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფლავიო კოტი
ფლავიო კოტი
კოტი 1997 წელს
შვეიცარიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 1991  31 დეკემბერი, 1991
წინამორბედიარნოლდ კოლერი
მემკვიდრერენე ფელბერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 1998  31 დეკემბერი, 1998
წინამორბედიარნოლდ კოლერი
მემკვიდრერუთ დრეიფუსი

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 1987  30 აპრილი, 1999
წინამორბედიალფონს ეგლი
მემკვიდრეიოსებ დაისი

დაბადებული18 ოქტომბერი, 1939
გარდაცვლილი16 დეკემბერი, 2020
ლოკარნო, შვეიცარია
პოლიტიკური პარტიაქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია

ფლავიო კოტი (დ. 18 ოქტომბერი, 1939[1] – გ. 16 დეკემბერი, 2020) — შვეიცარიელი პოლიტიკოსი, 1986 წლიდან 1999 წლამდე ფედერალური საბჭოს წევრი. ტიჩინოს კანტონიდან „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის“ წევრი. 1990-იან წლებში ფლავიო კოტი შვეიცარიის მთავრობის იმ მცდელობებს ხელმძღვანელობდა, რომლებიც ევროკავშირში ქვეყნის პოლიტიკურ ინტეგრაციას ისახავდა მიზნად, თუმცა აღნიშნული მცდელობები წარუმატებლად დასრულდა. 1991 და 1998 წლებში ფლავიო კოტი კონფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა, სხვადასხვა დროს კი შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა დეპარტამენტებს ედგა სათავეში.

ადრეული ცხოვრება და პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფლავიო კოტი მურალტოში დაიბადა. ფრიბურში სამართლის შესწავლის შემდეგ, ფლავიო კოტი საადვოკატო საქმიანობას ლოკარნოში ეწეოდა და პოლიტიკურ კარიერას მშობლიურ ტიჩინოში აგრძელებდა.[2]

1962 წელს ფლავიო კოტი ახლად დაარსებულ „ტიჩინოს დემოკრატიულ სახალხო პარტიას“ (Partito popolare democratico ticinese) ჩაუდგა სათავეში. 1981 წელს კოტი კანტონალური ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტად აირჩიეს, ხოლო 1981 წლიდან 1984 წლამდე ფლავიო ეროვნული პარტიის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.[2]

1962 წლიდან 1975 წლამდე ფლავიო კოტი კანტონალური პარლამენტის წევრს წარმოადგენდა.[2] 1975 წელს ფლავიო კოტი ტიჩინოს კანტონალურ მთავრობაში აირჩიეს. 1983 წელს ფლავიო კოტი ეროვნული პარლამენტის ქვედა პალატის, ეროვნული საბჭოს წევრი გახდა.[3]

ფლავიო კოტი შვეიცარიის ფედერალურ საბჭოში 1986 წლის 10 დეკემბერს ალფონს ეგლის ნაცვლად აირჩიეს, ხოლო აღნიშნული პოსტიდან კოტი 1999 წლის 30 აპრილს გადადგა.[1] უფლებამოსილების პერიოდში ფლავიო სათავეში ფედერალურ შინაგან საქმეთა დეპარტამენტს (1987–1993)[1] და ფედერალურ საგარეო საქმეთა დეპარტამენტს (1994–1999)[1] ედგა. ფლავიო კოტი კონფედერაციის პრეზიდენტის პოზიციას ორჯერ იკავებდა: პირველად 1991 წელს, ხოლო მეორედ — 1998 წელს.[4]

ფლავიო კოტის პოლიტიკური ფილოსოფია ოპტიმისტურ გლობალიზმს ეფუძნებოდა. კოტის მოსწონდა, როდესაც ხედავდნენ როგორც ვიზიონერსა და განათლებულ ადამიანს (homme des lettres).[3] როგორც დარწმუნებულმა ევროფილმა, კოტიმ გადამწყვეტი როლი ითამაშა ფედერალური საბჭოს 1992 წლის გადაწყვეტილებაში, რომლის მიხედვითაც შვეიცარიას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ უნდა ესწრაფვა. აღნიშნული ნაბიჯი წარუმატებელი აღმოჩნდა რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც შვეიცარიელმა ამომრჩევლებმა ევროპის ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანებაზე უარი თქვეს, რამაც ევროკავშირთან შვეიცარიის შემდგომი ინტეგრაცია შეაფერხა.[3] ამ და სხვა სფეროებში ფლავიო კოტის ხედვები შეუსაბამო აღმოჩნდა შვეიცარიის რთულ და ნელ კონსენსუსზე დაფუძნებულ პოლიტიკასთან, რის გამოც ფლავიო კოტის მეტსახელად „განცხადებების მინისტრი“ (Ankündigungsminister) შეარქვეს.[3]

1994 წლიდან, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას, ფლავიო დაეხმარა შვეიცარიას ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენაში.კოტიმ მოამზადა და გააფორმა ხელშეკრულებების სერია, რომლებიც დღემდე არეგულირებს შვეიცარია-ევროკავშირის კავშირებს.[5] კოტი ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებებს შვეიცარიისა და შვეიცარიული ბანკების წინააღმდეგ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა პრეტენზიების მოსაგვარებლად.[5] ფლავიო კოტი აქტიურად უჭერდა მხარს შვეიცარიის გაწევრიანებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, რაზეც ამომრჩევლები მხოლოდ ფლავიო კოტის გადადგომის შემდეგ, 2002 წელს დათანხმდნენ.[5] ფლავიო კოტი ასევე ღირსეულად წარმოადგენდა ქვეყანას საზღვარგარეთ და მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც ეუთოს (OSCE) პირველმა შვეიცარიელმა თავმჯდომარემ.[3]

პოსტ-მინისტრისეული ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კოტი წამყვან მრჩეველთა პოზიციებს იკავებდა მსხვილ შვეიცარიულ კომპანიებში, მათ შორის Credit Suisse-ის საბჭოშიც მოღვაწეობდა.[3]

ფლავიო 2020 წლის 16 დეკემბერს, 81 წლის ასაკში, შვეიცარიაში COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, კორონავირუსით გარდაიცვალა.[6]

  1. 1 2 3 4 Flavio Cotti. The Federal Council. ციტირების თარიღი: 17 December 2020
  2. 1 2 3 თარგი:HDS
  3. 1 2 3 4 5 6 Foppa, Daniel. (16 December 2020) Zum Tod von Alt-Bundesrat Flavio Cotti – Der Europäer de. ციტირების თარიღი: 16 December 2020
  4. Presidents of the Confederation. The Federal Council. ციტირების თარიღი: 17 December 2020
  5. 1 2 3 Keystone-SDA/jdp. (17 December 2020) Former Swiss president and UN champion Flavio Cotti dies en. ციტირების თარიღი: 17 December 2020
  6. Ex-Bundesrat Flavio Cotti ist tot de (16 December 2020). ციტირების თარიღი: 16 December 2020