ფიონგჩანგის ოლიმპიური სტადიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფიონგჩანგის ოლიმპიური სტადიონი
평창 올림픽 스타디움
[[ფაილი:Vice President Pence's Trip to Asia (40142115232).jpg|300პქ]]
2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია
მდებარეობა ფიონგჩანგი, სამხრეთი კორეა
კოორდინატები 37°40′01″ ჩ. გ. 128°42′21″ ა. გ. / 37.667000° ჩ. გ. 128.706000° ა. გ. / 37.667000; 128.706000
აშენდა 2014-2017
გაიხსნა 30 სექტემბერი, 2017
საფარი თოვლი, ყინული, ბალახი
კონსტრუქციის ღირებულება 86 მილიარდი ვონი (78 მილიონი დოლარი)
ტევადობა 35 000[1]

ფიონგჩანგის ოლიმპიური სტადიონი (კორ. 평창 올림픽 스타디움) — დროებითი სტადიონი სამხრეთი კორეაში. აშენდა მხოლოდ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისა და პარაოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიების სამასპინძლოდ.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს ქალაქ დეგვალიონგ-მიონში, ფიონგჩანგის ოლიმპიური პლაზის რაიონში, კურორტ ალპენზიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კილომეტრში. სტადიონს ხუთკუთხედის ფორმა აქვს და 35 000 მაყურებელს იტევს.

აშენებულია 80 000 მ² ფართობის ტერიტორიაზე და ის 2018 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის აგებული ბოლო ნაგებობაა. სტადიონის მთლიანი ხარჯი მისი დემონტაჟის შემდეგ 86 მილიარდი სამხრეთკორეული ვონი (78 მილიონი აშშ დოლარი) იქნება. სავარაუდო სიმაღლე ზღვის დონიდან 720 მეტრს შეადგენს.

სტადიონის სიახლოვეს მდებარეობს ოლიმპიური საგამოფენო დარბაზი, ტრადიციული საკვების ბაზრები და მრავალი სხვა ღირსშესანიშნაობა, რომელიც მემკვიდრეობის ობიექტების სახლით დარჩება და მედალ-პლაზა რომელიც მედლებით დაჯილდოების ცერემონიებს უმასპინძლებს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობის კანდიდატის თავდაპირველ განაცხადში, თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიების ჩატარების ადგილად ალპენზიის ტრამპლინიდან ხტომის ცენტრი იყო დასახელებული. ეს ვარიანტი 1994 წლის ზამთრის ოლიმპიადის გეგმის მგავსი იყო. თუმცა, 2012 წლის ივლისში ფიონგჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ჩატარების ადგილის გეგმაში გარკვეული ცვლილებების შესახებ განაცხადა, რამაც ცერემონიების ჰოენგიეში გადატანა გამოიწვია[2]. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი საორგანიზაციო საკითხები იყო. მათ არ სურდათ ოლიმპიადის მზადების პროცესში ხელი შეეშალათ ტრანპლინიდან ხტომის ვარჯიშებისათვის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცერემონიის თეატრი — დროებითი სტადიონი 1992 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისათვის.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]