ფისოვანი მცენარეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფისოვანი მცენარეებიმცენარეები, რომლებიც შეიცავენ ფისებს (იხ. ბუნებრივი ფისები) და ბალზამებს. ეს ნივთიერებები გროვდება ღეროს, ფესვისა და ფოთლის ფისის სავალებში. ეს ნივთიერებები გროვდება ღეროს, ფესვისა და ფოთლის ფისის სავალებში ქერქის კოპებში და სხვა სათავსებში. ისინი მცენარეს იცავენ ცხოველებისა და პარაზიტული სოკოებისაგან. ფისოვანი მცენარეები გავრცელებულია მსოფლიოს თითქმის ყველა მხარეში. ძვირფას ფისებს — დამარებს იძლევა ჰოპეას, შორეას, კანარიუმის და სხვა სახეობები. აგათისის, დანიელას, ჰიმენეას, ტრაქილობიუმის სახეობებიდან იღებენ კოპალებს, ბოსუელიას სახეობებიდან — ოლიბანს, კალიტრისიდან და ტეტრაკლინისიდანსანდარაკს; კომიფორას სახეობებიდან მოიპოვებენ მექის ბალზამს და მურს, ქსანტორეადან — აკაროიდულ ფისს და ა. შ. საქართველოში იზრდება კევის ხე, რომლის ფისი გამოიყენება ლაქის წარმოებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]