ფისტინოის სახლი
| ფისტინოის სახლი | |
|---|---|
|
| |
| სტატუსი | regional cultural heritage site in Russia |
| ქვეყანა |
|
| მდებარეობა და ფუნქცია | |
| მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
| დასრულება | XIX საუკუნის მეორე ნახევარი |
![]() | |
ფისტინოის სახლი (რუს. Дом Фистиной) — ორსართულიანი სახლი, არქიტექტურული ძეგლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში. როსტოვის ოლქის საბჭოს 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 გადაწყვეტილებით სახლი განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიას[1].
მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 65.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაგანროგში, ბერძნების ქუჩა 65-ში მდებარე სახლი ააგეს XIX საუკუნის მეორე ნახევარში.
ცნობილია მისი მფლობელები და მაცხოვრებლები. თავდაპირველად სახლს ფლობდა ვაჭარი ანა ფისტინოი, მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი მისი მემკვიდრეების ხელში გადავიდა. 1870-იან წლებში სახლი იყიდა შტაბს-კაპიტან ს. პეკუნევიჩის ცოლმა, შემდეგ მისგან კი კურსკელმა მეშჩანინმა ვასილი ტიჩინინმა. 1890-იანი წლების ბოლოს სახლი პეტრე ევგრაფოვიჩის ცოლის, ლუდმილა ლუკინას, კუთვნილებაა. მათ ჯვარი დაიწერეს 1891 წლის 27 იანვარს. 6 ოქტომბერს შეეძინათ ნიკოლოზი. შემდეგ გიორგი და 1899 წელს - ვალენტინი. რამდენიმე ხანი პეტრე ევგრაფოვიჩი მსახურობდა ტომსკის ჟანდარმერიის სამმართველოში. 1910 წელს გადადგა სამსახურიდან.
1910 წელს სახლი იყიდა ანტონინა დომიანოვნამ. 1910-იან წლებში სახლი იქირავა ადვოკატის თანაშემწემ, ტაგანროგის საქველმოქმედო საზოგადოების მდივანმა ჰერმან ემანუელის ძე შტეინფინკელმა.
სამოქალაქო ომის პერიოდში შენობა შეიძინა ბრულ გრეპერმა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კი მოხდა სახლის ნაციონალიზაცია.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახლს აქვს ხუთი ფანჯარა ფასადზე. პირველი სართული რუსტირებულია. სახურავი ოთხფერდაა. მეორე სართულის ფანჯრები გაფორმებულია სწორკუთხა სანდრიკებით[2].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Гаврюшкин О. П. По старой Греческой... (Хроника обывательской жизни). — Таганрог: Лукоморье, 2003. — 514 с. — ISBN 5-901565-15-0.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Таганрог. Греческая улица, 65 დაარქივებული 2019-04-18 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ЖИЛОЙ ДОМ. КОМПЛЕКС ЗАСТРОЙКИ УЛИЦЫ.[მკვდარი ბმული]
- ↑ Глазычев В. Л. Архитектура. Энциклопедия. — М.: Дизайн. Информация. Картография; Астрель; АСТ, 2002. — 672 с. — ISBN 5-17-005418-1.
