ფიქრია ზანდუკელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფიქრია ზურაბის ასული ზანდუკელი (დ. 9 აპრილი, 1933, თბილისი, — გ. 3 ნოემბერი, 2005, იქვე) — ქართველი ფილოლოგი, ფოლკლორისტი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1956). მუშაობდა იქვე, იყო ფოლკლორისტიკის განყოფილების წამყვანი მეცნიერი-თანამშრომელი. იკვლევდა საბავშვო ფოლკლორის, საწესჩვეულებო პოეზიის, ხალხური პროზის, მხატვრული ოსტატობის, ფოლკლორული ჟანრების თავისებურებებს რეგიონების მიხედვით და ფოლკლორისტიკის სხვა საკითხებს. ძირითადი ნაშრომები: „ფოლკლორი და ქართველი საბავშვო მწერლები“ (1974), „ქართული საბავშვო ფოლკლორის საკითხები“ (1977), „წერილები საბავშვო ფოლკლორზე“ (1980), „მხატვრული ოსტატობის საკითხები ქართულ ფოლკლორში“ (1985), „ქართული ფოლკლორის მოკლედ ანოტირებული ბიბლიოგრაფია (1829–1901)“ (წგ. 1, 1973, ე. ვირსალაძესა და მ. გოგიჩაიშვილთან ერთად) და სხვ. 1988 წელს „ქართული ხალხური პოეზიის“ თორმეტტომეულის მომზადებისათვის მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (სხვებთან ერთად).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]