ფირფიტა (მიკოლოგია)

ფირფიტა, ლამელა, ან სოკოს ფირფიტა — სოკოს ქუდის ქვეშ არსებული თხელი, ფურცლისებრი სტრუქტურა, რომლითაც სოკო სპორებს ავრცელებს. ფირფიტების ნიშნები მნიშვნელოვანია სახეობების იდენტიფიკაციისთვის. ფირფიტების ფეხთან მიმაგრება კლასიფიცირდება მათი ფორმის მიხედვით. აგრეთვე, მნიშვნელოვან მახასიათებლებად შეიძლება ჩაითვალოს ფერი, სიმჭიდროვე და ფირფიტების ფორმა. გარდა ამისა, ფირფიტებს შეიძლება ჰქონდეს გამორჩეული მიკროსკოპული ან მაკროსკოპული თავისებურებები. მაგალითად, რძიანა სოკოები, ჩვეულებრივ, ფირფიტებიდან ლატექსს გამოყოფენ.
თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ ყველა ფირფიტების მქონე სოკო მიეკუთვნებოდა ფირფიტოვანთა (ლათ. Agaricales) რიგს, თუმცა სოკოების უფრო დეტალური შესწავლისას გაირკვა, რომ ზოგიერთი ფირფიტებიანი სახეობა ამ რიგს არ მიეკუთვნება. დღეს ეს შემთხვევა, კონვერგენტული ევოლუციის სახელითაა ცნობილი (ანუ, ფირფიტოვანი სტრუქტურები დამოუკიდებლად განვითარდნენ)
მიქლიოსა და კრატერელუსის ორი მონათესავე გვარის წარმომადგენლებს გააჩნიათ ნაოჭიანი ჰიმენოფორი — რუდიმენტული ფირფიტისმაგვარი სტრუქტურები, რომლებსაც ხანდახან „ცრუ ფირფიტებს“ უწოდებენ. ისინი განსხვავდებიან „ნამდვილი ფირფიტებისგან“, რადგანაც ჰიმენიუმის სტრუქტურა უწყვეტად გრძელდება ფირფიტების კიდეზე, ამიტომ ისინი სხვა არაფერია, თუ არა ნაკეცები, ნაოჭები ან ძარღვები.[1] ძარღვასოკოების გვარსაც აქვს ცრუ ფირფიტები. ეს პრიმიტიული ლამელები გვაჩვენებენ, თუ როგორ ვითარდებოდნენ ნამდვილი ფირფიტები ევოლუციურად.[2]
-
შეზრდილი
-
ვიწროდშეზრდილი
-
დაღმავალი
-
შეზრდილი კბილით
-
თავისუფალი
-
ამოკვეთილად შეზრდილი
-
ტალღოვანი
-
ნახევრად დაღმავალი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ See Tom Volk’s Fungus of the Month for January 2008 დაარქივებული 2013-07-19 საიტზე Wayback Machine. for a description of the difference between «real» and «false» gills.
- ↑ Moncalvo JM, Nilsson RH, Koster B, Dunham SM, Bernauer T, Matheny PB, Porter TM, Margaritescu S, Weiss M, Garnica S, Danell E, Langer G, Langer E, Larsson E, Larsson KH, Vilgalys R (2006). „The cantharelloid clade: dealing with incongruent gene trees and phylogenetic reconstruction methods“ (PDF). Mycologia. 98 (6): 937–948. doi:10.3852/mycologia.98.6.937. PMID 17486970. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2010-06-13. ციტირების თარიღი: 2013-03-23.. The important «false gill» characteristic of the chanterelles is discussed on page 938 and it is mentioned that lamellae of Gomphus are similar.