შინაარსზე გადასვლა

ფინკენშტაინის ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფინკენშტაინის ხელშეკრულება — ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა საფრანგეთის იმპერიასა და სპარსეთს შორის 1807 წელს რუსეთ-ირანის ომის მიმდინარეობისას.

პოლიტიკური ვითარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთთან ომში ირანმა განჯის, ერევნის, შირვანის, ყარაბახის და ბაქოს სახანოებზე დაკარგა კონტროლი, ასევე ვერ აღიდგინა ძალაუფლება ქართლ-კახეთზე. 1806-1807 წლების ზამთარში დაიდო ხელშეკრულება ბრძოლების შეწვეტის შესახებ, რადგან რუსეთს ამავდროულად ომი გამოუცხადა ოსმალეთის სულთანმა. 1807 წლის მაისში ირანმა და ნაპოლეონ ბონაპარტმა შეკრეს რუსეთის და დიდი ბრიტანეთის საწინააღმდეგო კოალიცია. დაიდო ფინკენშტაინის ხელშეკრულება. საფრანგეთი აღიარებდა ირანის ძალაუფლებას აზერბაიჯანსა და საქართველოზე, სამაგიეროდ სპარსეთი უნდა დახმარებოდა ნაპოლეონს ბრძოლაში ინდოეთის მოსაპოვებლად. ხელშეკრულების თანახმად, ირანმა საფრანგეთს დაუთმო კუნძული ხარგი, ასევე მოხდა სპარსეთის ჯარის ევროპულ ყაიდაზე რეფორმირება. მიუხედავად იმისა, თითქოს ეს შეთანხმება დიდ პოტენციალს აძლევდა ორივე ქვეყანას, იგი ბოლომდე ვერ განხორციელდა. 1808 წელს ირანმა პოლიტიკური კავშირი უკვე დიდ ბრიტანეთთან შეკრა.

  • Rouholla K. Ramazani: The Foreign Policy of Iran. University of Virginia Press, 1966, S. 41.