ფიფქია და მონადირე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ფიფქია და მონადირე“
ინგლ. Snow White and the Huntsman
რეჟისორი რუპერტ სანდერსი
პროდიუსერი ჯო როთი
სემ მერსერი
როლებში
კომპოზიტორი ჯეიმზ ნიუტონ ჰოვარდი
მწარმოებელი კომპანია Roth Films
დისტრიბუტორი Universal Pictures
გამოსვლის თარიღი

30 მაისი, 2012 (გაერთიანებული სამეფო)

1 ივნისი, 2012 (აშშ)
ხანგრძლივობა 127 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 170 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 396.6 მილიონი აშშ დოლარი

„ფიფქია და მონადირე“ (ინგლ. Snow White and the Huntsman) — 2012 წლის ამერიკული ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, რომელიც გადაღებულია ძმები გრიმების მიერ შექმნილი გერმანულ ზღაპარზე, „ფიფქია“ დაყრდნობით. ფილმი წარმოადგენს რუპერტ სანდერსის სადებიუტო ნაწარმოებს, სადაც რეჟისორად მიიღო მონაწილეობა. ფილმის სცენარი შექმნეს ევან დაუგერტმა, ჯონ ლი ჰენკოკიმ და ჰოსეინ ამინიმ. ფილმში მონაწილეობენ მსახიობები: კრისტენ სტიუარტი, შარლიზ ტერონი, კრის ჰემსვორტი, სემ კლაფლინი და ბობ ჰოსკინსი. ფილმში მოქმედებები ფიფქიას გარშემო ვითარდება, რომელიც ბოროტი დედინაცვლის, დედოფალი რავენას, ტყვეობაში იზრდება. მას შემდეგ, რაც ფიფქია ტყეში გაიქცევა რავენა მონადირეს, ერიკს აგზავნის მის მოსაძებნად, სანაცვლოდ კი გარდაცვლილი ცოლის დაბრუნებას პირდება.

ფიფქია და მონადირე თეატრალურად გამოვიდა გაერთიანებულ სამეფოში 2012 წლის 30 მაისს, ხოლო შეერთებულ შტატებში 2012 წლის 1 ივნისს, Universal Pictures– ის მიერ. ფილმი წარმატებული აღმოჩნდა და მსოფლიოს მასშტაბით 396,6 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა 170 მილიონიანი ბიუჯეტის სანაცვლოდ. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები აქებდნენ წარმოების დიზაინსა და ვიზუალურ ეფექტებს, ტერონისა და ჰემსვორტის შესრულებებს, მუსიკალურ პარტიტურასა და მოქმედებათა თანმიმდევრულობებს, სტიუარტისა და კლაფლინის შესრულებებმა მიიღეს არაერთგვაროვანი შეფასება, ხოლო სცენარი მწვავედ გააკრიტიკეს. ფილმმა მიიღო ოსკარის ორი ნომინაცია საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისა და საუკეთესო კოსტიუმების დიზაინის ნომინაციებში ოსკარის 85-ე დაჯილდოებაზე.

ფილმის გაგრძელება, მონადირე: ზამთრის ომი გამოვიდა 2016 წლის 22 აპრილს, რომლის რეჟისორიც სედრიკ ნიკოლას-ტროიანი იყო.ფილმში ჰემსვორტმა, ტერონმა, კლაფლინმა და ნიკ ფროსტმა კვლავ განასახიერეს თავიანთი როლები, ხოლო ახალი პერსონაჟების როლები ემილი ბლანტმა და ჯესიკა ჩესტეინმა შეასრულეს. სტიუარტმა ამ ნაწილში მონაწილეობა არ მიიღო, მაგრამ ის მაინც გამოჩნდა საარქივო კადრებში.

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევან დოგერტიმ სცენარი თავდაპირველად 2003 წელს დაწერა, როდესაც იგი სწავლობდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში.[1] იმ დროს ზღაპრების მიხედვით ფილმების გადაღება არ იყო პოპულარული და დორგეტის აზრით „არავინ არ იცოდა თუ როგორ უნდა გაეკეთებინათ ეს".[1] უფრო დიდი პრობლემა გაჩნდა, როდესაც გამოუშვეს ტერი გილიამის ფილმი ძმები გრიმები (2005), რამაც მცირე თანხა გამოიმუშავა. [1] სცენარი საბოლოოდ განიხილეს და წარმოება დაიწყეს ტიმ ბარტონისალისა საოცრებათა ქვეყანაში“-ის (2010) წარმატების შემდეგ. [1]

მსახიობთა შერჩევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კინოპროდიუსერებმა ფიფქიას როლის შემსრულებლად ნაკლება ცნობილი მსახიობის არჩევა გადაწყვიტეს. ისინი როლიზე მოიაზრებდნენ: რაილის კიოგს, ფელისიტი ჯონსს, ბელა ჰითკოტს, ალისია ვიკანდერს ან რეიჩელ მაქსველს. მოგვიანებით გამოჩნდა, რომ ეს იდეა არ იმუშავებდა, რადგან როლზე კანდიდატურები წარადგინეს დაკოტა ფენინგმა და კრისტენ სტიუარტმა.[2]2011 წლის 4 მარტს თანაპროდიუსერის, პალაკ პატელის Twitter-ზე შეტყობინებების სერიამ დაადასტურა, რომ როლი სტიუარტს შესთავაზედ.[3] უინონა რაიდერი თავდაპირველად დედოფალ რავენას როლზე განიხილებოდა, მაგრამ მოგვიანებით როლზე შარლის თერონი დამტკიცდა.[4] ტომ ჰარდის, სავარაუდოდ პირველს შესთავაზეს ერიკის, მონადირის როლი, მაგრამ წინადადება უარყო. როგორც ჩანს, როლი ასევე შესთავაზეს მაიკლ ფასბენდერს[5] და ჯონი დეპს, მაგრამ ორივე მათგანმა უარი განაცხადა.[6] ამბობდნენ, რომ ვიგო მორტენსენი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ამ როლისთვის, მაგრამ საბოლოოდ ისევ თვითონვე განაცხადა უარი.[7] არსებობს მოსაზრება, რომ ჰიუ ჯეკმანს შესთავაზეს როლი, მაგრამ მანაც უარი განაცხადა.[8] 2011 წელს საბოლოოდ დამტკიცდა, რომ მონადირის როლს თორის ვარსკვლავი, კრის ჰემსვორთი შეასრულებდა.[9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Berkshire, Geoff. 'Snow White and the Huntsman' writer Evan Daugherty on reviews, casting Kristen Stewart and getting 'fired'.
  2. „Kristen Stewart: 'Snow White And The Huntsman' Casting Talks“. The Huffington. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 29, 2012. ციტირების თარიღი: ივლისი 25, 2011.
  3. Kristen is Officially Playing 'Snow White'. BlogSpot.com (March 2011). ციტირების თარიღი: July 25, 2011.
  4. Sterling Wong. (February 8, 2011) 'Snow White' Lands Julia Roberts As Evil Queen, So How Does She Stack Up Against Charlize Theron?. MoviesBlog.MTV.com. ციტირების თარიღი: July 25, 2011.
  5. Movie Review: Snow White and the Huntsman. ციტირების თარიღი: March 27, 2018.[მკვდარი ბმული]
  6. Jeff Sneider. Exclusive: Johnny Depp Offered a Date With 'Snow White'. The Wrap. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 21, 2014. ციტირების თარიღი: June 7, 2012.
  7. Labrecque, Jeff. (March 26, 2011) Viggo Mortensen dumps Snow White ... for Superman?. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: October 26, 2019.
  8. Vilkomerson, Sara. (April 13, 2011) Hugh Jackman no longer in talks for 'Snow White'. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: October 26, 2019.
  9. Finke, Nikki; Jr, Mike Fleming. Mighty Thor Chris Hemsworth To Star Opposite Kristen Stewart: Closes 'Huntsman' Role In Snow White Saga (May 14, 2011). ციტირების თარიღი: October 26, 2019.