შინაარსზე გადასვლა

ფიჩხის ქალაქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფიჩხის ქალაქი — ისტორიული სოფელი შიდა ქართლში, ქალაქ ცხინვალის მიდამოებში. მდებარეობდა მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა მხარეს, ზღუდრის ჩრდილოეთით გორაზე.

ფიჩხის ქალაქი პირველად იხსენიება ზაზა მაჩაბლის 1612 წლის სიგელში (ხეც Hd-9440). ვახუშტი ბატონიშვილს ფიჩხის ქალაქი აღნიშნული აქვს თავის მიერ შედგენილ რუკაზე (დაახლ. 1745) საკულტო ნაგებობის ნიშნით (ჯვრით). იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში“ (1790-იანი წლები) დასახელებულია ცხინვალის ხეობის „მოსახლე“ სოფლებს შორის. დასახლება დღეს აღარ არსებობს. მისი ადგილი უჭირავს ტყე-ბუჩქნარს, რომლის სამხრეთით შემორჩენილია გალავნის ნაშთები. ამ ადგილს დღესაც ფიჩხიანს უწოდებენ.