ფიფა-ს საუკეთესო საფეხბურთო მწვრთნელი
იერსახე
ფიფა-ს საუკეთესო საფეხბურთო მწვრთნელი (ინგლ. The Best FIFA Football Coach) — საფეხბურთო ჯილდო, რომელიც ფიფა-ს მიერ ყოველწლიურად გადაეცემა საფეხბურთო მწვრთნელს, რომელსაც გამოკითხვის შედეგად ასახელებენ საუკეთესოდ. გამოკითხვა, მსგავსად საუკეთესო ფეხბურთელისა, ტარდება ფიფა-ს წევრი ქვეყნების ჟურნალისტებს, საფეხბურთო ნაკრებების მთავარი მწვრთნელებსა და კაპიტნებს შორის.
ჯილდო დაწესდა 2010 წელს, ფიფა-ს ოქროს ბურთის შექმნის პარალელურად, როგორც ფიფა-ს წლის მწვრთნელი (ინგლ. The Best FIFA Football Coach) და იგი გადაეცემა, როგორც წლის საუკეთესო ვაჟ ფეხბურთელთა მწვრთნელს, ასევე წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელთა მწვრთნელს. 2016 წლიდან, გამარჯვებულებს ჯილდო გადაცემა ფიფა-ს საუკეთესოთა საფეხბურთო დაჯილდოების ფარგლებში.
გამარჯვებულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფიფა-ს წლის საუკეთესო მწვრთნელი ვაჟთა ფეხბურთში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამარჯვებულთა რეიტინგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მწვრთნელი | პირველი ადგილი | მეორე ადგილი | მესამე ადგილი | გუნდი | |
---|---|---|---|---|---|
1 | პეპ გუარდიოლა | 1 | 1 | 2 | ბარსელონა, ბაიერნი |
2 | ჟოზე მოურინიუ | 1 | 1 | 1 | ინტერნაციონალე, რეალ მადრიდი |
3 | ვისენტე დელ ბოსკე | 1 | 1 | 0 | ესპანეთი |
3 | ზინედინ ზიდანი | 1 | 1 | 0 | რეალ მადრიდი |
4 | იუპ ჰაინკესი | 1 | 0 | 0 | ბაიერნი |
4 | იოახიმ ლევი | 1 | 0 | 0 | გერმანია |
4 | ლუის ენრიკე | 1 | 0 | 0 | ბარსელონა |
4 | კლაუდიო რანიერი | 1 | 0 | 0 | ლესტერ სიტი |
ფიფა-ს წლის საუკეთესო მწვრთნელი ქალთა ფეხბურთში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამარჯვებულთა რეიტინგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მწვრთნელი | პირველი ადგილი | მეორე ადგილი | მესამე ადგილი | გუნდი | |
---|---|---|---|---|---|
1 | სილვია ნაიდი | 3 | 0 | 0 | გერმანია |
2 | ნორიო სასაკი | 1 | 2 | 1 | იაპონია |
3 | პია სენდჰაგე | 1 | 1 | 3 | აშშ შვედეთი |
4 | რალფ კალერმანი | 1 | 1 | 0 | ვოლფსბურგი |
4 | ჯილ ელისი | 1 | 1 | 0 | აშშ |