შინაარსზე გადასვლა

ფიურერპრინციპი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ფიურერი ყოველთვის მართალია“ - პოსტერი „ნაცისტური პარტიის ყოველკვირეული ციტატების" გამოცემიდან, 16 თებერვალი, 1941

ფიურერპრინციპი (Führerprinzip)(ლიდერის პრინციპი) — აღმასრულებელი ორგანოს საფუძველი ფაშისტური გერმანიის მმართველობაში. ის ფიურერის სიტყვას ყველა დაწერილ კანონზე მაღლა აყენებდა, და გულისხმობდა, რომ ყველას და ყველაფერს, მათ შორის მთავრობის პოლიტიკას, გადაწყვეტილებებს და თანამშრომლებს, მმართველის სურვილის რეალიზაცია უნდა მოეხდინათ. პრაქტიკაში, ფიურერპრინციპი ადოლფ ჰიტლერს აძლევდა ერთპიროვნულ კონტროლს საკუთარი პოლიტიკური პარტიის იდეოლოგიასა და პოლიტიკაზე; მსგავსი მმართველობა ფაშიზმის უმთავრესი მახასიათებელი იყო.[1] პარლამენტი „პოლიტიკურ უფლებამოსილებას" ჰიტლერისაგან იღებდა, და ფიურერპრინციპი გულისხმობდა, რომ მხოლოდ ის, რასაც ფიურერი „ბრძანებს, ნებას დართავს, ან აკრძალავს არის ჩვენი ცნობიერება". ამასთან ერთად, პარტიის ლიდერები ფიცს „ადოლფ ჰიტლერის სამუდამო ერთგულებაზე“ დებდნენ.[1][2]

  1. 1.0 1.1 (1947) „Chapter VII“, Nazi Conspiracy and Aggression. The Chief Counsel for Prosecution of Axis Criminality, U.S. Government Printing Office, გვ. 191. 
  2. Nuremberg - Transcript Viewer - Transcript for IMT: Trial of Major War Criminals. ციტირების თარიღი: 2025-01-04