ფირმალიანი
იერსახე
„ფირმალიანი“ — ძველი ქართული მწერლობის ძეგლი, ზღაპრულ-ეპიკური პროზაული თხზულება. ვარაუდით, გადმოკეთებულია რომელიღაც სპარსული დასთანიდან (წყარო უცნობია). ქართულ მწერლობაში ცნობილია მეორე სათაურითაც: „ამბავი დიფნის ქალაქისა ანუ მორჭმა – დიდებითა ცხოვრება და მოქალაქეობა ხელმწიფისა ფირმალისა და ძისა აბულ ისაყისა“. დაახლოებით 1680 წელს „ფირმალიანი“ გაულექსავს ფეშანგი ფაშვიბერტყაძეს; გალექსილი რედაქცია დაკარგულია. ჩვენამდე მოღწეულია XVIII—XIX საუკუნეების დათარიღებული „ფირმალიანის“ 4 ხელნაწერი. გამოსცა ალექსანდე ხახანაშვილმა 1904 წლის („მოამბე“ № 6).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლოლაშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 330.