ფიქრი იშიქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფიქრი იშიქი
Fikri Işık
ფიქრი იშიქი Fikri Işık
თურქეთის ვიცე-პრემიერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 ივლისი, 2017 – 9 ივლისი, 2018
პრეზიდენტი  რეჯეფ თაიფ ერდოღანი
პრემიერ-მინისტრი  ბინალი ილდირიმი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 მაისი, 2016 – 19 ივლისი, 2017
პრეზიდენტირეჯეფ თაიფ ერდოღანი
პრემიერ-მინისტრიბინალი ილდირიმი
წინამორბედიისმეთ ილმაზი
მემკვიდრენურეთინ ჯანიქლი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 დეკემბერი 2013 – 24 მაისი 2016
პრეზიდენტიაბდულა გიული
რეჯეფ თაიფ ერდოღანი
პრემიერ-მინისტრირეჯეფ თაიფ ერდოღანი
აჰმეთ დავუთოღლუ
წინამორბედინიჰათ ერგიუნი
მემკვიდრეფარუქ იოზლიუ

დაბადებული13 სექტემბერი, 1965 (1965-09-13) (54 წლის)
ბაბაჯანი, შირანი, გუმუშჰანე თურქეთის დროშა თურქეთი
საარჩევნი ოლქი2007 - ქოჯაელი
2011 - ქოჯაელი
2015 - ქოჯაელი
პოლიტიკური პარტიასგპ
მეუღლენიგარ იშიქი
შვილები4
განათლებაახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი
პროფესიამასწავლებელი, ბიზნესმენი
რელიგიასუნიტური ისლამი
საიტიhttp://www.fikriisik.com/

ფიქრი იშიქი (თურქ. Fikri Işık; დ. 13 სექტემბერი 1965, ბაბაჯანი, შირანი, გუმუშჰანე, თურქეთი) — თურქი მასწავლებელი, ბიზნესმენი, ადვოკატი და თურქეთის ყოფილი ვიცე-პრემიერ მინისტრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიქრი დაიბადა 1965 წლის 13 სექტემბერს გუმუშჰანეს პროვინციის შირანის რაიონის სოფელ ბაბაჯანში, თევფიქ და მეჯბურე იშიქის ოჯახში.[1] დაწყებითი განათლება ჰერექე სიუმერის სკოლაში, ხოლო საშუალო განათლება იზმითის იმამ ჰათიფის კოლეჯში მიიღო. 1989 წელს დაამთავრა ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტი, მათემატიკის მასწავლებლის პროფესიით. მუშაობდა ინგლისური ენისა და მათემატიკის მასწავლებლად იზმითისა და სტამბოლის სკოლებში, ასევე მუშაობდა კვების მრეწველობის მენეჯერად.[2]

იშიქი დაოჯახებულია და ჰყავს 4 შვილი, იცის ინგლისური და არაბული ენა.[3]

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა.[4] 2001 წლის 20 ოქტომბერს სგპ-ს ქოჯაელის ადგილობრივ ორგანიზაციაში დაიწყო მუშაობა. 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ქოჯაელის პროვინციის დეპუტატი გახდა. 2007-2013 წლებში სგპ-ს ცენტრალური ორგანიზაციის რეგიონალურ კოორდინაციაში მუშაობდა, ამავე დროს 2011 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და კვლავ გახდა პარლამენტის წევრი ქოჯაელის პროვინციიდან.[5] 2013 წლის 31 იანვარს თურქეთის პარლამენტის ეროვნული განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე გახდა.[6]

2013 წლის 25 დეკემბერს თურქეთის მეცნიერების, მრეწველობის და ტექნოლოგიების მინისტრი[7][8], ხოლო 2016 წლის 24 მაისიდან თურქეთის თავდაცვის მინისტრია[9].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]