ფისის სავალები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფისის სავალებიმცენარეში, გრძელი, ფისით (ძივთით) ამოვსებული არხები, რომლებიც წარმოიქმნება უჯრედების დაცილების და უჯრედშორისების ჩამოყალიბების შედეგად. დამახასიათებელია ყველა წიწვოვანის ფოთლისა და ნორჩი ღეროს პირველადი ქერქისათვის. ფიჭვისებრთა მერქანში ვერტიკალური და ჰორიზონტალური არხებია, ლაფანში — მხოლოდ ჰორიზონტალური.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]