მზიანი
სოფელი | |
---|---|
მზიანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ასკანა |
კოორდინატები | 41°58′45″ ჩ. გ. 42°09′30″ ა. გ. / 41.97917° ჩ. გ. 42.15833° ა. გ. |
ადრეული სახელები | ფიჩხისჯვარი |
ფართობი | 6 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 160 მ |
მოსახლეობა | 263[1] კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 43,8 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მზიანი (ყოფ. ფიჩხისჯვარი) — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ასკანის თემში (სოფლები: ასკანა, დაბალი ეწერი, მზიანი). მდებარეობს მდინარე ყურეფას მარცხნივ, ზღვის დონიდან 160 მ. ასკანიდან 6 კმ., ოზურგეთიდან 20 კმ. მოსახლეობა ძირითადად მისდევს მეთხილეობას, მეცხოველეობასა და მეფრინველეობას, მოქმედებს მზიანის ჩაის ფაბრიკა. სოფელში დაიბადა პათოლოგიური ანატომიის ფუძემდებელი ვლადიმერ ჟღენტი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის ძველი სახელია ფიჩხისჯვარი. 1922 წლის 26 მაისს ხიდისთავის რაიონის სოფელ ფიჩხისჯვრის ცენტრში გაიმართა მიტინგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. მიტინგი საბჭოთა ხელისუფლებამ დაარბია, რასაც მოჰყვა მსხვერპლი.[2] 1929 წელს დაიხურა სოფლის ეკლესია და მსახურება შეწყვიტა მღვდელმა ერმალო ჯაველიძემ.[3]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 263 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[4] | 233 | ||
2002[5] | 394 | 197 | 195 |
2014[1] | 263 | 122 | 141 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 659.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ თალაკვაძე ნ., „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, თბილისი: ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, 2013. — გვ. 256, 285, ISBN 978-99940-28-77-1.
- ↑ იქვე გვ. 558
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|