ფირან გუშნასპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ფირან გუშნასპი (გ. 542) — ქართლისა და ალბანეთის მარზპანი დაახლოებით VI საუკუნის დამდეგიდან. წარმოშობით რეიდან იყო. განეკუთვნებოდა მიჰრანთა საგვარეულოს. ფირან გუშნასპი 518 წელს გაქრისტიანდა და გრიგორი ეწოდა, რის გამოც, მისი ცხოვრების ავტორის ცნობით, 3 წელი წყლიან ავზში გაატარა. 521 წელს ფირან გუშნასპმა კვლავ ძველი თანამდებობა დაიკავა. შემდეგ ბიზანტია-ირანის ომის (როგორც ჩანს 527-532 წწ.) დროს ფირან გუშნასპი ირანელთა ჯარს სარდლობდა და ბიზანტიელებმა დაატყვევეს. დაახლოებით 533/534 წელს ხოსრო I-ის ელჩმა ფირან გუშნასპი ირანში დააბრუნა. ფირან გუშნასპმა ქართლ-ალბანეთის მარზპანის პოსტი დაიკავა, მაგრამ რადგან ქრისტიანობა არ უარყო, მოგვების მოთხოვნით გადააყენეს და სიკვდილით დასაჯეს.

ფირან გუშნასპის მარტვილობის შესახებ უცნობი ავტორის მიერ სირიულ ენაზე შექმნილი ჰაგიოგრაფიული ძეგლი მნიშვნელოვანი წყაროა V-VI საუკუნეების საქართველოს ისტორიიისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]